ბალისტიკა, ყველაფერი შიდა და გარე ბალისტიკაზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბალისტიკა, ყველაფერი შიდა და გარე ბალისტიკაზე |
Dec 25 2011, 19:59
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: xashuri... qutaisi.. |
სულ მალე მოგაწვდით
|
|
|
Dec 27 2011, 16:36
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
ბალისტიკის შესავალი და ცნობები შიდა ბალისტიკიდან
1.1. ბალისტიკა – არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ჭურვის მოძრაობას ცეცხლსასროლი იარაღის ლულაში (შიდა ბალისტიკა) და ლულიდან გამოსვლის შემდეგ (გარე ბალისტიკა). ამის მიხედვით, იგი იყოფა შიდა და გარე ბალისტიკად. შიდა ბალისტიკა შეისწავლის იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ლულის არხში ტყვიის (ჭურვის) მოძრაობისას. 1.2. გასროლა და მისი პერიოდები გასროლა არის ტყვიის გამოგდება ლულის არხიდან იმ აირების ენერგიის საშუალებით, რომლებიც წარმოიქმნება დენთის მუხტის წვის შედეგად. სასროლი იარაღით სროლისას ადგილი აქვს შემდეგ მოვლენებს: ლულის სავაზნეში შეგზავნილი საბრძოლო ვაზნის კაფსულზე საცემლის დარტყმის შედეგად ფეთქდება კაფსულის ამგზნები შემადგენლობა და წარმოიქმნება ალი, რომელიც მასრის ფსკერზე არსებული ხ**ელების გავლით აღწევს დენთის მუხტამდე და ააალებს მას. დენთის მუხტის წვისას დიდი რაოდენობით წარმოიქმნება ძლიერ გახურებული აირები, რომლებიც ლულის არხში ქმნიან მაღალ წნევას ტყვიის ძირზე, მასრის ფსკერსა და კედლებზე, აგრეთვე ლულის კედლებსა და საკეტზე. ტყვია, ფსკერზე აირების წნევის ზემოქმედების შედეგად, იძვრის ადგილიდან და შეიჭრება ნაჭდევებში, ტრიალებს მათი გაყოლებით, გადაადგილდება ლულის არხში და გაიტყორცნება გარეთ, ლულის არხის ღერძის მიმართულებით. გავარვარებული აირები, რომლებიც ლულის არხიდან ტყვიის კვალდაკვალ გაედინებიან, მყისიერად ფართოვდებიან და ჰაერთან შეხვედრისას წარმოქმნიან ალსა და დარტყმით ტალღას, რომელიც გასროლის დროს წარმოქმნის ხმაურს. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა (ქსმ) და ტანკების შეიარაღებით სროლის დროს. გასროლა დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ხდება (0,001-0,06 წმ). ის ოთხი თანმიმდევრული პერიოდისაგან შედგება: საწყისი, პირველი (ძირითადი), მეორე და მესამე (აირების შემდგომი მოქმედების) (ნახ. 1.). საწყისი პერიოდი გრძელდება მუხტის წვის დაწყებიდან ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის დაწყებამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ლულის არხში წარმოიქმნება აირების ისეთი წნევა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ დაძრას ტყვია (ჭურვი) ადგილიდან და გადალახოს მისი გარსის (ჭურვის სარტყელის) წინააღმდეგობა ლულის ნაჭდევებში შეჭრისას. ამ წნევას ფორსირების წნევა ეწოდება. იგი აღწევს 250-500 კგ/სმ2-ს ნაჭდევების სახეობის, ტყვიის (ჭურვის) წონისა და გარსის (ჭურვის სარტყელის) სიმაგრის მიხედვით. დენთის მუხტის წვა ამ პერიოდში მიმდინარეობს მუდმივ მოცულობაში, გარსის (ჭურვის სარტყელის) შეჭრა ნაჭდევებში ხდება მყისიერად, ხოლო ტყვიის (ჭურვის) მოძრაობა ფორსირების წნევის დონის მიღწევისთანავე იწყება. პირველი (ძირითადი) პერიოდი გრძელდება ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის დაწყებიდან დენთის მუხტის სრულ დაწვამდე. პერიოდის დასაწყისში ტყვიისგარეთა (ჭურვისგარეთა) მოცულობა ტყვიის (ჭურვის) მცირე სიჩქარის გამო იზრდება უფრო ნელა, ვიდრე ხდება აირების წარმოქმნა, ამიტომ წნევა სწრაფად იზრდება და აღწევს თავის უდიდეს მნიშვნელობას (მაგალითად სასროლ იარაღში იგი აღწევს 2800-2900 კგ/სმ2-ს). ამ წნევას მაქსიმალური წნევა ეწოდება. სასროლ იარაღში იგი წარმოიქმნება ტყვიის მიერ 4-6 სმ-ის გავლისას (ჭურვის მიერ 4-10 კალიბრის გავლისას). შემდგომში ტყვიის (ჭურვის) სიჩქარისა და ტყვიისგარეთა (ჭურვისგარეთა) მოცულობის სწრაფი ზრდის შედეგად წნევა ეცემა. დენთის სრული დაწვის მომენტისათვის აირების წნევა მაქსიმალური წნევის დაახლოებით 2/3-ს შეადგენს. ტყვიის (ჭურვის) სიჩქარე კი ამ მომენტისათვის საწყისი სიჩქარის დაახლოებით 3/4-ია. მეორე პერიოდი გრძელდება დენთის მუხტის სრული დაწვის მომენტიდან, ტყვიის (ჭურვის) ლულის არხიდან გამოფრენის მომენტამდე. შეკუმშული და გახურებული აირები, იმის მიუხედავად, რომ აირების კვლავწარმოქმნა შეჩერებულია, ფართოვდებიან და ახდენენ გავლენას ტყვიაზე (ჭურვზე) და ზრდიან მის სიჩქარეს. წნევის დაცემა ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე პირველი პერიოდის ბოლოსათვის. ლულის ტუჩის წნევა შეადგენს მაქსიმალური წნევის 1/3-ს ქვემეხებისათვის და 1/5-ს სასროლი იარაღისათვის. მოკლელულიანი იარაღისათვის (მაგალითად პისტოლეტებისათვის) მეორე პერიოდი პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან ტყვია უფრო ადრე ტოვებს ლულის არხს, ვიდრე დაიწვება მთელი დენთის მუხტი. მესამე (აირების შემდგომი მოქმედების) პერიოდში აირები, რომლებიც ლულის არხიდან 1200-2000 მ/წმ სიჩქარით გაედინებიან, აგრძელებენ ზემოქმედებას ტყვიაზე (ჭურვზე) მანამ, სანამ 37 მათი წნევის ძალა არ გაუთანაბრდება ტყვიაზე (ჭურვზე) მოქმედი ჰაერის წინააღმდეგობის ძალას. ამ პერიოდში დენთის აირების ზეგავლენით ტყვია რამდენიმე ათეული სანტიმეტრის, ხოლო ჭურვი 5-10 მეტრის მანძილზე აგრძელებს გაქანებას. დენთის მუხტის ტემპერატურის გაზრდა იწვევს დენთის წვის სიჩქარის გაზრდას, რის გამოც იზრდება მაქსიმალური წნევა და საწყისი სიჩქარე. P0 _ ფორსირების წნევა; Pმ _ უდიდესი (მაქსიმალური) წნევა; Pს და Vს _ აირების წნევა და ჭურვის სიჩქარე დენთის წვის დამთავრებისას; Pტ და Vტ _ აირების წნევა და ჭურვის სიჩქარე ლულის არხის დატოვების მომენტისათვის; Vმ _ ტყვიის უდიდესი (მაქსიმალური) სიჩქარე; Pატმ - ატმოსფერული წნევა. 1.3. ტყვიის (ჭურვის) საწყისი სიჩქარე საწყისი სიჩქარე – არის ტყვიის (ჭურვის) მოძრაობის სიჩქარე ლულის ტუჩის გადანაჭერთან. საწყის სიჩქარედ მიღებულია პირობითი სიჩქარე, რომელიც დგინდება გაანგარიშების გზით. იგი გაიზომება მეტრ/წამებში (მ/წმ). კალიბრული ტყვიებისა და ჭურვების საწყისი სიჩქარეები მერყეობს 700-1000 მ/წმ-ის ფარგლებში, ხოლო ქვეკალიბრული ჭურვებისა – 1400-1600 მ/წმ და ზემოთ. საწყისი სიჩქარის მნიშვნელობები მოცემულია სროლის ცხრილებსა და ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებში. საწყისი სიჩქარე არის იარაღის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს მის საბრძოლო თვისებებზე. საწყისი სიჩქარის გაზრდა იწვევს ტყვიის (ჭურვის) ფრენის მანძილის, ტრაექტორიის ფენილობის, დაზიანების სივრცის, დამრტყმელი მოქმედების ჭურვებისათვის ჯავშანგატანის, ტყვიების სასიკვდილო და შემღწევი მოქმედებების გაზრდას და აგრეთვე გარემო პირობების გავლენის შემცირებას ტყვიის (ჭურვის) ფრენაზე. ტყვიის (ჭურვის) საწყისი სიჩქარის მნიშვნელობა დამოკიდებულია ლულის სიგრძეზე, ტყვიის (ჭურვის) წონაზე, დენთის მუხტის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, დენთის მახასიათებლებზე. რაც უფრო გრძელია ლულა, მით უფრო მეტ ხანს ზემოქმედებენ დენთის აირები ტყვიაზე (ჭურვზე) და მით უფრო მეტია საწყისი სიჩქარე. ერთნაირი სიგრძის ლულისა და დენთის მუხტის წონის შემთხვევაში საწყისი სიჩქარე იქნება მით უფრო მეტი, რაც ნაკლებია ტყვიის (ჭურვის) წონა. დენთის მუხტის წონის შეცვლა იწვევს დენთის აირების რაოდენობის შეცვლას და შედეგად ლულის არხში მაქსიმალური წნევისა და საწყისი სიჩქარის შეცვლას. 1.4. იარაღის უკუცემა (უკუგორვა) და გამოფრენის კუთხე ტყვიაზე (ჭურვზე) მოქმედი დენთის აირები ანიჭებენ მას მიმართული მოძრაობისა და ბრუნვით სიჩქარეებს. წნევა, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს, წარმოქმნის უკუცემის ძალას. უკუცემის ძალის ზეგავლენით იარაღის (ქვემეხში უკუმგორავი ნაწილების) უკან მოძრაობას უკუცემა (ქვემეხში _ უკუგორვა) ეწოდება. სასროლი იარაღით სროლისას უკუცემის ძალა შეიგრძნობა ხელით, მხრით, მოქმედებს დანადგარზე ან გრუნტზე. უკუცემის ენერგია მით უფრო მეტია, რაც უფრო მძლავრია იარაღი. ხელის სასროლ იარაღში უკუცემა, როგორც წესი, არ აღემატება 2 კგ/მ-ს და მსროლელის მიერ აღიქმება უმტკივნეულოდ. დენთის აირების წნევის (უკუცემის ძალა) და უკუცემისადმი წინააღმდეგობის ძალები, ქვემეხებში – უკუგორვისადმი წინააღმდეგობის ძალა (კონდახის საყრდენი, სახელურის საყრდენი, იარაღის სიმძიმის ცენტრი და ა.შ.) ერთ ხაზზე არ არიან განლაგებული, მათი მიმართულება ურთიერთსაწინააღმდეგოა. ამ დროს წარმოქმნილი დინამიკური წყვილძალა იწვევს იარაღის კუთხურ გადახრებს (ნახ. 2). გადახრები შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე სასროლი იარაღის ავტომატიკის მოქმედების გავლენით და ლულაში ტყვიის (ჭურვის) გადაადგილების დროს მისი გაღუნვით. ამ მიზეზების გამო წარმოიქმნება კუთხე ლულის არხის ღერძის მიმართულებებს შორის გასროლამდე და ლულის არხიდან ტყვიის (ჭურვის) გამოფრენის მომენტში. ამ კუთხეს გამოფრენის კუთხე ეწოდება (მათი სიდიდეები ვერტიკალურ სიბრტყეში მოცემულია სროლის ცხრილებში). გამოფრენის კუთხის გავლენის შემცირება სროლის შედეგებზე, იარაღის თითოეული ეგზემპლარისათვის ხდება გამიზნვით. მაგრამ იარაღის მორგების, საყრდენის გამოყენების, აგრეთვე იარაღის მოვლისა და შენახვის წესების დარღვევა იწვევს გამოფრენის კუთხის სიდიდისა და იარაღის მოხვედრების ცვალებადობას. სასროლ იარაღში გამოფრენის კუთხის შესამცირებლად შეიძლება სპეციალური მოწყობილობების – კომპენსატორების გამოყენება. ლულის არხიდან გამოდინებული აირები ეჯახებიან რა კომპენსატორის კედლებს, სწევენ ლულის ტუჩს ქვემოთ და მარცხნივ. სტატია მოგვაწოდა ლევანიმ თემის ავტორმა (leodone), რედაქტირება გაუკეთა გიორგიმ (მაქსიმუსა)! გაგრძელება იქნება მალე! |
|
|
Dec 27 2011, 17:18
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
ცნობები გარე ბალისტიკიდან
2.1. გარე ბალისტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ტყვიის (ჭურვის), ყუმბარის მოძრაობას ჰაერში. 2.2. ჰაერში ტყვიაზე (ჭურვზე), ყუმბარაზე მოქმედი ძალები ტყვია (ჭურვი) ლულის არხიდან გამოიტყორცნება გარკვეული საწყისი სიჩქარით და შემდეგ ინერციით მიფრინავს ჰაერში. ჰაერში ფრენის დროს მასზე მოქმედებს ორი ძალა: სიმძიმის ძალა და ჰაერის წინააღმდეგობის ძალა (ნახ.4-5.). ტყვიის ღერძი ჰაერის წინააღმდეგობის ძალის ცენტრი ჰაერის წინააღმდეგობის ძალა ნახ. 4.ტყვიაზე ჰაერში ფრენისას მოქმედი ძალები სიმძიმის ძალა აიძულებს ტყვიას (ჭურვს) მუდმივად ვერტიკალურად დაეშვას დაბლა; ჰაერის წინააღმდეგობის ძალა კი მუდმივად აფერხებს ტყვიის (ჭურვის) მოძრაობას და ცდილობს მის გადაყირავებას. ეს ძალა შეიძლება იყოს დიდი მნიშვნელობისა და რამდენიმეჯერ აჭარბებდეს სიმძიმის ძალის სიდიდეს. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა გამოწვეულია სამი ძირითადი მიზეზით: ჰაერის ხახუნით, ჩაგრიგალების წარმოქმნითა და ბალისტიკური ტალღით. ტყვიის (ჭურვის) სტაბილიზაცია ჰაერში მიიღწევა საკუთარი ღერძის გარშემო სწრაფი ბრუნვითი მოძრაობის მინიჭებით, აგრეთვე ფრთასხმულობის საშუალებით. ნაჭდევებიანი ლულიდან გამოტყორცნისას ბრუნვითი სიჩქარე შეადგენს: ტყვიებისათვის 3000-3500 ბრუნს წამში (ბრ/წმ), ჭურვებისათვის _ 300-450 ბრ/წმ, ფრთასხმულობიანი ჭურვებისათვის _ 10-15 ბრ/წმ. ტყვიის (ჭურვის) ბრუნვითი მოძრაობის და მასზე მოქმედი სიმძიმისა და ჰაერის წინააღმდეგობის ძალების გავლენით ხდება ლულის არხის ღერძზე გამავალი ვერტიკალური სიბრტყიდან ტყვიის (ჭურვის) გადახრა მარჯვნივ; ამ სიბრტყეს სროლის სიბრტყე ეწოდება, ხოლო ჰაერში ფრენისას მისგან ტყვიების გადახრას ბრუნვითი მოძრაობის მიმართულებით – დერივაცია. 2.3. ტრაექტორია და მისი ელემენტები სიმძიმისა და ჰაერის წინააღმდეგობის ძალების ზემოქმედების შედეგად ტყვია (ჭურვი) სივრცეში ფრენისას მოძრაობს არათანაბრად მოხრილ მრუდ ხაზზე. მრუდ ხაზს, რომელსაც ფრენისას ტყვიის (ჭურვის) სიმძიმის ცენტრი შემოწერს, ტრაექტორია ეწოდება. ტრაექტორიას აქვს შემდეგი თვისებები: იგი არასიმეტრიულია, მისი დაღმავალი შტო აღმავალზე მოკლე და დამრეცია, ტრაექტორიის მწვერვალი უფრო ახლოსაა ვარდნის წერტილთან, ვარდნის კუთხე მეტია ტყორცნის კუთხეზე. ტრაექტორიის ელემენტები ნაჩვენებია ნახ. 6.-ზე: სროლის პრაქტიკაში მიღებულია ტრაექტორიის ელემენტების შემდეგი განსაზღვრებები და დასახელებები: – გამოფრენის წერტილი (O) ლულის ტუჩის გადანაჭრის ცენტრია და იგი ითვლება ტრაექტორიის დასაწყისად; – გამოფრენის წერტილზე გამავალი ჰორიზონტალური სიბრტყე იარაღის ჰორიზონტია (OC), ტრაექტორია მას ორჯერ გადაკვეთს: გამოფრენისა (O) და ვარდნის © წერტილებში; – სწორი ხაზი, რომელიც დამიზნებული იარაღის ლულის არხის ღერძის გაგრძელებას წარმოადგენს, ამაღლების ხაზია (OA); – ამაღლების ხაზზე გამავალი ვერტიკალური სიბრტყე სროლის სიბრტყეა; – იარაღის ჰორიზონტსა და ამაღლების ხაზს შორის მოთავსებულ კუთხეს ამაღლების კუთხე (φ) ეწოდება, თუ იგი უარყოფითია, მაშინ მას დახრის (დაშვების) კუთხეს უწოდებენ; – სწორ ხაზს, რომელიც გასროლის მომენტში იარაღის ლულის არხის ღერძის გაგრძელებას წარმოადგენს, ტყორცნის ხაზი (OB) ეწოდება; – იარაღის ჰორიზონტსა და ტყორცნის ხაზს შორის მოთავსებულ კუთხეს ტყორცნის კუთხე (Θ0) ეწოდება; – ამაღლების ხაზსა და ტყორცნის ხაზს შორის მოთავსებულ კუთხეს გამოფრენის კუთხე () ეწოდება; – წერტილს, რომელშიც ტრაექტორია იარაღის ჰორიზონტს კვეთს, ვარდნის წერტილი © ეწოდება; – იარაღის ჰორიზონტსა და ვარდნის წერტილში © ტრაექტორიის მხებს შორის არსებულ კუთხეს ვარდნის კუთხე (Θc) ეწოდება; – მანძილს გამოფრენის წერტილიდან (O) ვარდნის წერტილამდე © სრული ჰორიზონტალური მანძილი ეწოდება; – ტყვიის (ჭურვის) სიჩქარეს ვარდნის წერტილში © საბოლოო სიჩქარე ეწოდება (Vc); – დრო, რომელიც დასჭირდება ტყვიას (ჭურვს) გამოფრენის წერტილიდან ვარდნის წერტილამდე მისაღწევად, ფრენის სრული დრო ეწოდება (T); – ტრაექტორიის უმაღლეს წერტილს (S) ტრაექტორიის წვერი ეწოდება; – უმოკლეს მანძილს ტრაექტორიის მწვერვალიდან იარაღის ჰორიზონტამდე ტრაექტორიის სიმაღლე ეწოდება (H); – ტრაექტორიის ნაწილს გამოფრენის წერტილიდან მწვერვალამდე (OS) აღმავალი შტო ეწოდება; ხოლო მწვერვალიდან ვარდნის წერტილამდე _ (SC) დაღმავალი შტო; – წერტილს მიზანზე ან მის გარეთ, რომელშიც მივმართავთ იარაღს, დამიზნების (მიმართვის) წერტილი (D) ეწოდება; – პირდაპირ ხაზს, რომელიც გამოდის მსროლელის თვალიდან და დამიზნებული იარაღის კორის ჭრილისა და ნიშნის კენწეროს გავლით დამიზნების წერტილისაკენ მიემართება, დამიზნების ხაზი (OD) ეწოდება; – დამიზნების ხაზსა და ამაღლების ხაზს შორის შექმნილ კუთხეს დამიზნების კუთხე (α), ეწოდება; – დამიზნების ხაზსა და იარაღის ჰორიზონტს შორის არსებულ კუთხეს მიზნის ადგილის კუთხე (ε) ეწოდება, იგი ითვლება დადებითად, როდესაც მიზანი იარაღის ჰორიზონტზე მაღლაა, ხოლო უარყოფითად _ თუ მასზე დაბლა მდებარეობს; – სამიზნე მანძილია მანძილი გამოფრენის წერტილიდან (O), ტრაექტორიისა და დამიზნების ხაზის გადაკვეთის წერტილამდე (G); – უმოკლეს მანძილს ტრაექტორიის ნებისმიერი წერტილიდან დამიზნების ხაზის გადაკვეთამდე, დამიზნების ხაზზე ტრაექტორიის ამაღლება (y) ეწოდება; – სწორ ხაზს, რომელიც გამოფრენის წერტილს მიზანთან აერთებს, მიზნის ხაზი ეწოდება. მანძილს გამოფრენის წერტილიდან მიზნამდე, გადაზომილს მიზნის ხაზზე, დახრილი მანძილი ეწოდება. პირდაპირი დამიზნებით სროლისას მიზნის ხაზი პრაქტიკულად ემთხვევა დამიზნების ხაზს, ხოლო დახრილი მანძილი – სამიზნე მანძილს; – ტრაექტორიის გადაკვეთის წერტილს მიზანთან (მიწასთან, წინაღობასთან) მოხვედრის წერტილი (K) ეწოდება; – ტრაექტორიის და მიზნის ზედაპირის (მიწის, წინაღობის) მხებებს შორის შექმნილ კუთხეს შეხვედრის წერტილში (K), მოხვედრის კუთხე (μ) ეწოდება. შეხვედრის კუთხედ მიღებულია მომიჯნავე კუთხეებს შორის უმცირესი, რომლის მნიშვნელობა 0-დან 90 გრადუსამდე იცვლება. სტატია მოგვაწოდა ლევანიმ თემის ავტორმა (leodone), რედაქტირება გაუკეთა გიორგიმ (მაქსიმუსა)! |
|
|
Dec 30 2011, 19:56
პოსტი
#4
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 79 რეგისტრ.: 13-December 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: xashuri... qutaisi.. |
ბალისტიკა და შეიარაღების სისტემები
შემდგენელი: პ-კი დავით ნაკაშიძე დამხმარე საიტები: 35. www.rusarmy.com; 36. www.us.army.mil; 37. www.weapon.com. |
|
|
May 20 2013, 07:52
პოსტი
#5
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
|
|
|
May 20 2013, 10:56
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური |
Bone
ეს რა ჯანდაბაა?! რეალურად გამოიყენება ეს ვაზნა თუ რა არის ეს? აბა ის იარაღი რომელიც ამ ვაზნებს მოიხმარს |
|
|
May 20 2013, 11:21
პოსტი
#7
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მაქსიმუსა
როგორც ჩანს რეალურია. ერთ ერთი ავტორიტეტული იარაღის და სწორის სროლის , დიდი, მცოდნეს ედო ფაისბუქზე...რავიცი.... (გლუვიდან სროლის, მაგრამ ღარიანის მოყვარულია და საერთოდ სროლის მოყვარულია) |
|
|
May 20 2013, 11:33
პოსტი
#8
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
Bone
რა არის ბიჯო რეალური, ეგ რომ გაისროლო აფეთქდება ისეთი ვიწრო გამოსასვლელი აქვს |
|
|
May 20 2013, 11:39
პოსტი
#9
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ფოტოა რეალური ძმაოო, დანარჩენის რა მოგახსენო, თქვენ ხართ მაგის გურუები......
|
|
|
May 20 2013, 12:24
პოსტი
#10
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
Bone რა არის ბიჯო რეალური, ეგ რომ გაისროლო აფეთქდება ისეთი ვიწრო გამოსასვლელი აქვს არ აფეთქდება სპეციალური ნელა წვადი დენთი აქ ისე კი დაკვირვებული და გააზრებული მოსაზრებაა ჩვეულებრივი ნიტრო დენთი ან კარდიტი რო ჩაყარო მართლა აფეთქდება ისეთი კონსტრუქციის მასრა აქვს |
|
|
May 20 2013, 13:17
პოსტი
#11
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
HUNTER FREDY
კალიბრი დაწერე და სად გამოიყენება ისიც მაშინ |
|
|
May 20 2013, 13:38
პოსტი
#12
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 805 რეგისტრ.: 23-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მაქსიმუსა.........კარგი ნამუშევარია ......მნიშვნელოვანი ინფორმაციააააააა
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th November 2024 - 08:22 |