ქართული ტერმინები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ქართული ტერმინები |
Jun 16 2009, 23:33
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ეს პრობლემა ყოველთვის იყო ხოდა გავაქართულოდ ის სიტყვები რასაც არაქართულად ვამბობთ და ერთხელ და სამუდამოთ იყოს ყველასათვის მისაღები...
ბოლობოლო რუსულებს ხომ უნდა ჩამოვშორდეთ, დაწერეთ რა იცით ან თუ არ გვაქვს რამე მოუგონოთ და ამ პოსტში ჩავამატებ, მერე ბაზასავით გავაკეთოთ. ლესკა-ძუა პაპლაოკი-ტივტივა კრუჩოკი-ნემსაკავი კალენა-მუხლი კატუშკა-კოჭა კორკა-ქერქი გრუზი-სიმძიმე/ტყვია კარმუშკა-საკვებური ნაჟივკა-სატყუარა დონკა-ფსკერულა მატილნიცა-"მატილნიცა"-კოღოს ჭუპრის ყუთი პრაგლატუშკა-საყლაპავი უდოჩკა- სათევზაოდ კაწყობილი ჯოხი, ანკესი პავადოკი - სადავე პრიკორმკა - მისაჩვევი, პოდკორმკა - დასაკვები, ნახლისტი/ფლაი ფიშინგი - შოლტი, შოლტაობა, პოდსეჩკა - ამოკვრა, "ზაკიდუშკა"- საგდები,უჯოხოდ საგდები სათევზაო. "ოსნასტკა"- გაწყობა (სათევზაო ჯოხის გაწყობა) სნასტი - გასაწყობი ჰე, მიდით ეხლა |
|
|
May 7 2010, 17:28
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 181 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი |
ერთ ერთი მთავარი აკლია - სადოკი
|
|
|
May 7 2010, 17:32
პოსტი
#3
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
შოგანბადე
|
|
|
May 7 2010, 21:16
პოსტი
#4
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
სადოკს გურიაში საოჩხეს ეძახდნენ - ოჩხიდან თევზის ამოსაყვანს. ოჩხი - ქვით ამოყორილ თევზის საჭერ ორმოს ერქვა.(საბას ლექსიკონშიც არის)
საგდებს ხელსაგდები ჯობია, ჩემი აზრით. ისე, ანკესი რაღაა? ეს სიტყვა მოგვრჩა ზაპჩასტივით.. ასევე - მკედი. |
|
|
May 7 2010, 23:38
პოსტი
#5
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
May 8 2010, 00:26
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
სიტყვა სარი - ჯოხის მაგივრად რატომ არ მოგწონთ.
აზრობრივად და ფიზიკურად გაცილებით ახლოს დგას "удочка"-სთან... ეს სიტყვა კი რუსულში წარმოიქმნა ზმნა удить-სგან და სრულყოფილად გამოითქმის როგორც удилище. რაც თევზობას ნიშნავს... გამართულად იქნება - ან სათევზაო ჯოხი ან უბრაოდ სათევზაო. ეჰ... ლინგვისტი ან ფილოლოგი არა გვყავს??? მე რაც ვიცი ეგაა. ვინმემ მეტი რომ დამატოს კომპეტენტურად, მაგრი იქნება! |
|
|
May 8 2010, 16:06
პოსტი
#7
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჰო, შემეშალა - საჩოკს ეძახდნენ საოჩხეს, სადოკს კი არა. თუმცა შოგანბადეც მომწონს, ჩოგანბადეზე უფროც, იმიტომ რომ სპეციფიურია და ბუნებრივად დაძველებული სიტყვის ელფერი აქვს.
სადოკი, შეიძლება, ბადურად ითარგმნოს. ვისაც გახსოვთ, "სეტკა"- ხელჩანთები, ცარიელ ბოთლებს რო ვარაჩხუნებდით, იმას ერქვა ბადურა. სამწუხაროდ, მარტო ლინგვისტობა და ფილოლოგობა არ შველის ამ საქმეს. ივანე მაჩაბელი არც ერთი იყო და არც მეორე, თუმცა საბაზისო ცოდნა მაგ დარგებისა უხეშ შეცდომებს ნამდვილად აგვაცილებს. |
|
|
May 8 2010, 22:03
პოსტი
#8
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
შადი შამოდი
საგდებს ხელსაგდები ჯობია, ჩემი აზრით. + 100 სიტყვა სარი - ჯოხის მაგივრად რატომ არ მოგწონთ. უხეშად ჟღერს; სარი, ჭიგო სოფლის მეურნეობასთან უფრო ასოცირდება. ვიტო ნახლისტ-გაწკეპვლა ალბათ წასაშლელია, შოლტი, შოლტაობა უფრო ჟღერს. შადი შამოდი ისე, ანკესი რაღაა? ეს სიტყვა მოგვრჩა ზაპჩასტივით.. ასევე - მკედი. "უდოჩკა"=ანკესი, სათევზაოდ გაწყობილი ჯოხი. ანკესაობა (ужение)=თევზაობას. მკედი - ალბად უფრო მოუხდება წნულს, წნული მკედი, რაც ძუისგან განსხვავებულია. |
|
|
May 8 2010, 23:29
პოსტი
#9
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
და ანკესი ვერა? როგორ ვერა.... ეგ მუშაობ კიდეც...კაი ხანია. უბრალოდ ანკესი...მთელი მოწყობილობაა(უკვე გამართული) ცალკეულ დეტალებზეა საუბარი. ეგრედ წოდებულ "ანტენა"-ს რა უნდა ერქვას ქართულად??... ლატანი რას ნიშნავს???.. ეგ არ წავა??.. სადოკი, შეიძლება, ბადურად ითარგმნოს. ჩემი აზრით...კარგად მიდის. უხდება ეგ სიტყვა..დანიშნულებას. თუმცა შოგანბადეც მომწონს, ჩოგანბადეზე უფროც, შოგანბადე????.... სარი, ჭიგო სოფლის მეურნეობასთან უფრო ასოცირდება. გეთანხმებით. სარი რაღაც ვერ ჟღერს. |
|
|
May 8 2010, 23:36
პოსტი
#10
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
შადი შამოდი
ისე ჩემო ბატონო ჩოგანს რას უწუნებთ? ჩოგანი ვიცი 3 დანიშნულების: ჩოგანბურთის (რომელიც ძალიანაც ჰგავს ე.წ. საჩოკს), ჩოგბურთის, და სამზარეულო საგანის გამომხატველი სიტყვაა... akela1954 რატომ ჟღერს სარი უხეშად? ახლა თევზაობას ნატიფ ხელოვნებას ნუ შემიდარებთ პატივცემულო ეს ზუსტად რომ სოფლის მეურნეობასთან უფრო ახლომდგომი ტერმინია ვიდრე პოეზიასთან და მუსიკასთან.... ლევანი ანტენა საერთაშორისო ტერმინია ისე ტელესკოპიც არ არის ქართული ენის დამამცირებელი ტერმინი (შედგენილი სიტყვაა). |
|
|
May 8 2010, 23:55
პოსტი
#11
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ანტენა საერთაშორისო ტერმინია ისე ტელესკოპიც არ არის ქართული ენის დამამცირებელი ტერმინი კი..მაგრამ...თუ არის საშუალება..ქართული ერქვას რაღა...("რაღა" ყარაჩოღლური ინტონაციით) საერთაშორისო სად გაგვექცევა???.... თან თუ ეგ ტერმინები..მართლა ნატიფ ხელოვნებასთან უფრო ახლოს იქნება და არა სოფლის მეურნეობასთან..უფრო გამეხარდება. არ ჯობია ლამაზი და ყურისთვის უფრო სასიამოვნო ერქვას??... ისე ტელესკოპიც არ არის ქართული ენის დამამცირებელი ტერმინი მერე მე მაგას ვამბობ???... |
|
|
May 9 2010, 00:43
პოსტი
#12
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga |
ლევანი
მაინც არ მესმის რა არის სარში ამისთანა უხეში??? სირი ხომ არ არის... და ხელოვნებაზე ხუმრობ თუ მართლა ამ აზრზე ხარ?! თევზჭერა სოფლის მეურნეობაა აბა რა არის?????? თოხს თოხი უნდა ერქვას და არა კალამი ან ხემი! |
|
|
May 9 2010, 00:49
პოსტი
#13
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
May 9 2010, 01:52
პოსტი
#14
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მაინც არ მესმის რა არის სარში ამისთანა უხეში??? სირი ხომ არ არის. სხვათაშორის გავს... გარდა მაგისა.... ლობიოს ბარდს მაგონებს. და ხელოვნებაზე ხუმრობ თუ მართლა ამ აზრზე ხარ?! რათქმაუნდა ვხუმრობ....თორემ.....ხელოვნებას..მ ეც დიდი მოწიწებით ვებყრობი...მეც ვაფასებ..მოდილიანს....ვივალდის.. ... შექსპირს და კიდევ უამრავს.... თევზჭერა სოფლის მეურნეობაა აბა რა არის?????? ეხლა..შენ თუ სარეწაო თევჭერას გულისხმობ...არ ვიცი და...მე...ახლებლებთან ერთად...ანკესს..რო ავიღებ..ბუნებაში გავდივარ. ნაპირთან ჩავჯდები...ლუდის წრუპვით რო მივჩერებივარ ტივტივას. საღამოს კიდე კარვის წინ...ცეცხლს დავანთებ...მწვადს შევწვავ და ღვინოს ამოვიღებ წყლიდან....მეეჭვება სოფლის მეურნეობას მივეკუთვნებოდე მაგ დროს... |
|
|
May 9 2010, 11:27
პოსტი
#15
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
შადი შამოდი ისე ჩემო ბატონო ჩოგანს რას უწუნებთ? ჩოგანი ვიცი 3 დანიშნულების: ჩოგანბურთის (რომელიც ძალიანაც ჰგავს ე.წ. საჩოკს), ჩოგბურთის, და სამზარეულო საგანის გამომხატველი სიტყვაა... ჩოგანს არაფერს ვუწუნებ, უბრალოდ ხელოვნურად "ვაძველებ".. ვწერთ ჩოგანს და გამოვთქვამთ შოგანს, პირველი ბგერა რაღაც შუალედურია ჩ-ს და შ-ს შორის, როგორც ქ და გ ნაცვალსახელში თქვენ [თგვენ]. ენაში ასე ბევრი სიტყვა-ტერმინი იქმნება ბუნებრივად დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით, როცა საერთო და ზოგადი სახელწოდება რაღაც უფრო კონკრეტულს, მომგვანოს,მაგრამ განსხვავებული დანიშნულების საგანს ერქმევა. მაგ.: ლამპა და ლამფა. მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა არგუმენტები დავახვავოთ, მთავარია, ენა როგორ მოირგებს ახალ ტერმინს. ეს ამბავი კი კამათლის გაგორებასავითაა - ან დაჯდება, ან არა. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:54 |