პნევმატიკის კლასები ჯიშები და..., ანუ რა ტიპის პნევმატიკები არსებობს და რა უნდა ვიცოდეთ შეძენის წინ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პნევმატიკის კლასები ჯიშები და..., ანუ რა ტიპის პნევმატიკები არსებობს და რა უნდა ვიცოდეთ შეძენის წინ |
Mar 8 2010, 00:31
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 54 რეგისტრ.: 27-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi |
მოკლედ ამ ფორუმზე ხშირად არ ვპოსტავ, ძირითადად სხვა ფორუმზე ვარ გადართული, მაგრამ ერთერთი თემა ვნახე სადაც აშკარად რამდენიმე დაინტერესებული მომხმარებელია, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ იღებს სრულფასოვან ინფორმაციას პნევმატიკაზე.
ამ საკითხში გათვითცნობიერებულ მესვეურბს ვთხოვ, უბრალოდ საკუთარ არჩევანს ნუ სთავაზობთ ახალბედა მომხამრებელს, არასწორია, ის რაც მე მომწონს თქვენ ალბათ არ მოგწონთ, მაშ რატომ უნდა იყოს აღფრთოვანებული ახალი მომხამრებელი მაინცა და მაინც თქვენი არჩევანით?? შეიძლება დღეს დაგიჯეროთ, მაგრამ ხვალ ინანოს. ამოტომაც უფრო მართებული იქნება, თუ საერთო ინფორმაციას გაეცნობა მომხმარებელი და მხოლოდ შემდეგ იქნება ამა თუ იმ კონკრეტული მოდელების განხილვა თავისი პლიუს მინუსებით. ახლა კი მიმართვა პოტენციურ ახალ პევმო მფლობელებს. პირველი ყველა ახალბედას ვურჩევ ერთ რამეს არ იჩქარო, ჯობია 2-3 კვირა გაჩერდე (თუ საჭიროა უფრო მეტიც, ჩემი პირველი PCP შაშხანა შევიძინე სადღაც 7-8 თვიანი ინფორმაციის აგროვების შემდეგ, დღეს არსებობს უკვე საქართველოში გამოცდილი ხალხი და აღარ დაგჭირდებათ 7-8 თვე ყველაფრის გარკვევა, მაგრამ უცებ მაღაზიაში მისვლა და გამყიდველის სიტყვებით ყიდვა..... მოკლედ არ გამოვა მაი საქმე ). ჯობია თოფის გარეშე იყო, ვიდრე უცებ რაღაც იყიდო და მერე საფიქრალი გქონდეს, როგორ გაყიდო და სხვა იყიდო უფრო იაფად, ან უფრო ძვირად. გვაქვს სამწუხაროდ მაგის მაგალითები და ამიტომა ჯერ ჯობია ყველაფერი აწონ დაწონო. ჯერ უნდა ჩამოყალიბდე რისთვის გინდა, არის 4 სახეობა: 1) პლინკაობა - ანუ ტილაობა რა, იქ ბოთლს ესროლე, აქ ტოტს გაარტყი, იქ ლუდის ქილა მოხსენი, მოკლედ მაიმუნობა 2) გართობა - ეს რაღაც შუალედურია, პირველ პუნქტსა და მომდევნო ორ პუნქტს შორის, აქ შედის ნადირობაც, ტილაობაც, პროსტა გადატენვა და გასროლაც და რადი პონტა პრეტენზიის გაცხადება მიზანში სროლაზე. 3) ნადირობა - უკვე სიტყვიდან გასაგებია რომ ცოცხალი სამიზნეების მოსახსნელადაა განკუთვნილი. ამ ტიპის თოფებს უკვე მოეთხოვება ენერგეტიკა და სიზუსტე რომელიც თითქმის ოლიმპიურ სიზუსტეზე აცხადებს პრეტენზიას. 4) სპორტული - გაჭირვების შემთხვევაში შეიძლება ნადირობაც, მაგრამ ამ კლასის თოფები განკუთვნილია ძირითადად ქაღალდში სასროლად თან დიდი სიზუსტით, მაგალითად 50 მეტრზე 5 ტყვიით არ უნდა გააკეთო 8-12 მილიმეტრზე მეტი ჯგუფი. არის სუპერ პუპერ ეგზემპლარებიც და არის შედარებით იაფინი მოდელებიც. ძირითადად მძიმე იარაღია ან თუ მსუბუქია მაშინ სუსტი იარაღია, მძიმე გამოიყენება 50 მეტრამდე დისტანციებში მსუბუქი გამოიყენება 10 მეტრიან ოლიმპიურ დისტანციებზე. ახლა ამ 4 კლასში კიდევ არის ქვე ქვე კლასები, მაგალითად არის 4 კლასის პნევმატიკა (მუშაობის ძირითადი პრინციპებით განსხვავდება) 1) Co2-იანი პნევმატიკა - ანუ ნახშირორჟანგის ბალონებზე მომუშავე პნევმატიკა. ძირითადად ყველა მოდელი არის პლინკაობა (ტილაობა) 2) ზ.დ.პ. - ანუ ზამბარ დგუშიანი, ან მიახლოებით იგივე პრინციპით მომუშავე. ძირითადად არის მოდელები რომლებსაც ლულა აქვთ გადასატეხი, მაგრამ არის მოდელები რომელსაც ლულა არ აქვს გადასატეხი, და ზამბარა იკუმშება დამატებითი რიჩაგით., ამ ტიპის პნევმატიკა უკვე არის პლინკისთვისაც, გასართობიც, სანადიროც და სპორტულიც 3) კომპრესიული - შეიძლება იყოს ერთ გადატენვაზე კომპრესიული, შეიძლება იყოს მულტიპამპი, ანუ იმისათვის რომ გასროლა მოხდეს, სპეციალური ბერკეტით აკაჩავებ ჰაერს, რომელიც შეკუმშულ მდგომარეობაში ინახება ცალკე სარქველში, გასროლისას კლაპანი იხსნება აწვება დაგროვებული ჰაერი ტყვიას და ხდება გასროლა. აქ მუღამი იმას აქვს რომ შეკუმშული ზამბარა აღარ არსებობს შედეგად არ ხდება თოფის ზედმეტი ყანყალი. ამ კლასში არის სპორტული იშვიათი მოდელები და არის ძირითადი პლინკის კლასი, პრაქტიკულად არ არსებობს სანადირო კლასი, არვის რა თქმა უნდა რამდენიმე რომელსაც მწარმოებელი აპიარებს, მაგრამ.... 4) PCP - ეს არის აბრევიატურა სიტყვებიდან Pre Charged Peumatic- ანუ წინასწარ დაჭირხნული პნევმატიკა. აქ მუშაობის პრინციპი შემდეგია, წინასწარ ცალკე ბალონში რომელსაც რეზერვუარი ჰქვია, ინახება შეკუმშული ჰაერი და შემდეგ ყოველ გასროლაზე გარკვეული პორცია ჰაერი მიეწოდება თითო ტყვიას. მუღამი აქ იგივეა რაც კომპრესიულის ვარიანტში, უკუცემა არ არსებობს, ისვრი პრაქტიკულად გაუნძრეველი მდგომარეობიდან რაც უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს მიზანში სასროლად. ამ პირობის გამო პრაქტიკულად ყველა PCP გამოიყენება სანადიროდ ან სპორტული მიზნებისთვის, რა თქმა უნდა არსებობს გასართობი ვარიაციებიც, მაგრამ იშვიათია რომ PCP-ით მომხმარებელი პლინკაობას გადაყვეს. ახლა რა მუღამი აქვს და რა პლიუს მინუსი თითოეულ მათგანს. 1) ზ.დ.პ - აქვს ერთერთი უდიდესი პლიუსი, ეს არის ავტონომიურობა, ანუ გჭირდება თოფი (ნუ არ ვგულისხმობ ოპტიკას, ქამარს და ბიპოდებს, ეგ ყველა კლასის მიმართ შეიძლება გქონდეს, ან არ გქონდეს) და ტყვიები. გაისროლე, გადატენე ჩადე ახალი ტყვია, გაისროლე და ასე შემდეგ, მოკლედ არაფერი არ გჭირდება, დღეში საჭირო რომ იყოს შეგიძლია გაისროლო 1000 ტყვია, უპრობლემოდ გაისვრი. მოქმედების პრინციპი ძირითადად ერთია - კუმშავ გასროლის წინ ზამბარას, რომლის წინაც არის დგუში, გასროლისას გდუში ზამბარის მოქმედებით გარბის წინ, აგროვებს ჰაერს, და ამ ჰაერით აწვება ტყვიას უკნიდან. ზამბარის შეკუმშვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ძირითადად გავრცელებულია რის, ლულის გადატეხვის მექანიზმი, მაგრამ არსებობს, რამდენიმე მოდელი სადაც ლულა დაფიქსირებულია და ზამბარის შეკუმშვა ხდება დამატებითი ბერკეტის მეშვეობით. ეს ბერკეტი შეიძლება ლულის ქვეშ იყოს მოთავსებული არ გვერდზე. არასდროს არ არის ლულის ზემოთ. გადასატეხ ლულიანში სუსტ ადგილად ითვლება ლულის გადაწევის ადგილი რომელიც შეიძლება მოირყეს ხშირი გამოყენებით, რაც სიზუსტეზე უარყოფითად იმოქმედებს, ბერკეტიანი პნევმოები იდეაში განკუთვნილია იმისათვის რომ ეგ მორყევის მომენტები გამორიცხული იყოს, მაგრამ ნუ ჩათვლი რომ უნივერსალური გამოსავალია ბერკეტი. მაგ თოფებს თავისი სხვა ავადმყოფობები სჭირს, მაგალითად ლულის აბტურაცია, რომ ჰაერი არ გამოაპარონ, ტყვიის ჩადების მექანიზმი და სხვა ყველა ზამბარ დგუშიან თოფებს აქვს მინუსებიც (რა არის ამ დედამიწაზე მინუსების გარეშე ), კერძოდ ზამბარის მოქმედება, ანუ გასროლისას ზამბარა წინ მიათრევს დგუშს რაც იწვევს თოფის ყანყალს და შედეგად მოქმედებს მიზანზე, გარდა ამისა თითქოსდა დგუშის წინ მოძრაობა და მხარში უკუცემა საკმარისი არააო, ზ.დ.პ-ს აქვს კიდევ ერთი ცუდი თვისება, კერძოს დგუშის გაჩერება და ინერციის გამო თოფის წინ წაწევა. ამის გამოა რომ ბევრი ოპტიკა (განსაკუთრებით იაფ ფასიანი) ვერ უძლებს ზ.დ.პ კლასის თოფებს და იშლება. ცეცხლსასროლზე უფრო ნაკლები დატვირთვა აქვს ოპტიკას ვიდრე ზ.დ.პ კლასის პნევმატიკაზე. ასევე მინუსი არის სიჩქარე. ოტიკალურ სიჩქარეს ზ.დ.პ-ზე მიაღწევ მხოლოდ მსუბუქი ტყვიებით, მძიმე ტყვიებით სიჩქარე უცებ ვარდება. თუმცა არის ულტრა მაგნუმ კლასის ზ.დ.პ პნევმატიკაც, მაგალითად Hatsan Mod 125 იგივე ხალხში ცნობილი Wathret Talon Magnum-ი, თუ სტანდარტული პნევმატიკა იძლევა მსუბუქი ტყვიით 230-270 მეტრ წამს, და მძიმით 180-220 მეტრ წამს, ეს ოხერი ჰაცანი მძიმით იძლევა 340-345 მეტრ წამს, მსუბუქით კი 370-380 მეტრ წამს. ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ სიჩქარის მომატება ხდება არაადეკვატურად ძლიერი ზამბარის გამოყენებით, რაც რა თქმა უნდა ზრდის უკუცემას, ოპტიკაზე დატვირთვას, მიზანში მორტყმის შემცირებას და ასე შემდეგ. 2) Co2 - ნუ ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, იდეაში მხოლოდ გასართობი პონტია, მართალია ზ.დ.პ-სავით უკუცემა არ აქვს, იმიტომ რომ არ გამოიყენება არანაირი ზამბარა (იდეაში საერთოდ არ აქვს უკუცემა), როგორც წესი საკმაოდ მსუბუქი იარაღებია, მაგრამ აქვს ბევრი შეზღუდვა. ჯერესერთი ბალონები, გაგყიდის მაგათი შეძენა, მეორეცესერთი Co2-ის აორთქლების მუღამი, სხვადასხვა ტემპერატურაზე სხვადასხვა წნევას წარმოქმნის, იმის გამო რომ დუღილი იცვლება, შედეგად მზიან ზაფხულში ერთი სიჩქარით ისვრი, ზამთარში მეორეთი, შემოდგომა გაზაფხულზე, დღიდან დღემდე ყველაფერი იცვლება და ვერ გაიგებ რაზე გაასწორო ოპტიკა. საქმე იმაშია რომ სხვადასხვა წნევა იძლევა ტყვიის სხვადასხვა სიჩქარეს, ეგ კი თავის მხრივ უზრუნველყოფს სხვადასხვა ტრაექტორიას.... სხვათაშორის ეს პრობლემა ახასიათებს ყველა ზ.დ.პ კლასის იარაღსაც. Co2-იანი პნევმოები ყველაფერთან ერთად იძლევიან ყველაზე დაბალ სიჩქარეებს, მაგალითად ნორმად ითვლება 130-150 მეტრი წამში. ნუ ოლიმპიური 10 მეტრიანი დისტანციისთვის იდეალურია, მაგრამ 20-25 მეტრის იქეთ....სწორედ ამ რამდენიმე პრობლემის გამო ამ კლასის პნევმატიკა ძირითადად გადის საპლინკაო პნევმოში, თუმცა ბევრ მაღალი კლასის PCP შაშხანებს აქვს შესაძლებლობა ჰაერის გარდა ისროლონ CO2-ის მეშვეობითაც. 3) კომპრესიული - ნუ იდეაში ამაზეც ცოტას ვისაუბრებ. როგორც უკვე ვთქვი არსებობს 2 ქვეკლასი, ასე ვთქვათ მაღალი სპორტული კლასი სადაც ბერკეტის ერთი მოძაობით, დგუშის მოძრაობით ცალკე კამერაში შეჭირხნი ჰაერს. დგუში ამით ასრულებს მოქმედებას, მას არანაირი ზამბარა არ აწვება და ის არანაირად აღარ მოქმედებს სროლისას. დამგროვებელ კამერას აქვს 2 გასასვლელი, წინა და უკანა, ასე ვთქვათ წინიდან ჰაერი შედის და ჩერდება შიგნით, უკანა მხარეს კი კლაპანია დაკეტილი და ჰაერს უკან არ უშვებს. გასროლისას სპეციალური დეტალი (ჩაქუჩი, დამრტყმელი სხვადასხვა სახელი აქვს) ურტყავს კლაპანს და კამერაში დაგროვებულ ჰაერს უკანა გასასვლელიდან ლულაში უშვებს. ლულაში ჰაერი ტყვიას აწვება და ბოლოს ხდება გასროლა. ასეთი ტიპის იარაღები არის მაღალი კლასის, მაგრამ მხოლოდ სპორტული, უფრო სწორედ ოლიმპიური 10 მეტრიანი დისტანციისთვის, რადგან ერთი დგუშის შეკუმშვა არ იძლევა იმდენ ენერგიას რომ ტყვია ძალიან დიდი სიჩქარით გაისროლოს. პლიუსები ამ იარაღს აქვს შემდეგი: 1) არ აქვს უკუცემა 2) გასროლიდან გასროლამდე კამერაში გროვდება ერთი მოცულობის ჰაერი და ერთი და იგივე წნევით ისვრის ტყვიას. ეს უზრუნველყოფს ითქმის იდეალურად ტყვიების გასროლის ერთგვაროვნებას, ძირითადად თუ იარაღი მაღალი კლასისაა, დანარჩენი გასროლისას მხოლოდ მსროლელზეა დამოკიდებული, დანარჩენი იდეალური პირობები იარაღმა უზრუნველყო. სამწუხაროდ ასეთი იარაღი ცოტაა, და ძალიან ძვირი ღირს. ძირითადად კომპრესიული პნევმატიკა არის მულტიპამპი და იაფ ფასიანი მოდელები, სადას 1 გასროლისთვის სპეციალური რიჩაგი რამდენჯერმე უნდა გადაწიო რომ საკმარისი ჰაერი და წნევა დაგროვდეს კამერაში, მაგრამ ამ სისტემებს ბევრი მინუსი აქვთ, იაფ ფასაინი ავტომატურად გულისხმობს იმას რომ იდეალურად ერთნაირად არ მოძრაობს დგუში, კლაპნები დიდი ვერაფერია... და შედეგად გასროლები იდეალური არაა, ასეთი მულტიპაპმ პნევმატიკა ძირითადად არის პლინკისთვის და გართობისთვის, სანადიროდ და სპორტულ საქმიანობაში მათ არაფერი ესაქმებათ. 4) PCP - მიუხედავად იმისა რომ ჩვენთვის ეს შედარებით ახალი და ზეციური ხილია, უცხოეთში ეს კლასი ლამის მე-19 საუკუნიდან მოდის, იდეაში Co2 პნევმატიკაც შეიძლება ჩავთვალოთ PCP კლასად ჩავთვალოდ. პირველი PCP შაშხანა შექმნილი იყო მე-19 საუკუნეში ვინმე ჟირარდონის მიერ. პრინციპი იგივე იყო ანუ ჰაერის დაჭირხვნა და შემდეგ პორციებად მისი გამოყენება სათითაო გასროლისას. PCP იარაღები შეგვიძლია 2 ქვეკლასად დავყოთ, არის რედუქტორიანი მაღალი კლასის იარაღები და არის ურედუქტორო იარაღები შედარებით იაფიანი მოდელები (ეგრეთქოდებული ”პრიამატოკები”). განსხვავება არის შემდეგში, რეზერვუარში ვთქვათ გროვდება 0.2 ლიტრი ჰაერი 200 ატმოსფეროთს წნევით (ვიცი ზოგიერთისთვის წარმოუდგებელია, ეს რა დაწერა რა 200 ატმოსფერო ეს კაცი საერთოდ მატორზე თუ არისო, ვიცი რა წნევაცაა და ვიცი რომ პრაქტიკულად ბომბია, მაგრამ დამიჯერეთ ასეა). ყოველი გასროლისას პატარა ჩაქუჩი, იდეაში კი პატარა ცილინდრი სადღაც 20-25 გრამის წონის, ეჯახება კლაპანს, კლაპანი იხსნება მილიწამებით და ლულაში უშვებს მიახლოებით 5 კუბური სანტიმეტრიდან 15 კუბუს სანტიმეტრამდე შეკუმშულ ჰაერს (ანუ ერთ გასროლაზე იხარჯება 1 ლიტრიდან 3 ლიტრამდე მოცულობის ნორმალური წნევის მქონე მოცულობის ჰაერი, ასეთი ძალა არცერთ ზ.დ.პ-ს არ ესიზმრება არცერთ ზ.დ.პ-ს არ აქვს იმხელა ცილინდრო რომ დგუშმა ამხელა მოცულობა შეკუმშოს, ესაა PCP-ს ერთერთი უდიდესი პლიუსი). ჰაერი აწვება ტყვიას და ხდება გასროლა. საქმე იმაშია რომ ”პრიამატოკის” შემთხვევაში კლაპანი თავიდან იხსნება ძალიან ძალიან პატარა დროით, იმიტომ რომ კლაპანს უკნიდან ველური წნევა აწვება, მაგრამ ნელნელა რეზერვუარში წნევა ეცემა და კლაპანი უფრო დიდხანს იხსნება (მიკროწამებში,მაგრამ მაინც) რაც უზრუნველყოფს უფრო მეტი ჰაერის მიწოდებას, მაგრამ თან ჰაერის მოცულობა იზრდება, თან ამ ჰაერის წნევა გასროლიდან გასროლამდე ვარდება. მოკლედ ეს იწვევს იმ ეფექტს რომ ტყვიის გასროლის სიჩქარე ჯერ არის დაბალი ვთქვათ 250 მეტრი წამში, ნელნელა როდესაც კლაპანი უფრო დიდხანს იხსნება, ტყვიის სიჩქარე მატულობს, ვთქვათ 280-290 მეტრ წამამდე, მერე რეზერვუარში იწყბა ჰაერის წნევის ვარდნაც, შედეგად იწყება სიჩქარის ვარდნა და შეიძლება ისევ ჩამოვიდეთ 250-240 მეტრ წამამდე. სწორედ ეს სიჩქარეების ცვლილების დიაპაზონი არის მიზანში მსროლელის მტერი, რადგან ყველა სიჩქარეზე ტყვია სხვადასხვა ტრაექტორიით მიფრინავს. საუკეთესო შედეგია როდესაც რამდენიმე ათეული გარანტირებული გასროლა, მიმდინარეობს 10-15 მეტრიან კალიდორში, ანუ ვთქვათ სროლა იწყება 270 მეტრ წამით, ადის სიჩქარე 280-285-მდა, და მერე ისევ ჩამოდის 270 მეტრ წამამდე. ამ დროს გადახრები მინიმალურია, იმისათვის რომ ასეთი შედეგები მიიღო უმეტესობა თოფს ძალიან ბევრი უნდა ეჩალიჩო, იქ კლაპანი დაარეგულირო, დამრტყმელის წონა შეარჩიო და ასე შემდეგ, მაგრამ იდეალურ პირობებს მაინც ვერ მიაღწევ. მაგალითად მე მაქვს ერთერთი საკამოდ ძლიერი თოფი, რომელიც უზრუნველყოფს სადღაც 145 გასროლას, მაგრამ სიჩქარეების კალიდორი თამაშობს 70-80 მეტრ წამის დიაპაზონში იდეალურ 10 მეტრიან კალიდორში მხოლოდ 50-60 გასროლაა დანარჩენი ზემოთ ქვემოთ სირბილია. გასაგებია რომ ეს კაი შედეგი არაა, აი აქ ჩნდება მაღალი კლასის პნევმოები, კერძოდ რედუქტორიანი პნევმოები. რედუქტორი დგება კლაპანსა და რეზერვუარს, შორის და რეგულირდება ერთერთ წნევაზე, მაგალითისთვის განვიხილოთ 120 ატმოსფერო. ახლა ეს რას გვაძლევს. რეზერვუარში ისევ გავქვს 200 ატმოსფერო, მაგრამ რედუქტორი, გარდაქმნის მას და რედუქტორის უკანა მხარეს მხოლოდ 120 ატმოსფეროს წნევის დაგროვება ხდება, თან წინასწარ განსაზღვრულ მოცულობაში ვთქვათ 10 კუბურ სანტიმეტრში. გავისროლეთ პირველი ტყვია, გაიხსნა კლაპანი, გამოვიდა 120 ატმოსფეროზე დაგროვებული 10 კუბური სანტიმეტრი ჰაერი და კლაპანი ჩაიკეტა, ამ დროს მოხდა გასროლა და ტყვია წავიდა 275 მეტრ წამით. რედუქტორს წინა მხრიდან ისევ აწვება 200 ატმოსფერო, რედუქტორს მიღმა 10 კუბურ სანტიმეტრში ისევ დაგროვდა 120 ატმოსფერო წნევა. ანუ იგივე იდეალური პირობები მივიღეთ რაც პირველი გასროლისას. ვისვრით მეორე ტყვიას, და განსხვავებას სიჩქარეში ვიღებთ 276 მეტრ წამს, მესამეზე 275-ს მეოთხეზე 275,5, მეხუთეზე 275,6, 275,4 და ასე შემდეგ, ანუ სანამ რედუქტორის წინ რჩება 120 ატმოსფეროზე მაღალი წნევა, მის უკან ყოველთვის გროვდება ერთნაირი მოცულობისა და წნევის მქონე ჰაერი, შედეგად ხდება პრაქტიკულად ერთი და იგივე გასროლა. ეს არის იდეალური პირობა მსროლელისთვის, თუ თოფი არის გასწორებული და დამუშავებული, დანარჩენი ტყვიის მოხვედრა დამოკიდებულია მხოლოდ მსროლელზე, ტყვიის ხარისხზე და ამინდზე. დანარჩენის მხრივ თოფმა უზრუნველყო იდეალური განმეორადობა. ბევრ ცეცხლსასროლ სუპერ პუპერ იარარს არ აქვს ამ დონის განმეორადობა გასროლიდან გასროლამდე. ერი შეხედვით PCP იარაღი განსაკუთრებით რედუქტორიანი არის პნევმატიკის მოყვარულის იდეალური არჩევანი, მაგრამ ამ ტიპის პნევმატიკას აქვს როგორც პლიუსები ისევე მინუსები. ჯერ მოდი მარილი მოვაყაროთ და პლიუსები მივათვალოთ: 1) გასროლიდან გასროლამდე არ გიწევს ლულის გადატეხვა ან დამატებითი ძალის გამოყენება, ხელი არ იღლება და იდეალურად ისვრი (ერთი შეხედვით დიდი რამე რა, გადატეხე ლულა ჩადე ტყვია, მაგრამ რეალობაში კუნთი იღლება და 10-20 ლულის გადატეხვის მერე ხელი კანკალებს, აი PCP-ში ასეთი უარყოფითი შედეგი არასდროს არ გექნებათ) 2) შეიძლება გქონდეს ერთ ტყვიანი თოფი, რამდენიმე ტყვიანი (ეგრეთწოდებული აბოიმიანი), რომელიც სათითაოდ იტენება ლულაში (ჩახმახის მოძრაობის მეშვეობით), ან შეიძლება ავტომატიკაზე იყოს და ყოველი გასროლის მერე ლულაში ტყვია თვითონ ჩაიტენოს 3) არ არსებობს უკუცემა, ანუ იდეალურად ისვრი ტყვიას, კონცენტრირებული ხარ გასროლაზე და არ გაღელვებს ის პორობა რომ მხარზე მყარად მიბჯენილი არ აგქვს თოფი, ან გასროლისას თოფი ხელში ხტომას დაიწყებს 4) მილიარდი წელი იცოცხლებს ამ თოფზე ოპტიკა, არანაირი დატვირთვა ოპტიკას არ აქვს PCP-ზე. 5) არ არსებობს დიზელის ეფექტი. უმეტესობა და განსაკუთრებით ყველა ზ.დ.პ კლასის იარაღს აქვს დიზელის ეფექტი, ანუ გასროლისას როდესაც დგუში ჰაერს კუმშავს ასევე იკუმშება ტაოტისა და ზეთის აირი, რომელიც მაღალი წნევის შექმნისას აალდება და დამატებით ენერგიას აძლევს ტყვიას, ეს თან კარგია თან ცუდია. ცუდია იმით რომ აფუჭებს თოფს, დგუშს, აჭუჭყიანებს ლულას, პლის ყოველ გასროლაზე სხვადასხვა რაოდენობა ზეთის ორთქლი იწვის და შედეგად სხვადასხვა სიჩქარეებს ვიღებთ 6) იდეალური განმეორადობა გასროლებისას განსაკუთრებით საუბარია რედუქტორიან სისტემებზე 7) გამოყენების სფერო ძირითადად არის ნადირობა და სპორტი, ამ კალსს პრაქტიკულად არავინ იყენებს პლინკაობისთვის, რომც გამოიყენო 2-3 კვირაში ამოგივა ყელში ბოთლების მტვრევა, ესროლე მოხვდა გატყდა, ესროლე მოხვდა- გატყდა... როდემდე გააგრძელებ ამ სისულელეს 8) არ ტყდება ზამბარა ზ.დ.პ-სავით 9) არ არის შესაცვლელი დგუში და მანჟეტები 10) არ ცვდება დგუშისა და სასხლეტის დამჭერი კაკვები 11) სერიოზული შაშხანის ფორმა აქვს, ზოგიერთ კი იმდენად ფუტურისტული რომ... ანუ სათამაშო ტილიან ზ.დ.პ-ში არავინ აურევს, როდესაც ეუბნები პნევმოა ვერავინ იჯერებს 12) სასხლეტი.... უმეტესობა ზ.დ.პ კლასის პნევმატიკას სასხლეტი აქვს საშინელება, 2-3 და 5-10 კილო ძალაა საჭირო რომ გასროლა მოახდინო, ყველაზე ბანძ PCP-ში 1 კილოზეა სასხლეტს ძალა დაყენებული სპორტულებში კი შეიძლება 100 გრამზე ან 50 გრამზე დააყენო, ანუ დაუმიზნე ოდნავ შეეხე სასხლეტს და გასროლა მოხდა, შედეგად თოფზე თითის შეხებას არანაირი ცვლილება დამიზნებაში არ შეუტანია 13) დიდ დისტანციებზე სროლა თან მიზანში, ახლა კი არის ვიდეოები 200 მეტრზე სროლა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ექსტრემია და რეალობაში გამოუყენებელი, რეალობაში მოგიწევთ 10-15 მეტრიდან 100 მეტრამდე დისტანციებზე სროლა 4,5 კალიბრში ეს სავსებით შესაძლებელია, პირადად მომიხსნია 100 მეტრიან დისტანციაზე ზედმიყოლებით პინგ-პონკის 5 ბურთი, ბორჯომის ბოთლის ხუფები და ასე შემდეგ, (მეეჭვება რომელიმე დაჟე სუპერ კლასის ზ.დ.პ-მ შესძლოს მაგ დისტანციაზე თუნდაც ზედმიწევნით ბორჯომის პლასტიკატის ბოთლების მოხსნა, მე პირადად შეუძლებლად მიმაჩნია), თავისუფლად გაჭირვებისას გაისვრით 120 მეტრზე, მაგრამ ამის იქეთ..... იმისათვის რომ ძალიან დიდ დისტანციებზე ისროლოთ ოპტიკას უნდა წინასწარ დარეგულირება, საჭიროა იდეალური ამინდი და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ზღაპრულ პლიუსებს აქვს მინუსებიც: 1) ფასი, ყველა PCP ძვირია, ყველაზე იაფიანი არის კროსმანის მოდელი Benjamin Discovery ამერიკაში ღირს 245$ მაგ დონის ზ.დ.პ-ები სადღაც 70-80$-ში იწყება, მაღალი დონის PCP შეიძლება თავისუფლად იქაჩებოდეს 3-4 ათას ევროზე, და ერთეული ოლიმპიური მოდელები თავისუფლად გადააჭარბებს მთელი ამუნიციით 10 000 ევროს. 2) ავტონომიურობა - არ გააჩნია ეს პუნქტი, ანუ დამოკიდებული ხარ რეზერვუარზე და გასროლების რაოდენობაზე, ანუ ვთქვათ თქვენი თოფი ისვრის ერთი დატენვით 50 ტყვიას. გაისროლეთ? იბედნიერეთ და მიიღეთ ყველა ზემოთ აღწერილი სიამოვნება, ახლა ნება იბოძეთ და დატუმბეთ. ამისათვის გამოიყენებ სპეციალური მაღალი წნევის ნასოსები რომლებიც თავის მხრივ 200$ და მეტი ღირს, მანქანის ნასოსზე არ იფიქროთ ერთი წამითაც, მანქანის ნასოსი 8 ატმოსფეროზე მეტს ვერ დატუმბავს, ჩვენ კი მინიმუმ 140 ატმოსფერო გვჭირდება (ყველაზე იაფიანი PCP ანუ Benjamin discovery სწორედ ამ წნევით მუშოაბს 140-დან 70 ატმოსფერომდე დიაპაზონში და იძლება 10 მეტრიანი კალიდორის სიზუსტით გარანტირებულ 40 გასროლას). ასე რომ ათრიეთ ნასოსი ზურგზე და საჭირო დროს გამოიყენეთ დასატუმბად (თან ერთ დატუმბვას შეიძლება დასჭირდეს 50-100, ან მთელი 200 ბუქნი. გააჩნია რეზერვუარის მოცულობას, ეს კი საკმაოდ დამღლელია). არის მეორე გამოსავალი წინასწარ დატენილი აირის ბალონი უნდა ათრიოთ ზურგზე. მაღალ წნევას კი სქელ კედლიანი მძემე ბალონი სჭირდება (რომელიც თავის მხრივ ძვირი ღის, და ეკონომიას არ გირჩევთ, რომ შემოაგსკდეთ 200 და მეტი ადმოსფერო, მიმიქარავს ბენ-ლადენის ტერორისტულია ქტი, თქვენს ნაწილებს ვერავინ იპოვის).... მოკლედ ამ პუნქტში ზ.დ.პ ბოლომდე ხდის ტრუსიკამდე PCP იარაღს. ეს არის ერთერთი უდიდესი მინუსი PCP იარაღისთვის. 3) საშიაია, რეალურად საშიშია. მაღალი წნევის რეზერვუარი გიჭიტავს ხელში, რის გამოც მისი დაგდება და რაიმე ექსტრემ ტესტირებები მიუღებელია, თავისუფლად გაგისტუმრებთ იმქვეყნად, ასე რომ ზ.დ.პ-სგან განსხვავებით თუ ხლაფორთიანი ხართ .... ამ სამი ძირითადი მინუსის გარდა მე ვერცერთ სხვა მინუსს ვერ ვიხსენებ. იმედია ლექცია დიდი იყო, მაგრამ საინტერესო, ახლა ამ თემის გადაკითხვის შემდეგ რჩება გასარკვევი შემდეგი რამ: 1) რისთვის გჭირდება პნევმატიკა (ანუ გამოყენების სფერო) 2) თანხა - რისი და რამდენის გადამხდელი ხარ შენს გართობაში 3) პნევმატიკის კლასი, იდეაში ეს პუნქტი ზემოთ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ხშირად ფინანსები განსაზღვრავენ გადაწყვეტილებებს და არა სურვილები, ასე რომ ეს პუნქტი ჩემის აზრით მესამე ადგილზე იქნება 4) კონსულტაციები, აურაცხელი კონსულტაციები, არსებულ მფლობელებთან, ფორუმებზე, აურაცხელი მასალის გადაკითხვა და საკუტარი დასკვნების მიღება 5) აუცილებლად შეძენის წინ იგივე ნაირი თოფის მფლობელთან შეხვედრა, თუ იგივენაირთან არა მიახოვებულთან მაინც, პირადად გამოცდა და თუ შესაძებელია სხვა კლასის, ან სხვა პნევმატიკურ თოფთან შედარება მხოლოდ ამის შედმეგ ყიდულობ შენს თოფს და ხარ წყნარად, იცი რომ იყიდე ზუსტად ის რაც გინდოდა, ან ზუსტად ის რასაც გაწვდი. რავი ამ ეტაპზე მოვრჩი თუმცა დარწმუნებული ვარ ამან უფრო მეტი კითხვები გაგიჩინა, თუმცა იმედია უფრო დაკონკრეტებული და საკუთხში გარკვეული კითხვები გაგიჩინა და არა ისეთი კითხვები - ისა და კონსერვის ბანკას 20 მეტრზ ეგავხვრიტავ???? P.S. გაითვალისწინეთ რომ პრეტენზია რაიმე სუოპერ მცოდნეობაზე არ მაქვს, სავსებით შესაძლებელია რომ ბევრი საჭირო პუნქტის ხსენება გამოამრჩა, ასევე სავსებით შესაძლებელია რაღაც შემეშალა, ეს ყველაფერი უკვე კონკრეტული კითხვების განხილვისას გავიაროთ ყველამ ერთად. |
|
|
Mar 8 2010, 00:38
პოსტი
#2
|
|
goga ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,076 რეგისტრ.: 21-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მე არ ვარ პნევმატიკის მოყვარული,მაგრამ გაიხარე,კარგათ გიშრომია.
|
|
|
Mar 8 2010, 01:30
პოსტი
#3
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
საღოლ ჯაჯ, კარგად გიშრომია, ამ თემას მივპინავ ახლავე
ამ საკითხში გათვითცნობიერებულ მესვეურბს ვთხოვ, უბრალოდ საკუთარ არჩევანს ნუ სთავაზობთ ახალბედა მომხამრებელს ძნელია ყველაფრის ერთბაშად ახსნა, ამხელა პოსტის დაწერა მომკალი და ძალიან მეზარება, ამის ნახევარს კიდევ დავწერდი, მაგრამ ამხელა კაცო? კიდევ ერთხელ საღოლ... ნუ კი ვიცი რომ გეხერხება ამხელა პროსტინების გამოცხობა, მაგრამ მაინც გავოცდი... იმედი მაქვს თავიდან ბოლომდე წაიკიტხავს დაინტერესებული, მაგრამ ხომ იცი ქართველების ამბავი, ეზარებათ ყველაფერი |
|
|
Mar 8 2010, 10:00
პოსტი
#4
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ja_ja
მართლა საღოლ სრულიად გასაგებ ენაზეა დაწერილი და ადამიანი დებილი თუ არ არის გაიგებს ყველაფერს. კიდევ ერთხელ მადლობა ესეთი შემეცნებითი სტატიისთვის |
|
|
Mar 8 2010, 10:20
პოსტი
#5
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 176 რეგისტრ.: 27-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
სერიოზული სტატიაა, წაიკითხე და გადაწყვიტე რა გინდა, პსპ ყველა ვარიანტში ჩაგრავს სხვას მარა აი ეს ბომბა რო გიდევს სახლში ცოტა არ იყოს დამაფიქრებელია, ალბათ არის ექსპლუატაციის პირობები რის დროსაც უზრუნველყობ მაღალი ხარისხის უსაფრთხოებას შენთვის და შენს გარშემო მყოფებისათვის, აი ეს არის პირველ რიგში ჩემთვის მთავარი საკითხი და მერე ალბათ პსპ ცალსახად!
|
|
|
Mar 8 2010, 10:56
პოსტი
#6
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 54 რეგისტრ.: 27-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi |
Infrared
პსპ ყველა ვარიანტში ჩაგრავს სხვას მარა აი ეს ბომბა რო გიდევს სახლში ცოტა არ იყოს დამაფიქრებელია, ალბათ არის ექსპლუატაციის პირობები რის დროსაც უზრუნველყობ მაღალი ხარისხის უსაფრთხოებას შენთვის და შენს გარშემო მყოფებისათვის, აი ეს არის პირველ რიგში ჩემთვის მთავარი საკითხი და მერე ალბათ პსპ ცალსახად! ნუ იდეაში კაია თუ გამომივიდა შენში შიშის ჩანერგვა. იდეაში ეს არასწორია, მაგრამ ბევრი საქართველოში ნამეტანი ხელის ჩაქნევით უყურებს პნევმატიკას და ამიტომ მემგონი ჯობია პატარა მორიდება ტავიდანვე ჩაისახოს. რაც შეეხება საშიშროებას. არ არსებობს თუ იცავ რამდენიმე სუპერ ელემენტარულ წესს 1) არ დატუმბო თოფის რეზერვუარზე ნებადართულზე მეტად. მაგალითად აწერია 200 ბარი, მორჩა ესეიგი ეგაა მაგის მაქსიმუმი, ნუ იქ დატენვისას 205-210 გამოგივიდა შემთხვევით ეგ პრობლემა არაა, მაგრამ არიან ენთუზიასტები რომელბიც რეზერვუარებს ტენიან 250-300 ბარზე. სინამდვილეში თოფის რეზერვუარი გატესტილია 50%-ით მეტზე, ანუ თუ სამუშაო არის 200 ბარი, შემოწმება გაიარა 350-400 ბარზე და არაფერი მოსვლია, კონსტრუქციული რღვევა იწყება 600-800 ბარზე. ჩვენს პირობებში ეგ მიუღწევადი წნევებია. მაგრამ ამან არ უნდა შეგიქმნას მცდარი წარმოდგენა იმაზე რომ რადგან შემოწმებულია 350-400-ზე მაშინ დიდი პრობლემა არ იქნება თუ 250-300 დატუმბავ. არ შეიძლება, რა თქმა უნდა ხელში არ შემოგასკდება, მაგრამ რესურსს ხარჯავ, რეზერვუარი გათვლილია 10 წლიან მუშაობაზე, შენ კი ამ რესურსს ამცირებ, პლიუს რეზბამ შეიძლება ვერ გაუძლოს მუდმივად დიდი დიაპაზონით წნევების ცვლას და 2-3 წელიწადში პრობკა გამოვარდება ყუმბარმტყორცნივით. თუ გათვლილი დიაპაზონში ამუშავებ თოფს არაფერი საშიში არ არის. შენც გეყოფა და შენს შვილსაც, 10 წლის მანძილზე კი ან ახალ რეზერვუარს იყიდი, ან მთლიანად ახალ თოფზე გადახვალ 2) არ შეიძლება დატუნბული რეზერვუარის ექსტემ ტესტები, ანუ ცეცხლთან თამაში, ვინტების მოშვება მოჭერა როდესაც რეზერვუარი დატუმბულია, ჩაქუჩის რტყმევა, რკინის ხერხით კონსტრუქციის მოსუსტება და ასე შემდეგ. 3) არავითარ შემთხვევაში ცარიელი ჰაერის გასროლის დროსაც კი ლულას წინ არ დაახვედროთ თვალი, ხელი, ფეხი, მეგობრის ტრაკი და სხვა ადამიანის ნაწილი. გლეწავთ ისე რომ 1 კვირა დასინიაკებული ივლით. 4) არ გამოიყენო დასატუმბათ ისეთი აირები რომელზეც თოფი გათვლილი არაა. მაგალითად ზოგოერთი PCP გათვლილია CO2-ოს გამოყენებაზე, ზოგი კი არა. რომელიც გათვლილი არაა იმაში CO2-ის გამოყენება გამოჭამს ლითონს, დააზიანებს რეზინებს და ბოლოს რაიმე ბათქუნის გარეშე უბრალოდ დაიწყებს გახვრეტილი პაკრიშკასავით ჰაერის გამოშვებას და ცუილს. მაგრამ თუ მიქარე და მაგალითად გამოიყენე ჟანგბადი, იმიტომ რომ იოლად იშოვება შენს გვერდზე არსებულ ცეხში და არ გჭირდება ნასოსით ჩალიჩი... ისეთი დიდი ბათქუნი გაქვს აკიდებული რომ შეიძლება ირგვლივ მყოფებიდან ცოცხალი არავინ დარჩეს... ჟანგბადი 60-70 ატმოსფეროზე მაღლა ზეთთან შედის აგრესიულ რეაქციაში და წვის მაგივლად აფეთქებას იწვევს. როგორც იცი თოფი ზეთის გარეშე არ არსებობს. შედეგად.... ძირითადი ეს წესებია, დანარჩენი პრობლემა არ არსებობს, მემგონი იმდენად ელემენტარული წესია რომ თქვენს ფორუმზე სადაც ცეცხსასროლთან გავთ შეხება, ამ პირობებს არც კი უნდა ვასახელებდე. თუმცა კაია რომ ჩაფიქრდი შეძენის წინ. უსაფრთხოება ყოველთვის საჭიროა. |
|
|
Mar 8 2010, 14:04
პოსტი
#7
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 25 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Apr 14 2010, 19:28
პოსტი
#8
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 933 რეგისტრ.: 30-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ვაირაუხი? ფაინვერკბაუ? ბუშმასტერ და დანარჩენი..
http://weihrauch-sport.de/ http://www.feinwerkbau.de/ceasy/modules/cm...php5?cPageId=11 http://www.bushmaster.com/index.asp http://www.crickett.com/ http://www.henryrepeating.com/ და რავი კიდე... |
|
|
Mar 4 2011, 10:03
პოსტი
#9
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,021 რეგისტრ.: 8-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ortachala |
ძაან მაგარი თემაა საღოლ
|
|
|
Mar 4 2011, 16:25
პოსტი
#10
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 4-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით ყველას, თუ იცით შეიძლება თუ არა .22 კალიბრიანი პნევმატიკის შემოტანა ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე?
მგონი შევიდა ცვლილება კანონში იარაღის შესახებ |
|
|
Mar 4 2011, 17:05
პოსტი
#11
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
kano77
არფერი არ შესულა , და საერთოდ იკრძალება .177-ზე მეტი კალიბრის პნევმატური იარაღის ბრუნვა საქართველოში |
|
|
Mar 4 2011, 18:25
პოსტი
#12
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 4-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
Geoჟორჟიკა
ხომ ვერ მეტყვი რომელი ნორმატიული აქტი არეგულირებს(კრძალავს) მაგას? |
|
|
Mar 9 2011, 14:23
პოსტი
#13
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
kano77
მგონი "კანონი იარაღის შესახებ". ჩვენს ფორუმზე არის და მოიძიე ყველა თემაში რომ არ ვაკოპიროთ.. |
|
|
Apr 16 2011, 20:57
პოსტი
#14
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2 რეგისტრ.: 16-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
აუ ყოჩაღ რაა მე ვნახე ერთ ერთ საიტზე Benjamin Trail NP XL by Benjamin 850 ლარად ყიდის ტიპი,არადა ამაზონზე და სხვა უცხოურ საიტებს 299 ჰა და ჰა გასკდე 300 დოლარამდე ღირს ყველაზე ძვირი.ისე მონაცემები კარგი უწერია და როგორი იარაღია,ღირს ყიდვა? 475 მ/წმ ტყვიის სიჩქარემ მომხიბლა აქ ვნახე კიდე ფორუმზე ერთმა WEIHRAUCH HW 80 უფრო დადებითად დაახასიათა,მონაცემებში 290მ/წმ უწერია და უკეთესი სასხლეტი აქვსო,დანარჩენით ეს ჯობია.მოკლედ მირჩიეთ ღირს ამ მოდელის,ბენჯამინი მაქვს მხედველობაში ყიდვა? თუ მეორე მოდელი ჯობია
|
|
|
Apr 16 2011, 22:29
პოსტი
#15
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 2,176 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
baksona1980
მე ვაირაუხს გირჩევდი . რაც შეეხება 475 მ/წმ არის სისულელე , რა წონის ტყვიებით აქვს ეგ სიჩქარე? რათქმაუნდა არ იცი და არც გეცოდინება იმიტომ რომ მაგ სიჩქარით მაგ ნევმატიკამ რომ ისროლოს უნდა ისო ქაღალდის ტყვია. |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th November 2024 - 08:20 |