პოლონური მდევარი(ოგარი) - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
პოლონური მდევარი(ოგარი), ოგარი
aragveli
პოსტი Sep 23 2010, 11:39
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti





აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (უნგრეთი, პოლონეთში, სლოვაკეთში) გავრცელებული ადგილობრივი ჯიშის მდევრები, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ,ე,წ, გარდამავალ ფორმებს მიეკუთვნებიან, მათში კარგად სჩანს როგორც დასავლური ისე აღმოსავლური ანუ რუსული მდევრების სისხლის გავლენა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის.
ამ ტიპის ძაღლები ჩვენშიც გვხვდებოდა, პირველ რიგში პოლონური მდევრების სახით, რომლებიც ძალიან კარგად ნადირობდნენ კურდღელზე, ჰქონდათ მჭექარე ,სასიამოვნო ტემბრის ხმა და ძველი თაობის მონადირეებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.
მე-19 საუკუნეში 4 ტიპის ადგილობრივ მდევარს გამოჰყოფდნენ: მძიმე ტიპს ,რომელიც გარეგნულად სან-ჰუბერტის ძაღლს ჰგავდა; საკმაოდ დიდი ტანის მდევარს-ოგარს, რომელსაც მაშინ გადაშენება ემუქრებოდა; შედარებით მსუბუქ, ხმელი აღნაგობის სწრაფ პოლონურ მდევარს და პატარა პოლონურ მდევარს. ამათგან პირველი ორი გამოიყენებოდა როგორც კურდღელსა და მელაზე ასევე მგელსა და ტახზე სანადიროდ, ხოლო ორ უკანასკნელს მხოლოდ მელასა და კურდღელზე სანადიროდ იყენებდნენ.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონური მდევრების რიცხოვნობა კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და მხოლოდ რამოდენიმე ენთუზიასტის დიდი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნდა. ერთმანეთში გაითქვიფა განსხვავებული ტიპების სისხლი და ამჟამათ საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში მხოლოდ ერთი ჯიში ოგარია რეგისტრირებული.
ოგარი ნამდვილი მონადირე სპორცმენია , მათ ხროვის სახით არ ანადირებენ, მდევარს მოეთხოვება გაჰყვეს და თავი არ დაანებოს თავიდან ნაპოვნ ნადირს მანამდე სანამ მონადირე არ შეიხვედრებს. მიუხედავად იმისა რომ ოგარი საკმაოდ მსხვილი ძაღლია ,ნადირს სწრაფი ტემპით არ დასდევს, ალბად ამიტომაცაა რომ საიმედოდ მიჰყვება კვალს.
თანამედროვე სტანდარტის ძირითადი შტრიხებია
საერთო შესახედაობა- საშუალო სიმაღლის , მძლავრი აგებულების ძვალმსხვილი ძაღლია.
თავი-მძიმე, მაგრამ კეთილშობილური იერით, წაგრძელებული დრუნჩით. წარბსზედა ორდიკალები,კეფის კეხი და შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრად გამოხატული.
თვალები-დიდი,ოდნავ ოვალური, წყნარი და მშვიდი გამომეტყველებით, მუქი ყავისფერი.
ყურები-საშუალო სიგრძის,ოდნავ დაბლა დაყენებული, თავისუფლად ჩამოკიდებული და ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული.
წინა კიდურები-მძლავრი, მსხვილძლოვანი,დაკუნთული.კარგ
ად შეკრული თათებით, მუქი ფერის ფრჩხილებით(თუ თითები თეთრია, დასაშვებია თეთრი ფერისაც)
მკერდი-ღრმა, ფართო ოვალური ფორმის, მუხლის სახსრამდე დაშვებული.
ზურგი-მძლავრი, სწორი, დაკუნთული.
კუდი-სახტუნაო სახსრამდე სიგრძის, დაშვებული ,ხმლისებურად მოხრილი, ქვედა მხრიდან შედარებით გრძელი ბეწვით.
სიმაღლე-ხვადები 560-650მმ, ძუები 550-600მმ.
და ბოლოს ოგარი ჩემი ოცნების ძაღლია და სიამოვნებით გავზრდიდი მის ლეკვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samo
პოსტი Sep 24 2010, 03:10
პოსტი #2


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 223
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



aragveli
დიდი მადლობა ესეთი ინფორმაციისათვის.. და საქართველოში საერთოდ არის დაფიქსიერბული პოლსკი??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 24 2010, 06:35
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



რამდენადაც მე ვიცი, საქართველოში არ გვყავს სამწუხაროდ ეს ჯიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 24 2010, 08:19
პოსტი #4


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაგარი კაცია ძაან newsmile05.gif ნეტა რატომ არ არის საქართველოში, დავიჯერო არ იმუშავებს აქ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samo
პოსტი Sep 24 2010, 09:36
პოსტი #5


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 223
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Davitus
ტავისი აგებულებით და დევნის მანერით შესანიშნავი იქნება კურდღელზე ნადირობისთვის.. კურდღელზე დინჯი ძაღლი უფრო შედეგიანია ვიდრე ცერცეტა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Sep 24 2010, 09:54
პოსტი #6


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



samo
ციტატა(samo @ 24th September 2010 - 10:36) *
ტავისი აგებულებით და დევნის მანერით შესანიშნავი იქნება კურდღელზე ნადირობისთვის.. კურდღელზე დინჯი ძაღლი უფრო შედეგიანია ვიდრე ცერცეტა

მე რაც წამიკითხავს ამ ძაღლის შესახებ,ეგ უფრო სარეკის ძაღლია,ლიტვური მდევრის ნაირი.
არა მგონია მაგას გასვლა და ძებნა ქონდეს,კურდღელზე სანადიროდ მთლად კარგი ვერ იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 24 2010, 15:13
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ზემოთ ხომ დავწერე და კიდევ დავწერ: ოგარი ნამდვილი მონადირე სპორცმენია , მათ ხროვის სახით არ ანადირებენ, მდევარს მოეთხოვება გაჰყვეს და თავი არ დაანებოს თავიდან ნაპოვნ ნადირს მანამდე სანამ მონადირე არ შეიხვედრებს. ლიტვური და ლატვიური მდევრებისგან ბევრად განსხვავდება ნადირობის სტილით. ვიდეოები მაქვს ნანახი და კურდღელზე მართლა მაგრად მუშაობს. ისე რაც წავიკითხე ადრე ჰყოლიათ საქართველოშიც და საკმაოდ დიდი წარმატებით ნადირობდნენ თურმე, დიდი პოპულარობით სარგებლობდნენო. კურდღელზე ჩემი აზრით რუსულს და რუსულ ჭრელს უნდა აჯობოს.

ციტატა(samo @ Sep 24 2010, 10:36) *
Davitus
ტავისი აგებულებით და დევნის მანერით შესანიშნავი იქნება კურდღელზე ნადირობისთვის.. კურდღელზე დინჯი ძაღლი უფრო შედეგიანია ვიდრე ცერცეტა

სწრაფი მდევარი სჯობს თუ დინჯი, ეს კითხვა უხსოვარი დროიდან დავის საგანია, ისე ჩემი გამოცდილებით დამიჯერეთ სწრაფი მდევრით ნადირობა ბევრად სჯობს, დინჯი მდევრით ნადირობას, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სანადირო ობიექტზე ნადირობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samo
პოსტი Sep 25 2010, 12:41
პოსტი #8


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 223
რეგისტრ.: 23-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ისე დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი ოგარს .... aragveli მეც მაქ ნანახი ვიდეობი ძაან მაგრად ნადირობენ კურდღელზე თან რა მაგარი ხმა ქონდა... ისე კი მეც მაქ გავიგე საქართველოში ყოლიათ კერძოდ წყნეთში მარა რამდენად სუფთა იყო მაგაზე ვერაფერს ვიტყვი რადგანაც ის ძალი და ნეტში ნანახი სურატებზე საკმაო განსხვავებები ვიპოვე თავის მოყვანილობაში
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Apr 17 2011, 19:24
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ოგარს და ესეტ დზაგლებს უნდა გაუციოთ რეკრამირება მეგობრებო მე ტუ მკიტხავთ.

xoshian.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Jul 11 2011, 12:04
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



დიდი სიამოვნებით გავზდიდი ამ ძაღლს,ნეტა რუსეთში არ ყავთ ეს ჯიში ან რატომ არაა პოპულარული?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jul 11 2011, 15:54
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



რუსები ახლა ყველა, თავიაანთი ჯიშების პოპულაციას ეწევიან და ეს არც არის გასაკვირი, ამიტომაც არა მგონია პოლონურმა მდევარმა რუსეთში დიდი პოპულარობა მოიპოვოს, ადრე კი ჰყავდათ საკმაო რაოდენობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოდარიძია
პოსტი Aug 12 2011, 19:44
პოსტი #12


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 97
რეგისტრ.: 23-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ერთ აფხაზს ყავს ბზიფში, ძალიან აქებს! მაგის გარდა 4 ძაღლი ყავს კიდევ : ორი ანგლო ერთი რუსული და ერთიც ნარევი ანგლოსი და რუსულის.
ყველას ეს ჯობნისო ამბობს, ზდევისას კვალს თითქმის არ კარგავსო და გადაკიდება იცის მაგარიო ...
ოღონ ტემპი აქვს ანგლოსთან შედარებით ნელი და ხმაც მაინდამაინც მრავალფეროვნებით არ გამოირჩევაო
საერთო ჯამში ეს მირჩევნიაო თუმცა ჩემთვის ხმაც და ტემპიც მნიშვნელოვანი კომპონენტია საკმაოდ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Aug 12 2011, 20:17
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



კი ეგრეა კურდღელზე ამ ძაღლებს ძალიან სერიოზული გადაკიდება აქვთ, რაც წამიკითხავს და მომისმენია, უბრალოდ ამ ძაღლების უმეტესობას, ტურასა და მგელზე ზლო საერთოდ არ აქვთ, ნოდარ ერთი ჰკითხე იმ კაცს თუ შეგიძლია მუშაობს მისი ძაღლი ტურაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოდარიძია
პოსტი Aug 12 2011, 20:23
პოსტი #14


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 97
რეგისტრ.: 23-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ტურა იქ თითქმის საერთოდ არაა მელაც არაა ბევრი. შველზე ტახზე და კურდღელზე ანადირებს
თუმცა ვკითხავ მაინც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
anglo-rusuli
პოსტი Aug 12 2011, 20:59
პოსტი #15


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 11
რეგისტრ.: 6-August 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



არაგველო, საქართველოში ძალიან გავრცელებულ "იმერულებს" სწორედ მაგის სისხლი ჰქონდათ შერეული

შედეგი კი იცით როგორ ნადირობდნენ კურდღელზე ეს ნაჯვარი ძაღლები

ამ ძაღლმა ტიპი ძალიან შეიცვალა, მერე მოგაწვდით რამოდენიმე ფოტოს და გამოკიდეთ, მე ვერ ვახერხებ
ფოტოები რა თქმა უნდა ახლებია, წრევანდელები და შარშანდელები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th November 2024 - 10:28