"კაჭრეთის ამბასადორი"-ს თასი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
"კაჭრეთის ამბასადორი"-ს თასი |
Dec 18 2018, 16:54
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 13 რეგისტრ.: 18-December 18 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სალამი ძვირფასო ოჩოპინტელებო!
ვიცი, რომ ბევრი თქვენთაგანი კარგი სროლით და ზოგადად სპორტული სროლის სიყვარულით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ოჩოში აღნიშნული თემის გახსნა ვფიქობ მოახლოებული შეჯიბრი არაერთ ფორუმელს დააინტერესებს. საქმე იმაშია, რომ სასტუმრო "კაჭრეთის ამბასადორი" ყოველწლიურად არაერთ საინტერესო ღია შეჯიბრს უწევს ორგანიზებას კომპაკ სპორტინგში. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია და 22 და 23 დეკემბერს საკმაოდ საინტერესო შეჯიბრი გაიმართება. - 2018 წლის 22,23 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო კაჭრეთის "ამბასადორი"-ს სასროლეთზე გაიმართება ღია შეჯიბრი კომპაკ-სპორტინგში სახელდობრ "ამბასადორის თასის ზამთრის ეტაპი". - მონაწილეობის მიღება ყველა სრულწლოვან (18+) მსურველს შეუძლია. (ვინც წინასწარ დარეკავს მითითებულ ნომერზე და ჩაეწერება სიაში) - მონაწილეობის საფასურს შეადგენს 60 ლარი. - მონაწილეები ესვრიან 50 მოძრავ სამიზნეს ანუ "თეფშს" (ერთეულ სამიზნეებზე ორი გასროლის უფლებით). ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე 6 მსროლელი გადაინაცვლებს ფინალში და თითეული მათგანი დამატებით ესვრის 25 მოძრავ სამიზნეს. - გამარჯვებულები და ფინალისტები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი ჯიდლოებით. საპრიზო ფონდი შეადგენს 3000 ლარს. - მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის და დეტალურიინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 599-30-18-82 - დასაწყისი 22 დეკემბერს დილის 9:00 საათზე. "მერე რა რო სეზონია" (იმედია გაჭრის ) პატივისცემით ა.გულუა. |
|
|
Dec 18 2018, 17:36
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 13 რეგისტრ.: 18-December 18 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Dec 19 2018, 08:38
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ძალიან მაგარია. იმედია ბევრი მსროლელი მიიღებს მონაწილეობას და აქაც გაშუქდება ეს ამბავი
|
|
|
Dec 19 2018, 12:55
პოსტი
#4
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
საინტერესოა
|
|
|
Dec 26 2018, 02:46
პოსტი
#5
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 13 რეგისტრ.: 18-December 18 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ჩატარდა "კაჭრეთის ამბასადორი"-ს
მიერ ორგანიზებული ღია შეჯიბრი კომპაკ სპორტინგში. დასრულდა უპრეცედენტო ოთხეტაპიანი მარათონი 2018 წლის საუკეთესო კომპაკ -სპორტინგის მსროლელების გამოსავლენად ! - აღნიშნულმა შეჯიბრმა გამოავლინა, როგორც ზამთრის ეტაპის ფინალისტები და გამარჯვებული, ასევე წლის სუპერფინალის ფინალისტები და გამარჯვებული. ზამთრის ეტაპზე მონაწილეობა სულ 21-მა მსროლელმა მიიღო. - მონაწილეება ესროლეს 50 მოძრავ სამიზნეს. ზამთრის ეტაპის 6-მა ფინალისტმა დამატებიტ ესროლა 25 მოძრავ სამიზნეს, ზემოთაღნიშნული ეტაპის გამარჯვებულის გამოსავლენდ, ასევე დამატებით 25 მოძრავ სამიზნეს ესროლა რეიტინგის მიხედვით წლის ფინალში გასულმა 6-მა მსროლელმა. მაშ ასე, ზამთრის ეტაპის ლიდერთა სამეული გახლავთ: - (1) დ.ჭინჭარაული - (2) ნ.ჩუგუაშვილი - (3) გ.ხოსიაშვილი ფინალში ასევე გავიდნენ: (4) ი.გურეშიძე (გადასროლით) (5) ბ.კაპანაძე (გადასროლით) (6) ლ.ჩუგუაშვილი - ხოლო წლის სუპერფინალის ლიდერთა სამეული გახლავთ: (1) დ.ჭინჭარაული (2) ა.გულუა (გადასროლით) (3) გ.ხოსიაშვილი (გადასროლით) ფინალში ასევე გავიდნენ: (4) ბ.კაპანაძე (5) ი.გურეშიძე (6) ლ.ჩუგუაშვილი - ორივე ფინალის მონაწილეებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები. წლის სუპერფინალის გამარჯვებულ დ.ჭინჭარაულს გადაეცა 1750 ლარი საპრიზო ფონდიდან. პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია ako-gulua: Dec 26 2018, 02:48 |
|
|
Dec 26 2018, 03:00
პოსტი
#6
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 13 რეგისტრ.: 18-December 18 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Dec 26 2018, 11:37
პოსტი
#7
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 3,487 რეგისტრ.: 3-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საინტერესო შეჯიბრი ყოფილა თავის დაძაბულობით ვულოცავ გამარჯვებულს და პრიზიორებს, წარმატებები მინდა გისურვოთ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ .
|
|
|
Dec 27 2018, 09:32
პოსტი
#8
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
ვუერთდები მოლოცვებს.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 17:28 |