სალუკი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
სალუკი, Saluki
Vepkhishvili
პოსტი Sep 30 2014, 13:14
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 29-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi





სალუკი ანუ როგორც ევროპელები მოიხსენიებენ “სპარსული მწევარი” ძაღლის უძველესი ჯიშია.ამ ძაღლის შესახებ ცნობები უძველეს ისტორიულ წყაროებში გვხვდება.
მისი ბინადრობის არეალი ძირითადად გადაჭიმულია კასპიის ზღვიდან საჰარის უდაბნომდე.ამ ჯიშის სახელის წარმოშობაზე ორი ვერსია არსებობს.ერთ-ერთის თანახმად არაბული ქალაქის სალუკის საპატივცემულოდ დაერქვა,ხოლო მეორე ვერსიით კი ეს სახელწოდება წარმოიშვა სიტყვა სალაკა, რაც ტყავის გაცლას ნიშნავს.შუა აზიაში კი “საკის” ტაზისს უწოდებენ რაც სწრაფს,მოხერხებულს ნიშნავს.
როგორც ვთქვი ეს ჯიში უძველესია.არსებობს ცნობები რომლებიც ადასტურებენ რომ ისინი არსებობდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს.საუკუნეების მანძილზე სალუკებს მხოლოდ ერთმანეთზე აჯვარებდნენ და ამიტომაა რომ მას არ დაუკარგავს თავისი პირველადი იერი.რა გასაკვირიც არ უნდა იყოს სალუკებს დიდ პატივს ცემდნენ ეგვიპტეშიც.ზედა ნილოსის სიახლოვეს აღმოჩენილია სამარხები რომლებშიც ამ ძაღლის ძვლებია შემორჩენილი.მათ ძვირფასი ქვებით მოჭედილი საყელურები უკეთიათ.
არაბი ბედუინები სალუკებს ალაჰის საჩუქრად მიიჩნევდნენ და პატივს ისე სცემდნენ როგორც “წმინდა ცხოველს”.ისინი თავიანთი პატრონების გვერდით ცხოვრობდნენ და მათთან ერთად ეძინათ.ნადირობის დროს ისინი სანადირო ადგილამდე აქლემებზე ამხედრებული მიყავდათ.ძირითადად ისინი ანტილოპასა და კურდღლებზე სანადიროდ გამოიყენებოდნენ.დიდი სისწრაფით არ გამოირჩეოდნენ მაგრამ საათში 70_კმ ის განვითარება მაინც შეეძლოთ,ამ ყველაფერთან ერთად კი ისინი მშრომელები და ძალზედ ამტანები არიან.მათი ერთ ერთი ღირსება კარგი მხედველობაა მაგრამ ამასთან ერთად იდეალური ყნოსვაც ხელს უწყობთ.
ისინი მსოფლიოსთვის ჯვაროსნული ომების შემდეგ გახდნენ ცნობილნი თუმცა კი მათ 1922 წლამდე მათ არ აღიარებდნენ როგორც ძაღლებს. 1840 წელს ჰამილტონ სმიტმა სალუკი სპარსეთიდან ჩაიყვანა ლონდონში. 1863 წელს კი პირველად გაიყვანეს გამოფენაზე რომელიც გერმანიაში გაიმართა.ჯერ კიდევ იმ პერიოდისთვის მას ოფიციალური სახელი არ ჰქონდა და დამახინჯებულად “მაკედონიურ მწევრად” მოიხსენიებდნენ.1887 წელს მოსკოვში გამართულ გამოფენაზე სალუკმა სახელად “გრუმისმა” ვერცხლის მედალი მოიპოვა.1922 წელს როგორც იქნა ინგლისის ძაღლების კლუბმა ეს ჯიში ოფიციალურად აღიარა,მომდევნო წელს (1923) კი სალუკების კლუბიც კი შეიქმნა.
1927 წლიდან სალუკები ამერიკაშიც შეიყვანეს და აღიარეს.მათ მოკლე პერიოდშივე მოიპოვეს პოპულარობა და დღემდე ინარჩუნებენ მას.ისინი კარგი მეგობრები არიან,არ გააჩნიათ დამახასიათებელი სუნი,სხვა ძაღლებისგან განსხვავებით აქეთ-იქით არ ყრიან საკვებს.ნადირობასთან ერთად ის კარგი მცველიც გახლავთ.ბოლო პერიოდისთვის კი მისი პოპულარიზაცია და მასზე ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება.



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Vepkhishvili: Sep 30 2014, 13:11
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Sep 30 2014, 17:42
პოსტი #2


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Vepkhishvili
საინტერესო თემაა, რატო მოგივიდა აზრათ ამის დაწერა, ხომ არ გყავს შემთხვევით?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Vepkhishvili
პოსტი Sep 30 2014, 17:58
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 29-September 14
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ნუკრიMax
მდევრებს რო ვათვალიერებდი და ვერ აღმოვაჩინე "სალუკი" ვიფიქრე რომ დამეწერა, არა არ მყავს ნამდვილათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 30 2014, 18:23
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მდევრებში ვერც აღმოაჩენდი, მდევრების განყოფილებაში ნუ გახსნი მწევრის თემას.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნოსო
პოსტი Oct 1 2014, 11:22
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,830
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: poti



ფოთშია მწევარი ,ლევან დობორჯგინიძეს ყავს დედალ მამალი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Oct 1 2014, 17:37
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ის მწევრები ტაზია ნოსო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th November 2024 - 21:51