სოციალური აქცია, ბრაკონიერების წინააღმდეგ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სოციალური აქცია, ბრაკონიერების წინააღმდეგ |
Nov 30 2013, 16:13
პოსტი
#1
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მოგესალმებით მეთევზეებო, მონადირეებო და უბრალოდ ბუნების მოყვარულებო!
როგორც მოგეხსენებათ სავალალო მდომარეობაა ჩვენს მდინარეებში, წყალსატევებში და სანადირო სავარგულებში ამიტომაც გთავაზობთ გადავიდეთ აქტიურ მოქმედებაზე და წამოვიწყოთ სოციალური კამპანია ბრაკონიერობის წინააღმდეგ. პირველი ეტაპისთვის დავბეჭდოთ სტიკერები და გავაკრათ ქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში, ასევე შეგვიძლია ვიქირაოთ რამოდენიმე ბილბორდი სადაც ბრაკონიერობის საწინააღმდეგო მოწოდებები იქნება გამოსახული. ასევე აუცილებელია მომავალ თაობასთან მუშაობა, სასურველი იქნება სტუდენტებთან შეხვედრა, მცირე სემინარის მოწყობა და ჯანსაღი პოლემიკის გამართვა. ასეთი აქტივობით ავამაღლებთ საზოგადოების ჩართულობას ამ საკითხში და შესაბამისად დავაინტერესებთ სახელმწიფო სტრუქტურებს გამოიჩინონ მეტი ყურადღება აღნიშნული თემის მიმართ. თითო მეთევზემ/მონადირემ სიმბოლური თანხაც რომ გაიმეტოს დარწმუნებული ვარ ეს სოციალური კამპანია უკვალოდ არ ჩაივლის. ამ დროისთვის მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს მეთევზეთა კლუბი, საქართველოს ბაზიერთა კლუბი, ასევე აქტიური განხილვა მიდის ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაციაში, ამ დღეებში შევხვდები მათ პრეზიდენტს და პირადად დაველაპარაკები ამ საკითხე. მაშ ასე დროა გადავიდეთ აქრიურ ქმედებებზე და დავიწყოთ საზოგადოების ჩართვა ამ საკითხში, მით უმეტეს, რომ ეხლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია ამისთვის როგორც საზოგადოებაში ისე მთავრობაშიც. დარწმუნებული ვარ ზემოთ ჩამოთვლილი იდეების გარდა კიდევ ბევრი საინტერესო მოსაზრება დაიბადება პირადი შეხვედრისას. წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისთვის სალარო ანგარიში ს.ს "თიბისი ბანკი" საბანკო კოდი TBCBGE22 მიმღების დასახელება-ავთანდილ ხორავა ანგარიშსწორების ანგარიში-GE34 TB70 0208 8365 1000 07 For Gel Transfers JSC "TBC Bank" Bank Code-TBCBGE22 Name OF Beneficiary-Avtandil Khorava Ben's Account-GE34 TB70 0208 8365 1000 07 |
|
|
Nov 30 2013, 16:48
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
თავიდან უბრალო ფლაერებით შეგვიძლია დავიწყოთ, მაღალი პოლიგრაფიული ფლაერის ბევრგან გაკვრა ძვირი დაჯდება რა უჭირს თუნდაც თაბახის ფურცელზე დაბეჟდილ მსგავსი შინაარსის განცხადებას.
"გაუბრთხილდი ბუნებას ნუ იქნები ბრაკონიერი" ან რამე მსგავსი |
|
|
Nov 30 2013, 17:10
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
assassin29
ბიუჯეტი რის საშუალებასაც მოგვცემს შესაბამისად მოვიქცევით. მე პირადად დავიწყებ აქტიურ მუშაობას ორგანიზაციებთან და ბიზნესის წამომადგენლებთან, დარწმუნებული ვარ ბიჭებიც არ დააკლებენ ცდას, ცხადია რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით და ბიუჯეტით გაგვიჭირდება, მაგრამ საკმარისია ეს თემა აქტუალური გავხადოთ, რომ ბევრი ორგანიზაცია მონდომებს თავისი სახელი დაუკავშიროს ასეთ კეთილშობილურ საქმეს. თავიდან ჭირს დაწყება თორე რო აგორდება მერე ყველას მოუნდება დამიჯერე, ამიტომაც კარგი იქნება თუ პიონერები ვიქნებით ამ საკითხში და ერთხელ და სამუდამოდ დავძრავთ ამ თემას გაყინული ადგილიდან. |
|
|
Nov 30 2013, 18:16
პოსტი
#4
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
აუცილებელია სტუდკავშირებთან ურთიერთობა, როგორც ჰანთერ ფრედიმ (ირაკლიმ) აღნიშნა, შეიძლება მათი მინდორში გაყვანა, თუნდაც ლისის ტბაზე, ბაზიერებს ველაპარაკე კარგ შოუს მოუწყობენ ფრინველებით, ასევე შგვიძლია მეთვალყურეობის ქვეშ ერთი ორი თეფშიც გავატეხინოთ და თოფთან ურთიერთობა ვასწავლოთ. იქვე ჩაუტარებთ სემინარს და აუხსნით რას და რატომ ვაკეთებთ.
ასეთი პირადული კონტაქტი აუცილებლად დაგვეხმარება შემდგომში. მოკლედ იდეები არის მთავარია განხორციელება. ისე ვის რა იდეები გაქვთ შეგიძლიათ აქ დაპოსტოთ, ყველაფრისთვის ფული არ არის საჭირო, ნადირობა-თევზაობა იმდენად საინტერესოა, რომ ფულის გარეშეც შეიძლება ამ საქმეში ახალგაზრდობის ჩართვა. |
|
|
Nov 30 2013, 18:32
პოსტი
#5
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
რეკლამა უნდა მაგ ყველაფერ, აი როცა დაიგეგმება ეგ ყველაფერი გავაკრათ უნევერსტეტებში, ერთი ყუთი 8 ნომრებიც მაგ დარჩენილი და გავატეხონოთ თებშები რა პრობლემააა
|
|
|
Nov 30 2013, 19:20
პოსტი
#6
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
feroni
ეს დაწერა თენგომ ფიდერით სპრტული თებზჭერის გვერდზე ეს ამონარიდია ტექსტიდან, ანუ დასკვნა. ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაცია რა თქმა უნდა მიესალმება ყველა პიარ–აქციას, რომელიც ბრაკონიერობასთან ბრძოლას მიეძღვნება, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ფედერაცია ამ ეტაპზე თავს შეიკავებს მასობრივ აქციებში მონაწილეობისგან, მითუმეტეს თუ მათ ქუჩის აქციების სახე ექნება. ჩვენ ვამჯობინებთ კონსრუქციული შეხვედრები გვქონდეს გარემოს დაცვის უფლებამოსილ პირებთან და მათთან ერთად მივაღწიოთ სასურველ შედეგს. მითუმეტეს, რომ მათი მხრიდან ამისათვის სრული მზაობაა გამოთქმული. ორშაბათს ჩვენც გვაქვს შეხვედრა სამინისტროში და ცოტა დაველოდოთ ვფიქრობ. მალე იქნება შედეგი |
|
|
Nov 30 2013, 19:24
პოსტი
#7
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ჭალიმგელა
ვნახე გიო, დაველოდოთ აქ საჩქარო არაფერია, თანაც ეს ყველაფერი, ზუსტად რომ თანხვედრაში მოდის იმასთან რის გაკეთებასაც ვაპირებ, ჩვენ საზოგადოების ინფორმირება გვინდა და არა მიტინგების გამართვა. ამ კამპანიით ზუსტად რომ სახელმწიფოს დავეხმარებით და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ მასთან კონფრონტაციაში შესვლას, უფრო მეტიც, მანდ თენგომ ისიც დაწერა რომ კლიპის გადაღებას აპირებენო. |
|
|
Nov 30 2013, 21:56
პოსტი
#8
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 305 რეგისტრ.: 16-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
სტუდენტებს რაც შეეხება, უნივერსიტეტებში არის უამრავი სპორტული ღონისძიებები, არცთუ მცირე ბიუჯეტიანი, თუ გადავწყვეტთ ამაში სტუდენტთა ჩართვას, შემიძლია თსუ-ს ადმინისტრაციაში გავარკვიო ეს საკითხი.
ეს იქნება შეჯიბრი სასტენდო სროლაში, როგორც ვიცი თეფშების აპარატი გაქვთ თუარა და მოვიძიებთ, თოფები კიდევ ნმადვილად არ გვიჭირს. თეფშებს და ვაზნებს უნივერსიტეტი დააფინანსებს. აპარატზე თუ მიდგა საქმე, ვარკეთილის სტენდის ადმინისტრაციასთანაც შეიძლება საკითხის გარკვევა, პარალელურად სატელევიზიო ტელეარხებიც დაინტერესდებიან. მაგის საშუალებაც არის თუარ ვცდები ამ ფორუმზე. აღნიშნული შესაძლებელია გორის სამხედრო აკადემიაშიც მოვაწყოთ. ჩვენ თუ მასშტაბურობა გვაინტერესებს უნდა ავდგეთ და პროგრამა შევიმუშაოთ, (მაგალითად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის, ან არა ბრაკონიერობას და ა.შ.) რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით უნდა მიმდინარეობდეს. დალშე ამ, პროგრამის ფარგლებში ბევრი ღონისძიების მოწყობა შეიძლება. პ.ს. რაც ზევით დავწერე უბრალოდ ჩემი აზრია და უცბაშად ასე წარმოვიდგინე ყველაფერი |
|
|
Nov 30 2013, 22:08
პოსტი
#9
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ბრაკონიერს რომელიც 800 ლარიან ჯარიმას და იარაღის კონფისკაციას არ ერიდება, ფლაერით და ბანერით როგორ დავუპირისპირდებით არ მესმის.
|
|
|
Nov 30 2013, 22:12
პოსტი
#10
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,486 რეგისტრ.: 12-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
jola
ჯერ ერთი არა მარტო ფლაერით და ბანერით, მერე მეორე ეს ფლაერები და ბანერები საზოგადებრივ აზრს ქმნის და ეს უკანასკნელი უპირისპირდება ბრაკონიერობას. game 91 ამ დღეებში იგეგმება შეხვედრა სამინისტროში და დაველოდოთ მის შედეგებს, იქნებ სახელმწიფომაც გამოგვიცხადოს მხარდაჭერა და ბევრ საკითხში დაგვეხმაროს კიდევაც. |
|
|
Nov 30 2013, 23:02
პოსტი
#11
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
jola ბრაკონიერს რომელიც 800 ლარიან ჯარიმას და იარაღის კონფისკაციას არ ერიდება, ფლაერით და ბანერით როგორ დავუპირისპირდებით არ მესმის. ბრაკონიერს შეიძლება ვერ დაუპირისპირდე,მაგრამ ახალ თაობებში დაინერგება რაღაც კულტურა,რომელიც განვითარდება ყველამ იცის რომ გამოუსწორებელი ბევრია,მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ რაც შეეხება უნივერსიტეტების თემას, როცა კონკრეტული გეგმა იქნება,ილიას უნივერსიტეტამდე მივიტან |
|
|
Nov 30 2013, 23:12
პოსტი
#12
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
megreli
მეც ვეცდები ყველანაირად ადმინისტრაციაში აუდიტორიას გამოგვიყოფენ და ჩავრატაროთ საინფორმაციო გაცნობითი შეხვედრა სტუდენტებთან. megreli ილიაუნელი ხარ? |
|
|
Nov 30 2013, 23:44
პოსტი
#13
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 305 რეგისტრ.: 16-September 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ბრაკონიერს რომელიც 800 ლარიან ჯარიმას და იარაღის კონფისკაციას არ ერიდება, ფლაერით და ბანერით როგორ დავუპირისპირდებით არ მესმის. მეგობარო საქმე ის არის რომ, ბრაკონიერობის პრობლემა, საქართველოში ნადირობის კულტურის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული, ბევრმა არ იცის, რომ თავისი ქმედებით გამოუსწორებელ ზიანს აყეებს ბუნებას, ვერ იაზრებს იმას რომ კონკრეტული წესების დარღვევით ნადირ-ფრინველის თუ თევზის მოპოვება არა ეთიკური და არამონადირულია. ყველაფერში მათ ვერ დავდებთ ბრალს, დრო იყო ისეთი რომ ნადირობა კიარა და სახელმწიფოს სუვერენიტეტიც კი ეჭვქვეშ ეყენა. ეს ადამიანები, უფრო კი მომავალი თაობა რომელიც ზემოთ აღნიშნულ ადამიანთა წრეში აღიზარდა განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას. ჩვენ კი მასობრივი აგიტაციით ხელს შევუწყობთ მათი ცნობიერების შეცვლას. მე მჯერა ამ საქმის და დარწმუნებული ვარ რომ ჯარიმებზე უფრო ეს გაამართლებს. დარწმუნებული იყავით იმაში რომ მარტო ჯარიმის ფაქტორი რომ იყოს გასათვალისწინებელი ჩემზე დიდი ბრაკონიერი არავინ იქნებოდა. |
|
|
Dec 1 2013, 00:26
პოსტი
#14
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,831 რეგისტრ.: 11-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
თემა ისევ ბრაკონიერეBთან ბრძოლას ისახავს მიზნად ხოდა ნუ აოფებთ თემას გადადთ ამ ლინკზე და იქ იმსჯელეთ ბრაკონიერებზე
პოსტეთ თემატურად .... ამ თემაში ჯობია არათუ ბრაკონიერებთან ბრძოლას ამახვილებდეთ ყურადღEბას არამედ უფრო გეგმა შეადგინოთ თუ რა და როგორ უნდა ქნათ ხალხი საიდან მოიზიდოთ და რა უნდა ქნათ იმისთვის რომ ხალხი დაინტერესდეთ თქვენი აქციით .... მეც მივესალმები ასეთ გამოსვლა თუმცა ღა მაინც თავს შევიკავებ მანამ სანამ არის რაღაც შანსები რომელიც სამინისტროსთან ერთად შეიძლება დარეგულირდეს ... აქტიური ფორუმელები დასხედით ერთად სადმე სახინკლეში + ლუდი და შეადგინეთ გეგმა რა არის საჭირო , როგორ უნდა მოხდეს ხალხის დაინტერესება და ასე შემდეგ სწორი მენეჯმენტი და სწორი პროექტის მართვა უპირველეს ყოვლისა თორე აქციებზე უაზროდ სიარული და ყვრილი არა ბრაკონიერობას მეც დროს დამაკარგვინებს თქვენც გზასაც გადავკეტავთ და პაწა ჯარიმას ავირტყავთ და სასარგებლოს მაინც ვერ გავაკეთებთ ამით ........ -------------------- სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
|
|
|
Dec 1 2013, 00:33
პოსტი
#15
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 4,450 რეგისტრ.: 30-January 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მე არ ვამბობ რომ პრობლემა მოუგვარებადია, უბრალოდ მოგვარების ყველაზე რთული გზა მგონია ფლაერები და სტიკერები. უფრო მასშტაბური პროპაგანდა და რადიკალური ნაბიჯებია საჭირო. ტელე და რადიო გადაცემები + ანტიბრაკული პროპაგანდა. გარემოსდამცველთა ეკიპაჟების დამატება და ცხელი ხაზი. კლუბების გაძლიერება და რაიმე სტანდარტების დაწესება, რომ ყველა თოფიანს მონადირე არ ერქვას და ა.შ. ამ ყველაფერს იმდენი ფული ჭირდება , რომ სახელმწიფო თუ არ დაინტერესდა და სწორად არ ჩაერია ფლაერებით გაგვიჭირდება. ეს მინდოდა მეთქვა.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:44 |