თევზაობის გზამკვლევი - წლის ოთხივე სეზონზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თევზაობის გზამკვლევი - წლის ოთხივე სეზონზე |
Apr 24 2010, 13:36
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 24-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოგესალმებით ყველას კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე, ხელცარიელი არ მოვსულვარ პატარა ჩემეული თეორია მოვიყოლე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პრაქტიკის სახით დამიგროვდა, ასევე სხვადასხვა ინგლისური თუ რუსული ლიტერატურიდან.
ეს თემა ბევრს გამოადგება, როგორც ახალ დამწყებს, ასევე უკვე ჩამოყალიბებულ მოთევზავეებსაც. ასევე მაქვს უამრავი ჩანაწერი დღიურების სახით, უახლოეს მომავალში ვაპირებ ერთ წიგნად ავკინძო და გამოვცე. რაც შეეხება თევზაობას, თითქმის ყველა მდინარეზე ვყოფილვარ, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთის მდინარეებზე. თუ რამე კითხვა გაგიჩნდეთ დაპოსტეთ და გავარჩიოთ. |
|
|
May 6 2010, 23:29
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 24-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ხავსით თევზაობა მდინარე მტკვარზე:
ხავსით თევზაობაც მეტად გავრცელებული მეთოდია საქართველოში, კერძოდ კი მდინარე მტკვარზე, რომელსაც უამრავი მიმდევარი ჰყავს ზაფხულობით, გვიან შემოდგომამდე. როგორც ასეთი ხავსზე თევზაობა იწყება ზაფხულის პერიოდში, გრძელდება მთელი შემოდგომა და ძოგჯერ ზამთარშიც კი. ხავსზე მოდის თითქმის ყველა ის სახეობა, რომელიც გავრცელებულია მტკვარზე, პირველ რიგში: კაპუეტი, ცოცხალი, ჭანარი, ხრამული, შამაია, გორნი, მურწა და ლეში. ხავსზე თევზაობას თუ დააპირებთ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ სათევზაო ჯოხის შეძენაზე, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი, ელასტიური, წვრილი და გამძლე. ბარაბანს რაც შეეხება (კომუნისტურზე ვგულისხომბ - ახლებიც გამოდის ზუსტი ასლები), სასურველია ზედმეტი ნაწილი ამოვჭრათ, ანუ ვიღებთ ბარაბანს და ვაცილებთ ტორმუზის ფერდზე ზედმეტ ნაწილებს, რაღათქმაუნდა მეორე ფერდის პროპორციულად. ხავსზე სათევზაოდ გამოიყენება 2.0-3.0 -იანი ლესკა, პავადოკზე 1.5 ან ცოტა უფრო მაღალი რაზმერი, პრაგლატუშკებს ( საყლაპავი ნემსკავი), რაც შეეხება ბევრნაირია, სასურველია ქონდეს განიერი მუცელი. რჩება ხავსის შერჩევის ეტაპი, რომელიც ძალზეც მნიშვნელოვანია, როგორც ასეთი ხავსის აღება ხდება პერეკატიან ადგილზე სადაც დინებას მოაქ ან წარმოქმნის ქვებზე ბალახს, რომელსაც ჩვენ ხავსს ვუწოდებთ. ყველა სახის ხავსი არ გამოდგება სათევზაოთ, მაშ ასე ხავსს რომელზეც ვითევზავებთ უნდა იყოს: ახალი, ფაფუკი, გამძლე, უნდა ქონდეს სპეციფიკური ქორფა ბალახის სუნი, რომელიც მოხარშული სიმინდის სუნს გავს. ჯოხის აწყობას აღარ ჩამოვწერ იმედია თავს მოაბამთ, პრაგლატუშკებზე ხავსის ჩამოკიდებას რაც შეეხება მარტივია, მარყუჟს ვუტოვებთ ნემსკავზე ძუის მობმისას, შემდეგ ამ მარყუჟს ვანთავისუფლებთ, ვათავსებთ ხავსს, გავწევთ ბოლომდე მარყუჟს და ხავსის ორ ბოლოს ჩავახვევთ ნემსკავის წვეროსკენ და დავმალავთ მას. ხავსზე თევზაობისას გაითვალისწინეთ საჩოკი... ეხლა ისე ვარ ეს რომ დავწერე გასაკვირია... |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2024 - 21:59 |