ახალი მემორანდუმი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ახალი მემორანდუმი, და მონადირეთა და მეთევზეტა როლი ბრაკონიერების წინააღმდეგ
ჭალიმგელა
პოსტი Jul 2 2015, 13:32
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



როგორც იცით და ზოგმა შეიძლება არ ციცით გაფორმდა მემორანდუმი გარემოს დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის

არსი მდებარეობს იმაში რომ ყველა მხრიდან დავარტყათ ბრაკონიერებს

თევზის კონტროლი დაიწყება ბაზრებში, საბითუმო წერტილებში, სადაც თეორიულად შესაძლებელია დენით დაჭერილი თევზის რეალიზაცია

შეგვიძლია ბრაკონიერების ფაქტებზე დავრეკოთ 112 და სამივე სამინისტროს თანამშრომლები ერთდროულ რეაგირებას გააკეთებენ ფაქტზე. ეს გააიოლებს ბრაკონიერებთან ბრძოლას

გუშინ შსს ში გაიმართა სხდომა, სადაც მოვიწვიეთ ყველა არსებული კლუბის წარმომადგენელი. მაპატიოს თუ ვინმე უნებლიედ გამომრჩა.

განვიხილეთ საკითხები და მოგვეცა დავალება წარვადგინოთ პროექტები როგორ ვევრძოლოთ ბრაკონიერებს უფრო ეფექტურად

ყველა კლუბს ეთხოვა მოამზადოს თავისი მოსაზრება და მიდგომა ამ საკითხის მიმართ. მთავრობიდან მხარდაჭერა გვაქვს რომ იმოქმედებენ ისე როგორც ჩვენ ვურჩევთ

ეს ფაქტიურად გამოწვევაა და თუ რამის მოფიქრება შეგვიძლია ეხლა მაგის დროა ზუსტად. (მერე სხვას რომ არარაფერი გადავაბრალოთ)

გთხოვთ განვიხილოთ თქვენი მოსაზრებები და თუ რამე კონკრეტული ფაქტი იცით ერთობლივად სამივე სამინისტროსთან შეგვიძლია დავეცეთ

ველი გამოხმაურებებს


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
უიარაღო
პოსტი Jul 11 2015, 13:52
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ჯერ პირველ რიგში მიდა ჩემი პატივისცემა და კეთილგანწყობა გამოვხატო კლუბ ოჩოპინტრეს და ამ ფორუმის მიმართ. ასევე პატივს სვცემ ყველას აზრს და თავისუფლებას იქამდე სანამ მათი სურვილები და მოქმედებები არ დაარღვევს ჩემს უფლებებს და ინტერესებს. არანაირი წიანააღმდეგი არ ვარ კლუბების (ამ ოციოდე წლის წინ მეც მქონდა ჩემი კლუბი და წევრებიც ნებაყოფილობით იყვნენ იქ გაერთიანებული) მაგრამ სხვას თავს მოახვიო შენი აზრი , იდეა და მისწრაფებები არა მგონია სწორედ, მით უმეტეს ჯერ არ ვიცით უმეტესობა ემხრობა ამ აზრს თუ არა, და თუნდაც უმეტესობა ემხრობოდეს იმ დარჩენილი უმცირესობის უფლელები მაინც არ უნდა უგულვებელყოთ.
ვერ დავინახე რა განსხავებაა კლუბი სავალდებულო იქნება თუ არასავალდებულო. ხომ არის და კიდევაც შექმენით კლუბები და ებძოლეთ ბრაკონიერობას , ვინმე უშლის კლუბებს ამას? პირიქით მივესალმებით. მაინც და მაინც კოლექტივივით ძალით რატომ უნდა შეგვყაროთ ამ კლუბებში. და თუ კლუბის მოწმობა ექნებათ სინდისი გაუსპეტაკდებათ ბრაკონიერებს ან თუ კლუბიდან გარიცხავენ სხვა კლუბში ვეღარ შევლენ, თუ სტალინური კანონები უნდა დამყარდეს და დახ**ეტა შემოვიღოთ ბრაკონიერებისათვის? სახელმწიფომ დაადგინა სასჯელის ფორმა და ოდენობა მათთვის და არანაირ კლუბს არ შეუძლია შეცვალოს კანონი ისე რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს.
და საერთოდ საქმის გართულება არც ერთ საქმეში არ ვარგა და არც აქ ივარგებს. ადამიანი არის თავისუფალი ინდივიდი და ისე უნდა იცხოვროს, კანონის ფარგლებში, როგორც მას სურს.
სანადირო ადგილები ზოგი ეკუთვნით კერძო პირებს, რომელიც უნდა შეგიშვებს თავის ტერიტორიაზე უნდა არა (შარშან მწყერზე ვნადირობდით და გამოგვიშვეს, ეს ჩემი მიწაა და მე უნდა ვინადიროო, ეტყვი რამეს თუ რა, კანონით მართალია), ზოგიც სახელმწიფოს. ადექი და ინადირე იქ სადაც გენადირება და განადირებენ. ძნელია? ნუ დაარღვევ კანონს სასჯელი განსაზღვრულია რად უნდა ამას კლუბი.
რას მოგვცემს კლუბი: უნდა ვიხადო საწევრო , რომელიც რა მიზნით დაიხარჯება ადმინისტრაციაში მყოფი ადამიანების სინდისით განისაზღვრება. ახლა ვიცი რომ აქ ყველა პატიოსანი ადამიანია მაგრამ ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას საქართველოს მაშტაბით, მით უმეტეს რომ (ღმერთმა დაგვიფაროს) თუ კლუბური მოწყობა სავალდებულო გახდა სადღაც 10 000 კლუბამდე (ჩემი გათვლით)დარეგისტრირდება ქვეყანაში.
მეორე მომენტია კლუბის ადმინისტრაცია როგორ გარიცხავს რომელიმე წევრს როცა საქართველოში თითქმის (თითქმის) ყველა მონადირე ბრაკონიერია. რა ეტყვის შენი ბრაკონიერობა უფრო მეტად ბრაკონიერობაა ვიდრე ჩემი ან ჩემი ძმაკაცისო?
არანაირო გართულება და ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. ქვეყანაში არის კლუბებიც და ისეთი მონადირეებიც რომლებიც კლუბებში არ გაწევრიანდებიან. კანონი ყველასთვის ერთია. ეს არანაირი არც ხელის შემშლელი და არც ხელის შემწყობი ფარქტორი არ არის ბრაკონიერების წინააღმდეგ საბრძოლველად. ყველამ თავის საქმეს მიხედოს კეთილსინდისიერად და ქვეყანას ეშველება. კლუბიდან გარიცხული ბრაკონიერი ისევ რომ გააგრძელებს ბრაკონიერობას მერე რაღა უნდა ქნათ. მაინც და მაინც ჯერ კლუბში უნდა შეიყვანო, შემდეგ გამოაგდო და ისე დასაჯო ბრაკონიერი. პირდაპირ ვერვ სჯით იმიტომ რომ ჯერ კლუბიდან გამოგდებული არ არის?
კლუბები უნდა იყოს ქვეყანაში. და მათი წევრობა უნდა იყოს ნებაყოფილებითი. ასეთია ჩემი აზრი. ხალხი რომ დაინახავს რომ კლუბში გაწევრიანება უფრო ხელსაყრელია თავისი ნებით შემოვლენ მანდ. ვისაც უნდა რა თქმა უნდა.
დრო არ მაქვს მაგდენი თორემ მეც გავხდებოდი რომელიმე კლუბის წევრი.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Jul 11 2015, 13:55
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჭალიმგელა   ახალი მემორანდუმი   Jul 2 2015, 13:32
- - giohunt-1982   ციტატა(levani mgebrishvili @ 10th...   Jul 10 2015, 21:04
|- - საჩხერე   ციტატა(giohunt-1982 @ Jul 10...   Jul 15 2015, 11:54
- - assassin29   giohunt-1982 როცა მაღლიდა...   Jul 10 2015, 21:15
- - giohunt-1982   უიარაღო ისე, ერთი რ...   Jul 10 2015, 22:28
- - უიარაღო   xval davtser ratom.   Jul 10 2015, 22:35
- - assassin29   giohunt-1982 და მომხრის კლ...   Jul 10 2015, 22:47
- - giohunt-1982   assassin29 ციტატა(levani mgebrishvili...   Jul 10 2015, 23:14
- - assassin29   giohunt-1982 მე არ მომწონს ...   Jul 11 2015, 00:04
- - assassin29   მე ძალიან მიყვარს ...   Jul 11 2015, 00:08
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(levani mgebrishvili @ 11th...   Jul 11 2015, 00:46
- - giohunt-1982   assassin29 ლევან, სამწუხა...   Jul 11 2015, 06:28
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(giohunt-1982 @ 11th J...   Jul 11 2015, 10:36
- - assassin29   ციტატა(levani @ 11th July 2015 ...   Jul 11 2015, 12:23
- - უიარაღო   ჯერ პირველ რიგში მ...   Jul 11 2015, 13:52
- - ლეონ-ბლექი   ხო..რავიცი რა. მე სუ...   Jul 11 2015, 17:42
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(Nick Zurabishvili @ 11th J...   Jul 11 2015, 21:19
- - assassin29   ციტატა(levani @ 11th July 2015 ...   Jul 12 2015, 12:19
- - ლეონ-ბლექი   assassin29 საქმე იცი რაში...   Jul 12 2015, 13:18
- - assassin29   ლეონ-ბლექი ძველ ტე...   Jul 12 2015, 16:07
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(levani mgebrishvili @ 12th...   Jul 12 2015, 16:20
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(levani mgebrishvili @ 12th...   Jul 12 2015, 16:26
- - assassin29   ციტატა(levani @ 12th July 2015 ...   Jul 12 2015, 17:05
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(levani mgebrishvili @ 12th...   Jul 13 2015, 00:09
- - Ellimyst   giohunt-1982 ციტატა(giohunt-1982...   Jul 13 2015, 08:55
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(Ellimyst @ 13th July 2015 ...   Jul 13 2015, 10:14
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(Ellimyst @ 13th July 2015 ...   Jul 13 2015, 10:38
- - Ellimyst   ლეონ-ბლექი ციტატა(l...   Jul 13 2015, 11:02
- - უიარაღო   გარემოს დაცვის სამ...   Jul 13 2015, 11:21
- - Ellimyst   უიარაღო ციტატა(uiaragho...   Jul 13 2015, 11:27
- - უიარაღო   მთავარი პრობლემა კ...   Jul 13 2015, 11:37
- - Ellimyst   აი ასე მივდივართ დ...   Jul 13 2015, 11:41
- - უიარაღო   კრიმინალზეც ასე არ...   Jul 13 2015, 11:50
- - Ellimyst   ბერი მაგალითი გვაქ...   Jul 13 2015, 12:22
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(Ellimyst @ 13th July 2015 ...   Jul 13 2015, 12:58
- - Ellimyst   ციტატა(levani @ 13th July 2015 ...   Jul 13 2015, 13:38
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(Ellimyst @ 13th July 2015 ...   Jul 13 2015, 17:13
- - assassin29   ლეონ-ბლექი მეც ვეთ...   Jul 13 2015, 17:24
- - giohunt-1982   ციტატა(Ellimyst @ 13th July 2015 ...   Jul 13 2015, 20:06
- - giohunt-1982   ციტატა(Ellimyst @ 13th July 2015 ...   Jul 13 2015, 20:12
- - assassin29   giohunt-1982 ციტატა(giohunt-1982...   Jul 13 2015, 20:16
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(levani mgebrishvili @ 13th...   Jul 13 2015, 20:57
- - giohunt-1982   ციტატა(levani @ 13th July 2015 ...   Jul 13 2015, 21:56
- - kajuberi   ივლისში ნადირობ კა...   Jul 14 2015, 08:54
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(kajuberi @ 14th July 2015 ...   Jul 14 2015, 10:33
- - kajuberi   ციტატა(levani @ 14th July 2015 ...   Jul 14 2015, 10:38
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(kajuberi @ 14th July 2015 ...   Jul 14 2015, 11:08
- - Ellimyst   ძალიან ბევრ ვითომ ...   Jul 14 2015, 16:40
|- - უიარაღო   ციტატა(Ellimyst @ Jul 14 2015, 17...   Jul 14 2015, 19:23
- - assassin29   ლეონ-ბლექი ციტატა(l...   Jul 14 2015, 18:54
- - ლეონ-ბლექი   ციტატა(uiaragho @ 14th July 2015 ...   Jul 15 2015, 11:48
- - giohunt-1982   საჩხერე აღარ არის ...   Jul 16 2015, 07:12
- - საჩხერე   პირიქით მგონია   Jul 16 2015, 19:07
- - kardinal84   მე დავრეკე ერთი კვ...   Jul 16 2015, 20:44
- - giohunt-1982   საჩხერე პირიქით რ...   Jul 17 2015, 06:27
3 გვერდი V  < 1 2 3


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th June 2024 - 05:03