ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი", პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი", პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 156 რეგისტრ.: 9-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() 26 მაისს აღლუმზე გამოვა პირველი ქართული ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორი" ეს მანქანა დააპროექტეს და ააწყვეს თბილისის სატანკო ქარხანაში. გამოდის ორი მოდიფიკაციით სადაზვერვო და საბრძოლო, რომლებსაც შესაბამისად 7 და 9 მებრძოლი გადაქავთ. მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ. საბრძოლო მოდელზე დაყენებულია ნსვ 12,7 მმ ტყვიამფრქვევი ხოლო სადაზვერვოზე 7,62 მმ ტყვიამფრქვევი (მინიგანი) სხვა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. ძალიან კარგი სიახლეა და იმედია კიდევ ბევრი ახალი იარაღი შეიქმნება საქართველოში |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 138 რეგისტრ.: 7-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კი ბატონო, ცოტა უცნაური ფორმისაა, ცოტათი მაღალი, "ტიაგებიც" დაუცველადა აქვს, შეიძლება ვერც ერგონომიკით დაიკვეხნიდეს - მაინც მიხარია და მეამაყება - ჩვენია, ქართულია!
რაც მთავარია - დაწყებულია სამთო ტრანსპორტიორის შექმნა, რაც ასე საჭიროა ჩვენი ქვეყნის მთაგორიანი რელიეფისთვის. რუსული ტექნიკა ავღანეთსა და ჩეჩნეთში თავისი გაბარიტების გამო "მოძრავ კუბოდ" ითვლებოდა, იმიტომ იყო რომ ჯარისკაცები ამ ტექნიკაში შიგ ჯდომას ჯავშანზე აფოფხებას ამჯობინებენ დღესაც კი! ისიც გავიხსენოთ, რომ ვისაც საკუთარი არმიისთვის შრომა არ უნდა, ის სხვის არმიისთვის იშრომებს. მერე რა, რომ "ფორდის" თუ ჩინური სატვირთოს ბაზაზეა აწყობილი?! - არც "ხირიმი" იყო ქართული თოფი, არც "ფრანგული" და "დავითფერული" ქართული ხმლები, მაგრამ ქართულ ისტორიაში ლეგენდებად შევიდნენ! მარტო იმითი, რომ "დიდგორი' პირველი ქართული ტრანსპორტიორია, ისიც უკვე ისტორიაშია შესული. მაცივრებსაც ავაწყობთ, ტრაქტორებსაც, ტელევიზორებსაც და სხვა საოჯახო და არასაოჯახო ტექნიკასაც, მაგრამ "დიდგორს" სხვა, ყველასგან განსხვავებული დატვირთვაცა აქვს - მან ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლე უნდა დაიცვას! ნუ დავცინებთ ერთმანეთს და ნუ გავუბიაბრუვებთ ნამოქმედარს, ამით მტერსაც გავაცინებთ და თავსაც შევირცხვენთ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th June 2024 - 17:32 |