9X18 Mak. (ПМ), ვაზნები მაკაროვისთვის |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
9X18 Mak. (ПМ), ვაზნები მაკაროვისთვის |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 295 რეგისტრ.: 15-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგესალმებით ყველას.. კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა თქვენს ფორუმზე..
საქართველოში გავრცელებული მაკაროვის ვაზნებზე ცოტას დავწერ : ![]() ![]() მარცხნიდან მარჯვნივ : 1. ბულგარული. მარკირება : 10, 2002 წლის განმასხვავებელი ნიშანია მწვანე ლაკჰერმეტიზატორი ( კაფსულზეც) , აქვს ტყვიის გულარი და ბიმეტალის გარსი. ტყვიას უკანა მხარეზე აქვს ცილინდრული შეღრმავება. (თბილისში შემხვედრია მხოლოდ 2 ლარად) ვაზნის წონა : 9.7 გრ დენთის : 0.2გრ ტყვიის : 6.1გრ 2. ჩეხური S & B ს შედარებით ძველი ვაზნა. წელი ჰილზაზე არაა მითითებული, აქვს სელიერ ბელოს მარკირება დატანილი ნაწიბურზე. ეს ვაზნა არ დამიშლია მხოლოდ იმ მიზეზის გამო რომ მაქვს 1 ცალი. (იყიდებოდა ადრე ეხლა არ შემხვედრია) 3. ჩეხური S & B ახალი ვაზნა, წითელი ლაკჰერმეტიზატორი კაფსულზე, ტყვიისგულარიანი, გარსი, როგორც წერია მწარმოებლის საიტზე ტომპაკია, მაგნიტით შევამოწმე არ იზიდება. ვაზნის წონა: 10გრ დენთის : 0.3გრ ტყვიის 6.1 გრ ტყვიას ჰილზასთან შეერთების ადგილზე გააჩნია ჰერმეტიკი.. (ამას სხვა ზემოთ ნაჩვენებ ვაზნებზე ვერ შეხვდებით ) ![]() ჩეხურ ტყვიის უკანა მხარეც შეღრმავებულია, მაგრამ არა იმდენად რამდენადაც ბულგარული ![]() მაღაზიებში ღირს 1,5-1,8-2 ლარი. 4.ფოლადისგულარიანი , გარსი ბიმეტალი, რუსული , იურიუზანის გამოშვება(38). 61 წლის.. (ცნობისთვის 64წლამდე ასეთი ვაზნები გამოდიოდა იასამნისფერი ლაკჰერმეტიზატორით (კაფსულზეც აქვს) ხოლო 65 წლიდან უკვე წითელი ფერის ლაკჰერმეტიზატორით). წონითი მონაცემები უცნობია, იმიტომ რომ ეს ვაზნაც 1 ცალია მაქვს და არ დავშალე.(გაყიდვაში ჩვენთან არ შემხვედრია) 5. ფოლადისგულარიანი, ბიმეტალის გარსი , ტულას გამოშვება 91 წლის (539) (ასევე შევხვდებით იურიუზანისსას 38 ს.) ვაზნის მასა : 9,7 გრ დენთის: 0.2გრ ტყვიის : 5.9გრ ფოლადის გულარის მასა : 2.1 გრ ![]() ![]() ეს ვაზნების ძირითადად ქონდათ სამხედროებს და პოლიციას (ერთი პერიოდი იყო მაღაზიებშიც) ეხლა მაღაზიებში არ გვხვდება. 6. ტყვიისგულარიანი, გარსი ბიმეტალი , მწარმოებელი უკრაინა ლუგანსკი (270 ან ЛПЗ). 2007 წლის. ვაზნის მასა : 10,6 გრ დენთის 0.2 გრ ტყვიის : 6,9 გრ- გაითვალისწინეთ იგივე მარკირების მაგრამ 5-6 გრამით ნაკლები წონის ვაზნა ფოლადისგულარიანი იქნება (შემხვედრია). ჩეხურ ვაზნასთან ერთად ჩვენს დროში ყველაზე გავრცელებული ვაზნაა მაკაროვისთვის ფასი 1,5-1,8-2 ლარი მაღაზიის მიხედვით. 7. ჩემი საყვარელი - ექსპანსიური , ბიმეტალისგარსიანი, 2002 წლის ნოვოსიბირსკის (LVE). ვაზნის მასა : 11.4გრ დენთის: 0.4გრ ტყვიის : 7,6გრ იყიდება თბილისში 2 ლარზე ნაკლებად არსად. და ბოლო, რომელიც ზემოთ ფოტოში ვერ მოხვდა ესაა WOLF ის ტყვიისგულარიანი (როგორც მომცემმა მითხრა (სამწუხაროდ ეს ვაზნაც 1 ცალი მქონდა და დავშალე ) სპეცრაზმელმა მომცა ჯავშანგამტარიაო ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასევე სურათები : ![]() ![]() ![]() ![]() ![]() პ.ს სამწუხაროდ ეს სიაა არაა სრული.. გვხვდება სხვა სახეობის 9X18 ვაზნებიც ჩვენთან. როგორც ხელში ჩამივარდება მათზეც დავწერ.. : ) |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 295 რეგისტრ.: 15-October 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ციტატა არ დავინტერესებულვარ მაგრამ ის მინახია კაცმა რომ გადაუფხიკა თავი და თითები რომ გააწყვიტა... კი ცეცხლგამჩენი იქნებოდა.. (მისასროლ-ცეცხლგამჩენი) ციტატა კი დარწმუნებული ვარ.. ეს ვაზნა 50 მერტიდან ხვერტს ორივე მხრიდან ბეტეერს...რაც მინახია იმას ვწერ და არა გაგონილს.. 50 მ დან შესაძლებელია .. თუმცა რაც გინახავს ფაქტია.ციტატა ჯავშნ -ცეცხლგამჩენი ტტს-თუ პპშ-ას?(შპაგინის პისტოლეტ ავტომატი) კალიბრი ხო იგივეა.. ნუ რა თქმა უნდა უფრო ძირითადდ პპდ, პპშ და პპს იყენებდა. მაგრამ ტტ ც ისვრის მაგ ვაზნას.ციტატა ერცხლისფერთავიან პპშ-ას რომ აქვს მაგას აქვს რკინის სერდეჩნიკი უვერცხლისფეროებსაც აქვს, დაშლილი მაქსვ სხავდასხვა მაგაზეც დავდებ ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 14:33 |