Trachurus mediterraneus-ставрида
http://www.radikal.ru
Trachurus Trachurus-ჩვეულებრივი სტავრიდა
http://www.radikal.ru
ხო ეს თევზი ძალიან გემრიელია,არის აზარტული საჭერი,იჭირება მაისის თვეში,ასევე სექტემბერში,ქარავნული თევზია,იჭირება სამადურზე.
ხო მართლა მაგარი საჭერია... თან იმენა გაკაიფებს თევზაობით ძალიან მაგარია
დღეს მივდივარ სტავრიდაზე სათევზაოდ, თუ ვერ დავიჭირე თევზის ბაზარიც იქვეა :-)
აი ეს დავიჭირე იმ დღეს, უხაში წავიდა
სტავრიდა მიჭერია როგორც ცარიელ ანკსების პავადოკზე ისე სხვადასხვა კაკილაკებითა და ბუმბულით მორთულ სამადურებზე.
როგორც წესი ის მარტო არასდროს დაცურავს.
ქობულეთის პრიჩალზე დამიჭერია კილოგრამიანი სტავრიდა ცოცხალ ლიფსიტაზე, მაგრამ იმდენად გადაბერებული იყო რო უკვე კანზე ქერცლი ასდიოდა.
დიდ სტავრიდებს ვიჭერ ხოლმე ქობულეთის პრიჩალზე ივლის, აგვისტოსა და სექტემბერში ცოცხალ პატარა ხამსაზე ან მის მაგვარ წვრილი ჯიშის თევზზე, როგორიცაა მაგალითად მოივა ან კირინკა (ზუსტად რა ქვია არ ვიცი, უბრალოდ პრიჩალზე მასე ვეძახით). ამ პატარა ცოცხალ ლიფსიტებზე ჭერა მართლა სასიამოვნო და სინტერესოა. დავიჭერ ხოლმე ამ პატარა ლიფსიტებს ჩვეულებრივ სტავრიტკის წვრილ ძუიან პავადოკზე და ხელათვე ჩაუშვებ ფსკერამდე. თანაც ზემოდან არიან ეს ლიფსიტები და საკუთარი თვალით ხედავ როგორ აეცმება ხოლმედ 5-6 ცალი ხელათვე. როგორც კი დარწმუნდები საკუთარი თვალით, რო ლიფსიტები საკმარისად აეცვა პავადოკს, წყლიდან ამოუღებლად გაუშვებ ფსკერისკენ და დადებ ჯოხს ოდნავ მოჭიმულად, დაუცდი სანამ ანკესი კარგა გვარიანად არ გადაიზნიქება. მა დროს სტავრიტკა კი არ ჩაკრავს ანკესს, როგორც სხვა თევზმა იცის, არამედ ერთ მოქმედებაში ერთიანდება ლიფსიტის ჩაყლაპვაც და თან წაღებაც. ანკეს ისეთი შეგრძნებაა თითქოს რაღაც ტრანსპორტს გამოედო ანკესიო და იმიტომ მიათრევსო, რადგან ანკესის თავი სულ არ ქანქარებ. ამ დროს მთავარია უეცრად არ დაქაჩო (არ დააპატსეჩკო), რადგან სტავრიდას კბილები არ ქვს ლიფსიტას ისე გადმოაგდებს უკან როგრც ჩაყლაპა, ან უბრალოდ გაგიწყვიტავს წმინდა ძუას. აუცილებლად ნელი მიყოლებული მოძრაობით უნდა წამოიღო შენკენ და ზუსტად ამ დროს გაიგებ რო ეს ნამდვილად თევზია და არ არა რაღაც უსულო საგანი. ამის მერე უნდა ივაჟკაცო რო 0.14 მმ. დიამეტრის ძუით 200 გრამიანი გადარეული სტავრიკა 9 მეტრი სიღრმიდან ისე ამოიყვანო რო, არც ძუა გაგიწყდეს და არც ბოძებში შეგასწროს პრიჩალის ქვეშ.
----
სტავრიტკას ღამითაც ვიჭერ ქობულეთში ნაპირიდან რეზინის სამადურით, რომელზეც ბატის ან თოლიის ბუმბულიანი 20-25 ცალი კავით აცმული 10-15 მეტრიანი პავადოკია. ერთხელ გადააგდებ ასეთ სამადურს 70-80 მეტრზე და მთელი ღამე მარტო ძუა ამოქაჩე მოაძვრე დაჭერილი თევზი და გაუშვი უკან, რეზინი თავისით წაიღებს მის ადგილზე. ძაან მაგარია როცა შუა ღამეს ხელში ძუა გიჟივით აგიძაგძაგდება 100-150 გრამიანი სტავრიტკებით.
ისე ყველაზე გავრცელებული მაინც ჩვეულებრივი სპინინგით 10-14 ცალი კავით აცმული პავადოკით თევზაობაა. ასეთ დროს თუ შეგხვდა თევზი, თევზაობა ყანაში მუშაობას დაემსგავსება. ვერ აუთავდები ამდენი თევზის მოხსნას და ჩაწყობას
http://www.radikal.ru
სალამი ყველას,, რომელ თვეებში შეიძლება სტავრიდაზე თევზაობა??? და ეგ ჩვეულებრივ ზგვის ნებისმიერი ნაპირიდან არის შესაძლებელი????
kuxe
ყველაზე კარგი სეზონი მაისი, ივნისია ,როდესაც დელფინები ნაპირს უაცხლოვნებიან სტავრიდა მთლად ახლოს მოდის და მაშინ კარგად იჭირება!!!
ჩვენთან სამწუხაროდ დიდი ზომის სტავრიდა არ გვხდება როგორც ოკეანებშია. იმით მაინც ვიამაყოთ რომ ჩვენთან საკმაოდ რაოდენობითა
გუშინ ვიყავი გასული კატერით ზღვაში მწვანე კონცხის გასწვრივ. დაახლოვებით 2 საათის განმავლობაში დავიჭირეთ 3 კილომდე სტავრიდა (პატარები) და 3 ცალი ლიფიორა. მაგარი სანახაობაა როდესაც ლიფიორა სტავრიდაზე ნადირობისას წყლის ზედაპირს ადუღებს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
Aragvispireli
ყველაზე დიდი ზომის Trachurus mediterraneus-ставрида დაფიქსირებულია 60 სმ, მაგრამ არ მგონია რომ ეს შავ ზღვაში იყო. საშუალო ზომად დასახელებული 30სმ, ბათუმის აკვატორიაში რაც დამიჭერია ყველაზე დიდი 20 სმ, უფრო დიდი არც შემხვედრია. ლიტერატურაში წერია რომ პირველ ქვირიტობას აკეტებს როდესაც მიარწევს 20 სმ სიგრძეს. ხოდა ჩემი ვარაუდით დანარჩენი ქვირითობისთვის შეიძლება სხვაგან მიდიოდეს მაგალიტად ხმელთაშუაზრვაში. ეს მხოლოდ ვარაუდია. იხტიოლოგემბა არ დამზრახოთ თუ მცდარია
ეს რამდენი სანტიმეტრი იქნება ნეტა?
http://pix.ge/
აი ორი ამხელა მაქვს ნაჭერი ლიფსიტით.
prichali
შემწვარი უფრო გემრიელია თუ მოხარშული???
prichali
ძალიან კარგია ასე სრულად რომ ფლობ ამ თევზზე ინფოს, მაინტერესებს რამხელები იზრდება შავ ზღვაში მაქსიმუმ, სად და რა დროს ქვირითობს და რა სიღრმეებზე იკვებება, საიდან აკეთებს მიგრაციას. თანაც მისი საკვები ბაზაც თუ იცი და დაწერ საუკეთესო იქნება.
ლევანი ბათუმი
ოხ. ლევან შენ რა გითხარი - ბიჯო მთელი ბათუმი და შავი ზღვის სანაპირო სტავრდიას იჭერს და შენ სხვას ეკითხები ინფოს?
რა ვიცი იქნება ახალი და კაი ვისწავლო რამეთქვა იმიტომ ვიკითხე
ეხლა ამ პერიოდში შავ ზღვაზე რას დაიჭერ და რაზე ?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)