მონაწილეები:
1. ბესო;
2.Bonehill;
3. ვიტო;
4. Troutbaiter;
5. ROVER;
6. Maverick.
მოკლედ შეხვედრამ არაფორმალურ ვითარებაში ჩაიარა. სამინისტროს მხრიდან ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილე, გდი-ს უფროსი მისი მოადგილე და კიდევ ერთი თანამშრომელი...
ვისაუბრეთ მონადირე და მეთევზე ბრაკონიერებზე, შევეხეთ იმ ძირითად მეთოდებს, დროის მონაკვეთებს და ადგილებნს სადაც მსგავსი უმსგავსობები ხდება და იმედი მოგვცეს, რომ ნელ-ნელა - რეგიონების მიხედვით მიხედავენ ამ პრობლემებს. ასევე შევთანხმდით, გარკვეულ თანამშრომლობაზე, რომლის სახალხოდ გაცხადებაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის...
არის ერთი თხოვნა - თუ რაიმე ფაქტი იცით ან ინფორმაცია გაქვს ბრაკონიერებთან დაკავშირებით გთხოვთ PM-ით მოგვწეროთ მე, ვიტოს, ნებისმიერ მოდერს, ან თვითონ სამინისტროს და გდი-ს თანამშრომლებს, დღეიდან ფაქტებზე ღიად საუბარი აღარ გაგრძელდება ფორუმზე - გარკვეული მიზეზების გამო
ეს იყო მოკლედ დანარჩენს ბიჭები დაამატებენ
ჩემი აზრით აქამდეც ეგეთ გარემოში უნდა შევხვედროდით, უფრო შინაურული და უფრო ღია საუბარი იყო,
ფაქტებთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდერს მიწერეთ პ.მ-ში.
დიდი იმედები მივიღეთ, ალბათ საქმე დაიძრება, თემა როგორც იცით ბრაკონიერობას ეხებოდა
და მაიგის ირგვლივ ვიტრიალეთ, ესე რომ ერთობლივად იმედია წინ წავიწევთ............
მივესალმები ფაქტების დახურულ რეჟიმში გადაყვანას.
არის ამის საპატიო მიზეზები.
მივესალმები ფორმატსაც. არ არის საჭირო სხვადასხვა ჯურის ხალხთან ერთად კონკრეტულ თემებზე შეხვედრების გამართვა.
პირდაპირ რომ დავრეკოთ, ეგრე არ მოსულა???.............. თორე, სანამ რომელიმე თქვენგანი ნახავთ პიემს, იქნებ მაგ დროს არ ხრთ არცერთი კომპთან, მერე სანამ გდი მივა დანიშნულების ადგილამდე, მანამდე კი ინადრიებს ის ბრაკონიერი და სხლშიც წავა
ჩელე
ბანერზეა ნომერი , რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ დარეკვა შეიძლება.
ძალიანაც კარგი....
იმედები კარგია , მაგრამ აქამდე რაც ფაქტები ქონდათ, ყოველ შემთხვევაში რაც მე ვიცი, არაფერი გაკეთებულა! ვნახოთ შემდეგ რა იქნება! მორიგი იმედი?
მძიმე ვითარებაა - სეზონი გახსნილია პრაქტიკულად ივლისიდან!
რისი ღირსიც არიან ეს ბრაკები, უბრალოდ არ არსებობს ასეთი საგინებელი სიტყვა ქართულში........................................................
........................................
მონადირე
ფაქტები დაყარეთ ფაქტები, პმ მიწერეთ მოდერებს
მერე მოვძებნით საგინებელ სიტყვას
Maverick
ჰმ... ფაქტები....
არა არის ფაქტები?
იმ მხარეს არ გავსულვარ,ამიტომ გრძელდება თუ არა ნადირობა,ვერ გეტყვით,მარა მანდ იმდენი მწყერია,შანსი არაა არ ნადირობდნენ
ფაქტები გაუშვით PM-ში მოდერებთან
კარგია ბიჭებო მასე გააგრძელეთ... უნდა ვითანამშრომლოთ პოლიციასთან აბა რა... მასეთი სტილით, შემართებით და ტემპებით თუ გააგრძელებთ სულ მალე აღმოიფხვრება ბრაკონიერობა ქვეყნიდან, საღოლ მაგრები ხართ.
მაგ საკითხებში თქვენს გვერდით მიგულეთ..
ისე რა მაინტერესებს იცით? ზედა პოსტებში წავიკიტხე ასეთ საკითხებზე ღიად აღარ დავწეროთო და რატომ? მე არავის არ მეშინია და მასეთ საკითხებს ღიად დავაფიქსეირებ. ეს ჩემი პოზიციაა..
არც ჩვენ გვეშინია არაფრის
ღიად არ ვწერთ ფაქტებს, რომლებიც რეაგირებას საჭიროებს, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ ბრაკებიც კითხულობდნენ ამ ფორუმს და იმათმა თუ გაიგეს გდი-ს გეგმების შესახებ, როგორ გგონია დააჭერინებენ თავს?
ჭურიაში საშინელი ფაქტებია უკანონო თევზჭერის... როდესაც ანკესით მოთევზავე ახლობელმა თხოვა პილიგანით შეიარაღებულ ბრაკებს, აქ ჩემთან ახლოს მაინც ნუ ითევზავებთო, ამ უკანასკნელებმა თურმე ლამის ცემეს...
ვიდეო და აუდიო მასალას ნურავინ მოითხოვს რა - ხშირად ჩვენზე უკეთ უწყიან სად რა ხდება.
მონადირე
მაგასაც დავდებ არაა პრობლემა!!!
Aragvispireli
ძალიან ემოციური პოსტია, შენიშვნა არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ მესმის შენი განწყობა
aragvispireli,
არ დაიკარგო,ჩვენიანი ყოფილხარ.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)