თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კანონმდებლობა, ბრაკონიერები, გდი _ სეზონის გახსნამ გადაიწია!

პოსტის ავტორი: www.Ochopintre.ge Aug 13 2018, 15:11

2018 წლის სანადირო სეზონის გახსნა მაღალ მთიან რაიონებში:

(ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, დმანისი, თიანეთი, დუშეთი) გადაიწია 1 სექტემბერს

სეზონის გახსნამდე 3 დღით ადრე ხდება ცნობილი, ისიც ვიწრო წრეებში

ხვალ სავარაუდოთ უნდა იყოს პრესკონფერენცია.

დაახლოებითი ინიციატორი ვინმე ამირან გუნცაძე და ძველი "მონკავშირი"

აბა რა გითხრათ აღარ ვიცი. უგუნურობასაც აქვს ზღვარი


https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/


პოსტის ავტორი: lord Aug 14 2018, 11:06

ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილებაა!
თუ ამის მიზეზი მოსავლის აუღებლობაა, ამ რეგიონებში ხორბლის, ქერის და შვრიის ძირითადი მოსავალი უკვე აღებულია და მცირე ნაწილს ამ კულტურებიდან სექტემბრის მერეც იღებენ. თუ კარტოფილის მოსავლის აღებაა ამის მიზეზი, მაშინ სექტემრის ბოლომდე გადაეწიათ ბარემ, რადგან იქ სექტემბრის ბოლომდე და ზოგჯერ ოქტომრამდეც კარტოფილს არ იღებენ. მაღალმთიანი რეგიონების გარდა სხვა რეგიონებშიც არის მოსავლის სექტემბრეში აღების პრაქტიკა და მაშინ ამას რას უშვებიან?
მოკლედ ძალიან საინტერესოა ამ გადაწყვეტილების მიზეზის გაგება.

რაც შეეხება სანადორო ობიექტს, მაღალმთიანი რეგიონებიდან სექტემბრის დასაწყისში (ამინდებს გააჩნია, თორე შეიძლება აგვისტოს ბოლოდანაც) ადგილობრივი მწყერი უკვე მიდის და გადაფრენის წაწყდომის იმედად ამ რეგიონებში წასვლა უკვე აზრს კარგავს. სექტემბრამდე პერიოდში მონადირეების კონცენტრაცია სხვა რეგიონებში იმდენად გაიზრდება, რომ დასწრებაზე იქნება უკვე ნაკვეთში შესვლა და შესაბამისად მოიმატებს ნადირობის თანხმლები რისკებიც...

აღარაფერს ვამბობ სეზონის დახურვის ვადებზე სანადირო ობიეტების სახეობების მიხედვით.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)