რასიტყვით ხალხო ? შეიძლება 20 კალიბრით 12 ის ჩანაცვლება? მე არაფერი არვიცი თქვენთანერთად მინდა მივიდე ჭეშმარიტებამდე...!!!!!!!!!!!!
ვისაც ქონია ან აქვს 20 კალიბრი თუ მოგინდებათ გაგვიზიაროთ შთაბეჭდილებები კარგი იქნება
http://forum.guns.ru/forummessage/1/1026324.html
https://www.google.ru/#newwindow=1&q=20+%D0%BA%D0%B0%D0%BB%D0%B8%D0%B1%D1%80&spell=1
http://piterhunt.ru/scripts/forum/showthread.php?t=2160
მე მაქვს ეგ პრაქტიკა თავინდან 12 მქონდა მერე 10 წელი 20 ლაიბრით ვინადირე ყველაფერზე თითქმის ეხლა კი ისევ 12 მაქვს. პირადად მე მომწონს 20 კლაიბრი უპირატესობას უცხოურს ვანიჭებ იმ მიზეზით რომ 20 კალიბრის მთავარი ღირსება რაცაა ეს მისი წონაა რუსულ 20 კალიბრებს კი ეს ღირსება როგორც ასეთი არ გააცნიათ.
PREDATOR
მე მქონდა ზაუერი 20 კალიბრი 2 წლის წინ გავყიდე და დღემდე ვნანობ თუ მუღამს დაუჭერ ძალიან მაგარია
PREDATOR
ორივეთ ვნადირობ ხოლმე და დიდ პატივს ვცემ ოც კალიბრს, ჩემ შემთცვევაში ოცი კალიბრის ორ ლულიანი ჰორიზონტალკა 2.650 გრამია ზუსტად ავწონე, ნახევრად ავტომატი 12 კალიბრის 3.100. ნახევარი კილო წონაში სხვაობა ცოტა არ არის განსაკუთრებით მაშინ მთელი დღე რომ გიწევს სიარული.
ვაზნებს რაც შეეხება 12 ფასითაც ჯობნის(თუ რელოადიმგი ან გიზიდავს) და მრავალფეროვანი არჩევანითაც, ოცი კალიბრის მეორე თოფად ქონას ვეთანხმები მწყერზე მაგალითად, აი ერთი თოფის ქონის შემთხვევაში კი არანაირად 12 მირჩევნია თუნდაც იმით რომ ძლიერ ვაზნებს ვაბათქუნებ ხოლმე, აბა ორკილო ნახევრიან თოფზე 36-38 გრამის გასროლა როგორია
მე არ ჩავანაცვლებდი
აი ეს თოფი ვნახე დღეს მომეწონა მაგრამ ერთს მივხვდი "ბევრად უკეთესიც შეიძლება"
http://www.yildizshotgun.com/en/super_12.html
ძაან მაგარია თუმცა გააჩნია რა ეღირემა, წონა 2.600 მხიბლავს, მაგრამ ეს არ მომწონს Weights are approximate, dependent on wood density and barrel length
ეს წონა ალბათ 61 სმ იან ლულაზე ექნება
მე პრადად 20 კალიბრთან შეხება არ მქონია მაგრამ 28მ ძალიანშემმაყვარა თავი ახლა 12 კალიბრით ვადირობ მაგრამ 28 მაინც ჩემი ფავორიტია
არა მე რომ ვნახე ის ფოლადის იყო ვარკეთილში ვნახე მეტროსთან რომ მაღაზიაა.
რატომღაც მგონია რომ ჰუგლუს ვერტიკალური 20 კალიბრიანები ძაან მაგარი უნდა იყოს თუ სპეციალურად 20 კალიბრისთვის შექმნილი პლათფორმა აქვთ
ესეც განწყობისთვის
მსგავსი თოფი ვნახე
12 კალიბრი უფრო უნივერსალურია, 20 კალიბრიანი მეორე ან მესამე იარაღად უნდა გქონდეს და იკაიფრო, 12 მაინც "ზარბაზანია" და უპირატესობას უნივერსალურობაში მივანიჭებდი.
ორივე კალიბრი მქონდა. პრაკტიკლუბიდან გამომდინარე მომაქვს ეს დასკვნაც.
მე მაგალითად 12-კალიბრის გარდა სხვა კალიბრს არ ვაღიარებ
ყველაფერში 12 მირჩევნია!!!
20 და 16 კალიბრების ვაზნებზე პარადოქსული ფასებია. წონა ცოტა, ფასი დიდი. თუ ბევრს ისვრი ესეც გასათვალისწინებელია.
Davitus
12 კალიბრი მაქვს და წონაში 2.8 კგ-ა უნივერსალურია
ყველაფერზე ვხმარობ, 20 კალიბრი ზე-კლასიკური თოფია,
რომლითაც დავითუსმა როგორც აღნიშნა-უნდა იკაიფო...
12 12 და 12 უნივერსალური 12 კალიბრია (ყალიბი ქართულად )) )
20 მხოლოდ ფრინველისაა, თანაც მეძებრით ნადირობის დროს ფრინველის. ჩემი აზრით ეგ კალიბრია - 0 ნომრამდე საფანტისთვის, უფრო მსხვილსაც ისვრის და ტყვიასაც მშვენივრად მაგრამ მაინც ....
12 კალიბრზე 10 წლამდეა ვხმარობ 24 გრამიან ვაზნებს. ეს იგივეა რაც 20 კალიბრის ნორმალური ჭურვი, მგრამ უპრობლემოდ მისვრია 38 გრამიანიც რაც პრაქტიკულად შეუძლებელია მსუბუქი , თავის დანიშნლების 20 კალიბრიანიდან სასროლად.
თუნდაც ერთი და იმავე მასის ვაზნების შემთხვევაში, 20 კალიბრის, საფანტის გაშლის რადიუსი ყოველთვის ნაკლები იქნება ლოგიკურ მანძილებზე...დამწყებ მონადირეს დიდად არ წაადგება
ჭრა აქვს უკეთესი 20 კალიბრსო ასე გავიგე ვიწრო ლულის არხის გამო დიდ წნევებს ანვითარებო მოკლედ "შხამიანი გასროლა" აქვსო 12 თან შედარებით. ეხლა რატომ ვფიქრობ რომ ეს სიმართლეს მოკლებული არაა ყველაზე გამოცდილი და ავტორიტეტული მონადირეები ჩემს გარშემო ძველი თაობის მონადირეები ასეთი 2 კაცი იყვნენ 16 კალიბრიან ტოზ 25 ხმარობდნენ ორივე 12 კალიბრს არცნობდნენ საერთოდ და 20 კალიბრეზ ბევრი თბილი სიტყვები გამიგია მათგან.
მაგ ორი კალიბრის შედარება არც შეიძლება. 20 იანი თოფი არის კონკრეტული ვიწრო დანიშნულების იარაღი. 12 არის, ნუ ეგ ყელამ ვიცით რაც არის : ))))
20 კალიბრი ძალიან მგარი ვარიანტია ფრინველზე. ოღონდ მაგისი ძირითადი უპირატესობა სიმსუბუქეა. ეგ არ ეხება საბჭოთა ტულკას. ეგ 12 კალიბრზე მძიმეა. მოკლედ..კარგია იმითი..რომ მსუბუქია და ნაკლებ ტვირთს დაათრევ. არადა ნადირობისას ზედმეტი გარმებიცი კი კილოებად გეჩვენება ბოლოსკენ. კი იცით ეგ. ჭრა ძალიან სერიოზული აქვს და ფაქტიურად იგივე წონის საფანსტს ისვრი რასაც მწყერზე ხმარობენ 12 კალიბრიანზე. მოკლედ..მე 20 კალიბრი მირჩევნია მწყერზე და ქათამზე. იხვზე ალბათ 12 კალიბრიანი საზენიტო დანადგარი ჯობია ყველაფერს.
თუ სწორად მახსოვს მაგნუმშიც იყიდება ხო 20 კალიბრის ატა ნეო-ები? ისე 20 კალიბრიანი პოლუავტომატის ქონის მუღამი არამაქ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)