მეგობრებო მაინტერესებს თუ გაქვთ ინფორმაცია და საკონტაქტო იმ კინოლოგებზე ვინც ძაღლს გაწვრთნის და დაგეშავს ?
მყავს კურცხაარის ძუ ლეკვი 2 თვის. ნუ ელემენტარულ ბრძანებებს ვასწავლი, მაგრამ ამ სფეროში გამოუცდელი ვარ. ძაღლის გაფუჭებას მირჩევნია ვასწავლო სწორად ძებნაც, ნაბულიც აპორტიც და ყველა სანადირო ნიუანსი. დამავალებთ თუ მომწერთ ნომრებს
ისე მე თუ მკითხავ თუ ძაღლს რამე სერიოზული ჩემპიონატისთვის და მიზნებისთვის არ ამზადებ და უბრალოდ სანადიროდ გინდა შენ უნდა დაგეშო, ცოდნას შეიძენ თანდათან არის უამრავი სახელმძღვანელო გადაიკითხე და მიხვდები რა უნდა გააკეთო. აქაც შეგიძლია ნახო ძალიან გამოცდილ ხალხს აქ დაწერილი ყველაფერი და მემგონი არ გაგიჭირდება. http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10962
kardinal84
გასაგებია და მესმის, მაგრამ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ვარ ამ საკითხში გამოუცდელი და არ მინდა ისეთი შეცდომები დავუშვა რაც ძაღლის ნადირობაში განვითარებას შეუშლის ხელს + ძაღლთან ერთად ნადირობა ჩემთვის არის სიამოვნება, რომელსაც მანიჭებს სწორი ნაბული, აპორტი და არა ის მინდორში მონადირე რომ იმახსოვრებს ადგილს მიდის ეძებს და ძაღლი თავზე ადგას და პატრონს ბალეშიკობს
კურცჰაარმა ეგ არ უნდა გააკეთოს თორემ კუნძულელი მომიტანს თუ არა ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სწორად გირჩიეს ჯობს შენით მოამზადო, ადვილი არ არის მაგრამ არც რთულია. პირველ რიგში სანამ საჭმელს დაუდგამ სასტვენი ჩაბერე რომ მოვა მერე დაუდგი-ასე ასწავლი მოსვლას. მეორე-ჯამი ყოველთვის მისი მკერდის სიმაღლეზე დაუდგი და სანამ ჭამას დაიწყებს ასწავლე გაჩერება-ბრძანებით-სტოპ! ან სდექ!-ეს მას დალოდების ინსტიქტს გამოუმუშავებს რაც ნაბულის დროს დაგეხმარება და აუცილებელია. გარეთ გამოყვანას როცა დაუწყებ არ მისცე უფლება ღია კარიდან პირველი გავიდეს-უბრძანე სტოპ გააჩერე, გადი შენ და მერე უბრძანე გამოგყვეს, ეს უკვე ნაბულის შემდგომ მოქმედებაში დაგეხმარება. ჯერ პატარაა და აცალე ბავშვობა, ახლა პირველი 2 პუნქტი შეგიძლია ასწავლო.
gagrinski
სხვადასხვა ბრძანებები კი არა 4 დღე სახლში არ ვიყავი სხვა აჭმევდა და ასეირნებდა. მე რომ ჩამოვედი და დავუბრუნდით ძველებურ რეჟიმს დაჟე დაძახებაზე აღარ მოდის გინდა უსტვინე გინდა ეძახე რეაქცია აღარ აქვს. დავაწყებინე "აშეინიკით" სეირნობა დღეს ისევ თავიდან :-(
რა ასაკიდან აქვს აზრი ლეკვს ბრძანებების სწავლა რო დავუწყო? თვენახევრის სეტერი მყავს და ტყუილად ტვინს შევუჭამ ეხლა?
ammy
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10962
აქ შედი ყველაფერი წერია
ammy
2 თვიდან უკვე შეგიძლია ელემენტარული რაღაცეები ასწავლო
ზღვაზე ბალახი წამოვიდა თუ იცით?
ვისაც სურს ძაღლის დაგეშვა, საველე დიპლომის აღება და ასე შემდეგ დამიკავშირდით 599070506
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)