თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ ლ.ციციშვილის სახელობის XV მემორიალი 2014. წ

პოსტის ავტორი: ზახარა May 14 2014, 10:17

დღეს არის კენჭისყრა სამთო ქიმიიის შენობაში პირველ სართულზე. 14:00 საათისთვის.
ვისაც გყავთ დიპლომირებული(საველე) მეძებრები შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაზე .
შეჯიბრი დაიწყება პარასკევს და გაგრძელდება 3 დღე(შეიძლება 4-იც) გააჩნია მონაწილეების რაოდენობას .

დეტალებს ადგილზე გაეცნობით .

პოსტის ავტორი: jaba_gugesha May 14 2014, 10:56

ანუ 16-17-18 მაისი? ჩემი ძაღლისთვის ჯერ ადრე მონაწილეობა, მაგრამ სიამოვნებით დავესწრები. თუ შეიძლება, ადგილი მიუთითეთ რა.


პოსტის ავტორი: hunter88 May 14 2014, 15:31

მოკლეთ 30 ძაღლია. პარასკებს,შაბათს და კვირას. ათ-ათი ძაღლი და მეპატრონე მიღებს მონაწილეობას წარმატებები ყველას!!!

მე და ჩემი ბიჭი მეშვიდე ნომრით გამოვალთ პარასკებს..................

პოსტის ავტორი: ჩელე May 14 2014, 15:45

წარმატებები ყველას...

პოსტის ავტორი: nik@a May 14 2014, 15:47

წარმატებები, მე შაბათს ან კვირას ვცდი ბედს თუ იქნა შესაძლებლობა

პოსტის ავტორი: kajuberi May 14 2014, 15:56

წარმატებებიიი

პოსტის ავტორი: kardinal84 May 14 2014, 17:50

სად იქნება გამოცდა იქნებ თქვათ მაინტერესებს, წამოვიდოდი თუ მოვახერხებდი

პოსტის ავტორი: hunter88 May 14 2014, 21:22

თბილისის ზღვის მიმდებარეთ მაღლა მინდორში სადაც ტარდება ხოლმე ..

პოსტის ავტორი: Sergi88 May 15 2014, 03:33

წარმათებები ყველას... იქნებ დადოტ სია ვინ რომელ დღეს და რომელ ნომრად გამოდის

პოსტის ავტორი: megreli May 15 2014, 07:16

წამსვლელებმა ფოტოაპარატები თან იქონიეთ newsmile045.gif ვისაც გაქვთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Sergi88 May 15 2014, 08:16

ხვალ მეც ამოვივლი ცოტა ხნით

პოსტის ავტორი: monadire batumeli May 15 2014, 09:06

ქთხოვთ გადაიღოთ ძაღლების მუშაობები,ვინც ვერ ვესწრებით ვნახავთ.გაითვალისწინეთ ჩემი ფოსტი d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: კალვერა May 15 2014, 14:51

იმედია ვიდეო მასალა იკნება ყველა გამომსვლელზე!!!

აბა წარმატებები ყველას!!!!!

პოსტის ავტორი: kardinal84 May 15 2014, 16:12

დროსაც ვიკითხავ ბარემ არსდროს ვყოფილვარ და არ ვიცი ალბად დილით იქნება ადრე იქნებ ზუსტი ინფო დაწეროთ

პოსტის ავტორი: jaba_gugesha May 15 2014, 16:30

მონადირეებო! ვისაც გაქვთ სრული ინფორმაცია ან ვისაც შეგიძლიათ ინფორმაციიას გაგება, ძალიან გთხოვთ დადეთ რა ფორუმზე კენჭისყრის შედეგები. რომელი ძაღლები გადიან, ჯიშები და მომშენებლები.

მოკლედ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია.


გმადლობთ

cooldog.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 15 2014, 22:05

წარმატებები მონაწილეებს...

პოსტის ავტორი: ალთაზარ May 15 2014, 23:44

წარმატებები newsmile05.gif აბა თქვენ იცით და თქვენმა ოთხფეხა მეგობრებმა .....

მერე დაწერეთ რა და როგორ ....


სურაააათები და ვიდეოები შეძლებისდაგვარად გადაიღეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli May 16 2014, 00:39

ციტატა(AJLTA3AP @ 16th May 2014 - 00:44) *
სურაააათები და ვიდეოები შეძლებისდაგვარად გადაიღეთ


ჩემი იმედი არავის გქონდეთ ხვალ :/

ვერ ფოტოაპარატი ვიშოვე და ვერც მივდივარ... vava.gif


მეც წარმატებებს ვუსურვებ გამომსველელბს და უკეთეს დიპლომებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: hunter88 May 16 2014, 10:20

დღევანდელმა დღემ ჩაიარა ძალიან ცუდათ 10 ძაღლიდან მხოლოდ ორი მესამე ხარისხი პირველმა და მეორე გამომსვლელმა მიიღო . ერთი თუ ორი გაეკიდა დანარჩენი ფრინველის გარეშე დარჩა მათ შორის ჩე ძაღლიც
დილით ნიავიი მოზრაობდა ნორმალურათ მეხუთე ძაღლის მერე აღარც ნიავი იყო და მზემაც დააჭირა მოკლეთ ძაან ცუდი სიტვაცია იყო სხვაა გამოსავალი არ იყოო თორე აზრიც ნაკლები ქონდაა მეხუთე გამომსვლელის შემდეგ.... ჯობდა 4 დღეძე გადანაწილებულიყო მეათე ძაღლს 10საათზე მოუწია გამოსვლაა...

სურათები ცოტა გადავიღე ტელეპონით საღამოს ავტვირთავ ვიდეოს გადაღების სიტვაციაა არ იყო... წარმატებები ხვალ და ზეგ ყველას.. იმედია ესეცი ცუდი დღე აღარ იქნება...!!

მესამე ხარისხი 73..ქულა იყო დღევანდელის საუკეთესო


პოსტის ავტორი: megreli May 16 2014, 11:03

hunter88

სინოპტიკოსები იუწყებიან რომ ხვალ ისევ სიცხე იქნება vava.gif როგორც დღეს,ისე ხვალაც,პირველ 3 ან 4 ძაღლს მოუწევს კარგ პირობებში მუშაობა...

წარმატებები ყველას !

პოსტის ავტორი: kajuberi May 16 2014, 11:29

მწყერი არაა და გინდა ამინდი იყოს გინდა არა.როცა ესეთი დონის შეჯიბრი ტარდება ცოტა სხვანირად უნდა მოხდეს ყველაფერი.

პოსტის ავტორი: aragveli May 16 2014, 11:44

ცოტა სხვანაირად როგორ?

პოსტის ავტორი: kajuberi May 16 2014, 11:57

ის რომ უნდა დაიწყოს ადრეე რაც შეიძლება რომ ყველა მონაწილეე იყოს ერთნაირ პირობებში.მე რომ მე 6 ვარ და 10 საათზე მიწევს სიცხეში და უბედურებაში მონაწილეობის მიღება.შანსი ნაკლებია ყოველთვის.ადგილი უნდა აირჩეს ისეთი სადაც ასე თუ ისე არის მწყერი.ლატოკებში და ბუჩქებში არ უნდა უხდებოდეს ძაღლს მუშაობა.7 ძაღლი რომ 4 მწყერს ნახავს 4 საათის განმავლობაში მაგას მწყერი იყო არ ქვია.

პოსტის ავტორი: aragveli May 16 2014, 11:59

ძალიან ბევრი მსჯელობა იყო მაგ საკითხზე, ეგ პრობლემა რომ იქნებოდა წინასწარ ყველამ იცოდა, მარა სადაც მწყერია, იქ ნათესი და სათიბი ბალახია, რომელი გლეხი გაგაფუჭებინებს ნაკვეთს? ან თავად რატომ უნდა იკადრო. ასე რომ მაგ შეჯიბრისთვის გაზაფხულზე მეტ ადგილს ვერ მონახავ. მთავარი ტრადიცია არ დაირღვა და ჩატარდა.

ყველა მონაწილე თანაბარ პირობებში ვერცერთ შეჯიბრზე ვერ იქნება, შეჯიბრი ლატარიაა .

პოსტის ავტორი: kajuberi May 16 2014, 12:08

კარგია მივესალმები მაგას და რაც მეტი გაკეთედება, ჩატარდება და გამოვლინდება საუკეთესო ძაღლი მით უკეთესი.მაგრამ ბევრი პრობლემაა და იმედია ეშეველება მომავალში ყველა პრობლემას.რაც იყოს იმას არაფერი აღარ ეშეველება.

ციტატა(aleksandre @ 16th May 2014 - 12:59) *
ველა მონაწილე თანაბარ პირობებში ვერცერთ შეჯიბრზე ვერ იქნება, შეჯიბრი ლატარიაა .

თბილისის ზღვაზე რომ სეკის სათამაშოთ ყოფილყვნენ ვიყოდი კარტი არ მოვიდა და არ გაუმართლა თქო.მაგრამ როცა 10 საათზე შედიხარ მინდორში სიცხეში და უბედურებაში მაგას ლატარია არ ქვია. 1000 ჰექტარზე რომ 4 მწერი ზის ეგეც ლატარიაა?

პოსტის ავტორი: aragveli May 16 2014, 12:10

უკეთესს რას გვთავაზობ თქო გკითხეთ.

პოსტის ავტორი: aragveli May 16 2014, 12:18

10 საათზე კი არა შეიძლება , 12 საათზე შეხვიდე და გრილი ამინდი იყოს , ნიავი ჰქონდეს და მოიგო შეჯიბრი. როდის და როგორ პირობებში მოგიწევს ეგ არის ზუსტად ლატარია.

პოსტის ავტორი: kajuberi May 16 2014, 12:19

ბევრნაირად შეიძლებოდა მომხდარი ყველაფერი და როგორ თუ გინდა მაგსაც გეტყვი. სადაც დღეს ჩატარდა ეგ ფართობი იძლება იმის საშვალებას რომ ერთდროულად მომხდარიყო 2 ძაღლის ერთად გამოცდა. ექსპერტების და შემფასებლების ნაკლებობას არ განვიცდით. ყველა იქნება თანაბარ სიტვაციაში. მანდაც სათიბებიაა ეგ ისე ცნობითვის

პოსტის ავტორი: aragveli May 16 2014, 12:28

მაგაზეც იყო ბატონო საუბარი რატომ გგონიათ რომ მაგაზე არავინ არ იმსჯელა? ცალ ცალკე ორ ექსპერტთა ჯგუფმა რომ იმუშაოს შეჯიბრზე ეგ საქმე ეგრე იოლად არ ხდება, მეორეც ექსპერტებს არ ეცალათ.

პოსტის ავტორი: ბაბუ May 16 2014, 12:31

სასიხარულოა რომ ასე გაიზაედა მონაწილეთა რაოდენობა!
სავარაუდოდ ეს ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება. ამიტომ აუცილებელია ეხლავე დავიწყოთ ფიქრი იმაზე,თუ როგორ შევუქმნატ ყველა მონაწილეს მეტნაკლებად თანაბარი პირობები.
გთხოვთ ნუ დაიზარებთ და გამოვთქვათ მოსაზრებები,რომელთა შეჯერების შემდეგ შესაძლოა გამოინახოს ოპტიმალური გამოსავალი.

როგორც კაჯუბერმა თქვა,ერთერთი გამოსავალია გაიზარდოს სასეჯიბრო დღეების რაოდენობა.სამი დღის ნაცვლად გადანაწილდეს ოთხ დღეზე.
მე ვთვლი რომ ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას"მანოკი" სატყუარა,რათა მწყერი გამოვიტყუოთ ბუჩქებიდან მინდორში.
ასევე არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას წინასწარ დაჭერილ,ველური მწყერის ჩასმისა.(რა თქმა უნდა შემდგომი ბუნებაში დაბრუნებით)

ძალიან გთხოვთ ამ მოსაზრებების მოწინააღმდეგები ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ "არ შეიძლება და იმიტომ არ გვინდა'! არგუმენტით!
გთხოვთ დაასაბუთოდ,თუ მთელი მოწინავე კინოლოგიური სამყარო იყენებს შეჯიბრებზე "მანოკებს" და ჩასმულ ფრინველს,ჩვენთან რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება!

არგუმენტი რომ ჩასმული ფრინველი სხვანაირ სუნს გამოცემს არ მიიღება,ვინაიდან თავშივე ვთქვი რომ ჩავსვათ წინასწარ დაჭერილი ველური ფრინველი!

გთხოვთ გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები!

პოსტის ავტორი: kajuberi May 16 2014, 12:31

იმედია მომავალ წელს კარგად იქნება ყველაფერი.ეცლებათ ექსპერტებს და მწყერიც ასე თუ ისე იქნება. წარმატებებიი ყველა მონაწილეს

პოსტის ავტორი: kajuberi May 16 2014, 12:39

ბაბუ არის მეორე მესამე და ასე შემდეგ ვარიანტები. დღეს ვიყავი წეროვანში მწყერი ასე თუ ისე ვნახე. იქ არის ის სიტვაცია რომ იარო ბალახში და ძაღლმა იმუშაოს.ძაღლი როცა შედის ნათესში დამეთანხმებით არაფერი ფუჭდება მთავარია არ მოხდეს 4 და 5 ძაღლით შიგნით სიარული. ხალხს რაც შეეხება ერთი მანქანით გადაიკეტება და ვინც მოვა მარტივად აუხნით რომ აქ ტარდება შეჯიბრი და სხვა ადგილი ნახე.მემგონი გაიგებენ. როცა მწყერი არის და ძაღლი ვერ მუშოაბს ან ეკიდება ან არ ეძებეს არაა პრობლემაა მარა როცა ძაღლის ეძებს მწყერი არაა და დამატებული მაგას ცხელაა ძნელიაა.ძაღლიც ცოდოაა და მეპატორნეც.საწყნეად არაფერი დამიწერია უბრალოდ შეიძლება კარგად დალაგდეს ეს ყველაფერი და ინახოს გამოსავალი.მაშინ ვიძახოთ ლატარიაა ლატარიაა და მეტი არაფერიაა. თუნდაც მანოკი,თუნდაც ჩასუმული.რავიცი გამოსავალი ხომ არის რაღაც

პოსტის ავტორი: nik@a May 16 2014, 13:35

რა ყველაფერს აპრავებთ კაცო ეს რა უბედურებაა. რა ნათესები, რა გლეხი, სადაა ნათესები. სოფლის მეურნეობა რომ ასე ყვაოდეს რომ დაუთესავი მიწა ზღვის გარდა არ არსებობდეს ასეთი დაქცეული ქვეყანა კი არ ვიქნებოდით. ცოტა ობიექტურად ფიქრი არ გვაწყენდა... ან როდის იყო ნედლი ყანა ან ბალახი ორი კაცის და ერთი ძაღლის სიარულის შედეგად ფუჭდებოდა.

პოსტის ავტორი: aragveli May 16 2014, 14:22

ციტატა(nik@a @ May 16 2014, 14:35) *
რა ყველაფერს აპრავებთ კაცო ეს რა უბედურებაა. რა ნათესები, რა გლეხი, სადაა ნათესები. სოფლის მეურნეობა რომ ასე ყვაოდეს რომ დაუთესავი მიწა ზღვის გარდა არ არსებობდეს ასეთი დაქცეული ქვეყანა კი არ ვიქნებოდით. ცოტა ობიექტურად ფიქრი არ გვაწყენდა... ან როდის იყო ნედლი ყანა ან ბალახი ორი კაცის და ერთი ძაღლის სიარულის შედეგად ფუჭდებოდა.

მაგას მაინც ნუ მასწავლი რა ფუჭდება და რა არა სოფელში გაზრდილ კაცს, შენ რომ დასამუშავებელი მიწა გგონია და ბალახზე ზედ დადიხარ, ის ბალახი სათიბია და იმის იმედზეა გლეხი ზამთარში. ოთახის ფანჯრებიდან ყველაფერი მარტივად ჩანს, მიდი კითხე ექსპერტებს წელს მაგის გულისთვის რამდენჯერ გაილანძღნენ უკვე , მოსახლეობისგან. ორი კაცი და ერთი ძაღლი კი არა 30 ძაღლი და 50 ზე მეტი კაცი მოქუჩდებოდა იმ მინდორში.

პოსტის ავტორი: უიარაღო May 16 2014, 14:34

ჯეჯილი როცა უკვე "მუხლში"ა იქ სიარული აღარ შეიძლება. ფუჭდება. ალბათ ისევ ჩასმული მწყრით სჯობია, სადმე მინდორში. ანალოგიურ რუსულ შეჯიბრს ვუყურე სადაც ჩასმული მწყერი ჰყავდათ და თან იცოდნენ რამდენიც. ძაღლს ყველა უნდა ეპოვნა. ბოლო ბოლო ფერმის მწყრითაც შეიძლება, ერთი-ორი დღით ადრე რომ ჩასვა ის სუნიც გაუქრება რის გამოც იწუნებენ.

პოსტის ავტორი: Fishman May 16 2014, 14:37

უიარაღო

მერე სად უნდა სდიო მაგ მწყერს 2 დღით ადრე მინდორში რომ გაუშვებ. ფერმის მწყერს მაინც ვერ ექნება ის სუნი რაც ველურს აქვს და მონაწილეები დაიჩაგრებიან და აზრი არააქვს. ჩემი ძაღლი საერთოდ ყურადღებას არ აქცევს ჩასმულს არაფერს.

ერთი ვარიანტია, რომ 2-3 დღით ადრე გადავკეთოთ მოზრდილი მინდორი, სადაც არ შევუშვებთ არავის, პლიუს მაგას 3-4 მანოკს ჩართავ სხვადასხვა ადგილებში და შეჯიბრის დაწყებამდე ასე 1 საათით ადრე გამორთავ და შეიყვან მონაწილეებს. ეგაა ჩემი აზრით გამოსავალი.

პოსტის ავტორი: უიარაღო May 16 2014, 15:24

კარგი პოპულარიზაცია გამოვა მანოკების (ამოუწყდა მომგონი, ოღონდ კახურ ვარიანტში). და ვინა თქვა რომ ძაღლი ჩასმულ მწყერს ყურადღებას არ აქცევს, ან ფერმის მწყერს არ ეძებს? ან რატომ იქნებიან სხვადასხვა პირობებში, ზოგს ფერმის შეხვედა და ზოგს გარეული?

პოსტის ავტორი: nik@a May 16 2014, 15:28

aragveli
შენ მე 9 სართულზე გაზრდილი ხომ არ გგონვარია. ყანაში გერბეციტი რომ შეგვქონდა ბელარუსით, მესამე, მეოთხე დღეს ტრაქტორის გავლილზე დაწვენილი ყანა ფეხზე იდგა. ან თუნდაც ბალახში, ვაშლის კრეფაზე 20, 30 მუშა მოძრაობდა და ბალახი ორ სამ დღეში ფეხზე იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე გათიბული იყო. რავიცი ჩემ მიწებში ვისაც არ უნდა ევლო არასდროს არავისთვის არაფერი მითქვამს, მთავარია გამხმარ ყანაში არ ევლოთ. ასევე მეც, არავინ შემხვედრია ისეთი, რომ ნედლ ყანაში ან ბალახში სიარულის გამო ჩხუბი დაეწყოთ და იავიცი აბა. ახლა გინდა დამაჯერო რომ ზღვის გარდა ტერიოტირა არ არსებობს რაც აი ძალიან არარეალურად მეჩვენება.

ციტატა
ორი კაცი და ერთი ძაღლი კი არა 30 ძაღლი და 50 ზე მეტი კაცი მოქუჩდებოდა იმ მინდორში.


ხო და ეს ხალხიც მაგას ამბობს, ყველაფერს ორგანიზება ჭირდება newsmile05.gif უპრაგონოდ რომ არ იბოდიალოს ხალხმა.



პ.ს ნუ გგონიათ, რომ მარტო თქვენ იცით რამე. ეს ისე სასხვათაშორისოდ.

პოსტის ავტორი: aragveli May 16 2014, 15:58

ფეხზე ნამდვილად სწორდება თუ მუხლში არ არის წასული, მუხლში წასული ითელება და ფუჭდება. ახლა ყველგან მუხლშია უკვე. შე კაცო თუ იცი უკეთესი ადგილი წეგანსაქეთია ვკითხულობ და თქვი.

პოსტის ავტორი: hunter88 May 16 2014, 16:35

kajuberi
ბაბუ
გეთანხმებით 100% რაღაც გამოსავალი მართლაც უნდა მოიძებნოს.., მთელი წელი ველოდებით მოყვარულები ამ შეჯიბრს მთელი გაზაფხული ვამზადებთ ძაღლებს მართალია არა მარტო შეჯიბრისთვის თუმცა აქცენტს ყველა შეჯიბრზე ვაკეთებთ, მივიყვანეთ მეტ ნაკლებათ შეჯიბრამდე ძაღლი მომზადებული, და იმის გამო რომ ლატარიაა და ბოლო ნომრები შეგხვდა დაემატა მაგას ის რომ ამინდმა ხელი არ შეგიწყო ეგ იმას არ უნდა ნიშნავდეს რომ გამოსვალას აზრი აღარ აქვს, დღეს ზუსტად ესე იყო ბოლო ნომრებისთვის ... რაც შეეხება სათიბებს ყველგან ითიბებაა და მაშინ მინდორშიც არ უნდა შევიდეთ.!

ზალიან მარტივი იყო ამ პრობლემის გადაჭრა აუცილებლათ 4 დღეზე უნდა გადანაწილებულიყო და ჩატარებულიყო არა თბილისის ზღვაზე სადაც 20კაცი გხვდება ყველა მხრიდან საველე შეჯიბრის დროს (რო უხსნი შეჯიბრია და იქნებ გახვიდე მინდვრიდან გპასუხობენ ბარემ ამოსული ვარ და გავივლიო) ეს მარტო დღეს არ მომხდარა ესე ხდება ყოველ წელს!! რატო ჩავეციკლეთ ამ ზღვის ტერიტორიას გავიდეთ ქალაქიდან და ბევრად უკეთესი პირობა შეგვიძლია შეუქმნათ ძაღლებს და ჩვენ თავებს. თუმცა დღეს რომ ვიკითხე აქ რატო გადაწყდა ჩატარებათქო მიპასუხეს ხალხი აქ ძლივს ამოვიყვანეთო.. ვისაც გულით უნდა გამოსვლა და ლამაზი შეჯიბრის ნახვა ის 40 60 და 100 კილომეტრზეც წამოვა წელიწადში ერთხელ მაინც...!!
კავთის ხევის მიმდებარედ იდეალური პირობები იყო გასული დღეების უკან სადაც არა ერთი საველე ჩატარდა ჯიგრულათ, სადაც მინდორიც იყო მწყერის და ყველა პირობაც ძაღლს რომ ემუშავა!

რაც შეეხება მანოკს კარგი იქნებაა მართლაც რამდენიმე ადგილას დაიდგას გარკვეულ ტერიტორიაზე სანთლით საძებნელი რომ არ გახდეს მწყერი და ერთ ხევის ბოლომდე არ ზდიო ერთ მწყერს მაშინ როცა მართლაა არაა მწყერის დეფიციტი თუ სწორად იქნება ადგილი შერჩეული...

მაგალითად წინა პარასკებს საველეზე მსაჯების ორი გუნდი იყო 8 ძაღლი მაქსიმუმ 2 საათში გამოიცადა 7.30AM დამთავრებული იყო ყველაფერი ყველაას თანაბარი პირობა ქონდა მწყერიც ჯიგრულათ იყო ყველაც კმაყოპილი დარჩა........................

მოკლეთ ძაან გამიგრძელდა სიტყვაnewsmile05.gif წარმატებები ბიჭებო ყველას ხვალ და ზეგ აბა თქვენ იცით და თქვენმა 4ფეხა მეგობრებმა!!!


პოსტის ავტორი: კალვერა May 16 2014, 17:11

შეჯიბრზე ,,მანოკის,, და ველური ფრინველის ჩასმა ჩემთვის მისაღებია ნამდვილად! სხვა გამოსავალს ვერც მე ვხედავ ბაბუ ბატონო!

აბა უამისოდ მართლა საცოდაოობა, მონაწილეები და მათი 4 ფეხა მეგობრები აშკარად იჩაგრებიან არათანაბარი პირობების გამო.

პოსტის ავტორი: Fishman May 16 2014, 18:44

უიარაღო

ციტატა
ვინა თქვა რომ ძაღლი ჩასმულ მწყერს ყურადღებას არ აქცევს, ან ფერმის მწყერს არ ეძებს?


ერთ-ერთი მე ვარ ვინც მაგას ამბობს. და დამერწმუნეთ ჰაერზე და გაგონილს არ ვამბობ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამტკიცებ ამას.

პოსტის ავტორი: კალვერა May 16 2014, 19:58

ციტატა(khmaltevza @ 16th May 2014 - 19:44) *
ერთ-ერთი მე ვარ ვინც მაგას ამბობს. და დამერწმუნეთ ჰაერზე და გაგონილს არ ვამბობ. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამტკიცებ ამას.



ლაშ ბაბუმ ხაზიც გაუსვამრომ გულისხმობს არა იმ ბადზაგ მწყრებს რმლებიც ბაზარში იყიდება 5 ლარდ და სკინტის სუნით ყარან,არამე დ მინდორში ველურ პირობებში დაჭერილს!!!

პოსტის ავტორი: monadire batumeli May 16 2014, 22:42

ერთი საველე გამოცდა დასავლეთშიც ხომ შეილება ჩატარდეს?სუფსის მინვრები ამ დროს სავსეა მწყერით და ჩიბუხით,უფრინველოდაც არ დარჩებიან ძაღლები და ვინც სჰორი გზაზე ვერ მოვდივართ ცჰვენც ეგება გვეშველოს რაღაც და ტრადიციასაც ჩჰაეყაროს ეგება საფუძველი ეეეჰჰჰჰჰჰ vava.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 16 2014, 23:05

კალვერა

კი, ეგ გასაგებია მაგრამ მე რაც გადმოვაციტირე მანდ ფერმის მწყერი იყო ნახსენები და მაგაზე ვთქვი.

პოსტის ავტორი: კალვერა May 17 2014, 06:38

ხო,ფერმისამ არამგონიას გაამარტლოს,რავიnewsmile05.gif ცდა შეილება ისე მაგისაც...

პოსტის ავტორი: უიარაღო May 17 2014, 08:53

მე მყავს სახლში ფერმის მწყრები. 8 ცალი. ამით ვავარჯიშებ ჩემს ძაღლს. ჩავუსვამ , ვაძებნინებ, იპოვის. სტაცებს პირს, ფრთხილად, მომიყვანს და ა.შ. შემდეგ ვაბრუნებ გალიაში. შემდეგ იგივეს ვიმეორებთ როცა მცალია. ეტყობა ჩემი პოინტერი განსაკუთრებულია, ფერმის მწყერს რომ ეძებს. და ერთი კიდევ ის მანოკის მფლობელი მაინტერესებს მხოლოდ საველე შეჯიბრისთვის რომ აქვს მანოკი. მინდა მის მიმართ ღრმა პატივისცემა გამოვხატო , დაახლოებით ასე f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

პოსტის ავტორი: giga_megu May 17 2014, 09:39

ჯერ ხომ ვბრწყინავთ სანადირო კულტურით და ეხლა მანოკზე დასმულ მწყერზე ვატაროთ შეჯიბრი. ამით პირიქით პოპილარიზაციას გავუწევთ მანოკს.ძაღლი იმისია, რომ ფრინველი იპოვნოს და არა მანოკით მიყვანილზე იმუშაოს,მწყერი საკმარია, უბრალოდ მონაწილეების რაოდენობა იყო ბევრი და 5 ძაღლის მერე ჭირს ფრინველის პოვნა.

უიარაღო მაგ შენი გეშვის მეთოდით ძაღლს აფუჭებ.........

პოსტის ავტორი: jaba_gugesha May 17 2014, 09:44

giga_megu

გიგა, დღევანდელი შედეგები თუ იცი, დაწერე რა.

პოსტის ავტორი: hunter88 May 17 2014, 09:50

ესც გუშინდელი ფოტოები ცოტაა მაგრამ სულ არაფერს ჯობია..

http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: marshal May 17 2014, 10:00

დღეს 2 მესამე ხარისხი დაიწერა,ერთი სიმონის კურცჰაარმა აიღო 75 ქულით მეორე ვანო დონჯაშვილის ჯიმიმ 77 ქულით newsmile045.gif

პოსტის ავტორი: hunter88 May 17 2014, 10:59

ვულოცავ სიმონის და ვანოს წარმატებას!!!

დანარჩენებმა რა ქნეს? თუ ვინმემ იცით მოგვიყევით! მწერი არ შეუხვდათ თუ?/?

პოსტის ავტორი: achiko-l May 17 2014, 15:44

giga_megu

ციტატა(giga_megu @ 17th May 2014 - 10:39) *
ჯერ ხომ ვბრწყინავთ სანადირო კულტურით და ეხლა მანოკზე დასმულ მწყერზე ვატაროთ შეჯიბრი. ამით პირიქით პოპილარიზაციას გავუწევთ მანოკს.

მანოკს პოპულარიზაცია ისედაც აქვს ბრაკებისგან და შეჯიბრისთვის რო გამოიყენო მაგით არაფერი დაშავდება.
ციტატა(giga_megu @ 17th May 2014 - 10:39) *
ძაღლი იმისია, რომ ფრინველი იპოვნოს და არა მანოკით მიყვანილზე იმუშაოს

ფრინველი როცა არაა ძაღლმა საიდან მოიყვნოს?

პოსტის ავტორი: ალთაზარ May 17 2014, 19:11

giga_megu

ციტატა
უიარაღო მაგ შენი გეშვის მეთოდით ძაღლს აფუჭებ.........


სად წერია ეგ ? რომ ძაღლი ფუჭდება? newsmile05.gif

ზოგჯერ ჯობია ხოლმე დაასაბუთოთ ის თუ რა სახით ფუჭდება ... (ძაან საინტერესო იქნება არგუმენტირებულად ამის დასაბუთება) არსად არ წერია მსგავსი თუნდაც ქართულ ფორუმზე რომ თითქოს ფუჭდება (არგუმენტებით და ფაქტებით) წიგნებში რაც წერია მაგეების არ მჯერა მე newsmile05.gif
ფიქრობთ რომ ფერმის სუნზე მიეჩვევა და აღარ დაიწყებს ძებნას მინდორში ???

მწყერი საკმარია,
ეგეც დამაინტერესა , საიდან ასკვნით ამას? newsmile05.gif თქვენ ჩასვით თუ თვითონ ჩამწკრივდნენ რო მოხვედით და გადათვალეთ ??

თუ ფიქრობთ რომ რაოდენობა მსურველის არის მეტი , რატომ არ გადაანაწილეთ ისე რომ ყველას ჰქონოდა ცდა და რაღაც შანსი მაინც ??

არაუშავს შემდეგში გაითვალისწინებთ ამ ალბათ შეიძლება ჩაითვალოს "შეცდომად" newsmile05.gif . და ალბათ შეცვლით რაღაცეებს შემდეგისთვის newsmile05.gif

ციტატა
ფრინველი როცა არაა ძაღლმა საიდან მოიყვნოს?

უნდა გადაიყვანო სხვა ადგილას . თუ არის მაგის საშუალება


მე რა მაინტერესებს იცით , სანამ მსგავს ღონისძიებას ჩაატარებთ წინასწარ მაინც თუ ზვერავთ მინდვრებს? არის მწყერი არ არის ? შეიძლება თუ არა შესვლა იმ ადგიალს თუ არა და ასე შემდეგ ? იქნებ სხვაგან ჯობია რომ ჩაატაროთ ხოლმე ??

ვატყობ მეც მომიწევს როდესღაც ძაღლის გამოყვანა მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე მიღირს თუ არა გამოყვანა .... ტყვილა რო არ გავაწვალო საკუთარი თავი და ძაღლიც 40 გრადუსიან სიცხეში ყურყუტით (თუ ბოლოს მომიწია გასვლა)

ისე ვფიქრობ უმჯობესი იქნება არა მხოლოდ ძაღლების გადანაწილებაზე მოხდეს შემდგომში კენჭისყრა არამედ ადგილის არჩევაზეც , რათქმაუნდა წინასწარი ტერიტორიებზე დაზვერვის გაკეთებაც newsmile05.gif
ჩემი სუბიექტური აზრი newsmile05.gif იმედია არავის არ ვაწყენინებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ძამა May 17 2014, 19:14

giga_megu

სადაა საკმარი მწყერი დგეს ისეთი ძაღლები დარჩნენ უფრინველოთ ვისი იმენდიც ქონდა ყველას.

ამასაც თუ შეჯიბრი ქვია რავიცი.


პოსტის ავტორი: Fishman May 17 2014, 19:28

ალთაზარ

ასე თყუილად რატომ არ გეზარება ამდენის წერა? ჯერ მინდორში გადი, ძაღლი დაგეშე და მერე იმსჯელე შე ყოველმხრივ განათლებულო ნიჭიერო ჯონი! D.gif
მოყვა აქ მოთხრობა რაღაცეები. რო შევხედე თავბრუ დამეხვა D.gif

რატო არ არის სასურველი ფერმის მწყერზე ვარჯიში მაგას პირადად აგიხსნი.

რაც შეეხება მანოკს ამას საერთოდ უკომენტაროდ დავტოვებ, იმიტომ რომ აზრი არააქვს. აქ წერით ვერაფერს გავხდებით. ყველა მაინც თავის აზრზე დარჩება და ტყუილად აქ ტყაპუნი მაგრად მეზარება.
რეალობა ერთია: საშინელი პირობები იყო, ბევრი ძაღლი უფრინველოდ დარჩა. ორი კინკილა მწყერი იყო ამხელა მინდვრებში გაფანტული. მაგრამ არაუშავს, იმედს ვიტვებ, რომ მომავლისთვის რაღაცას შევცვლით და გამოვასწორებთ სიტუაციას.


პოსტის ავტორი: ალთაზარ May 17 2014, 19:43

Fishman
შენ გიგა ხარ თუ ლაშა? შენ პირადად ისედაც დაგელაპარაკები და მოგისმენ კიდეც მარა მე გიგას პოსტს ვეხმიანები რომელიც ამბობს თურმე რომ ფერმის მწყერზე დაგეშილი ძაღლი ფუჭდება , დაასაბუთეთ თუ შეიძლება არგუმენტებით თუ რა პრინციპით ფუჭდება .... ოღონდ ეხლა კომუნისტების დროინდელი წიგნში ასე წერიაო და ესე არიო არ მითხრათ , რადგან მე მსგავს რაღაცეებზე დაყრდნობით არ ვღებულობ პასუხს ...


და ასევე ის რომ მწყერი საკმარისად ყოფილა (აი ეს როგორ გამოთვალა ძალიან დამაინტერესა)

და დანარჩენი უკვე ჩემი სუბიექტური აზრი იყო და ასევე ის რომ მეც მომიწევს ადრე თუ გვიან მსგავს ღონისძიებაში ჩართვა შესაბამისად თუ ასეთი სიტუაცია იქნება შემდგომშიც შეიძლება უარიც კი ვთქვა , იმიტომ რომ რასაც ვხედავ ეხლა და კომენტარებიდანაც ჩანს და რომ არაორგანიზებული ღონისძიება გამოვიდა newsmile05.gif ეს არის და ეს newsmile05.gif

ჯერ იყო და ყანაში შესვლა არ შეიძლება , ვიღაც გამოგივარდება და საგინებელი გახდები , იქ მწყერი სანთლით ყოფილა საძებნელი მთელ ტერიტორიაზე ....... მეტი არაორგანიზებულობა რაღა გინდა ?

ძაღლის დაგეშვის გარეშედაც ჩანს რა სიტუაციაც იყო მაგ ღონისძიებაზეც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a May 17 2014, 19:53

გიგა შენ არ იყავი მტრედებით რომ დარბოდი ? D.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 17 2014, 20:06

ნუ ურევთ ხალხნო რაღაც რაღაცეებს. ფერმის მწყერი სხვაა, ველური მწყერი სხვაა და მტრედი სხვა.

მარტივი ახსნა აქვს ფერმის მწყერის უარყოფით მხარეს. იმის გარდა, რომ სკინტლის სუნი აქვს, ასევე არ შეუძლია ფრენა და ამის გამო ძაღლი ეჩვევა ჩიჩქვნას და ცხვირით მიწის თხრას. ეს არის მარტივი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ავარჯიშო ძაღლი ფერმის მწყერზე. რა არის აქ საკამათო და ნიშნის მოგებით სასაუბრო ვერ ვხვდები.

რაც შეეხება შეჯიბრის არაოგრანიზებულობას თუ ურგანიზებულობას. მოდით რა, საყვედურების სროლას ორგანიზატორების გაკიცხვას, ჯობია რჩევებით და გამოსავლის ძიებით დაეხმაროთ შექმნილ სიტუაციას. ბაბუაჩემის ხნის ხალხის ორგანიზებულია და ორი ჩემი ასაკის ტოლი გამოცდილება აქვთ მაგ ხალხს და ჩემთვის პირადად ცოტა მიუღებელია ასეთი ტონით ლაპარაკი.

თუ არ გამოიყვანთ და არ აპირებთ მონაწილეობას, ვინ გექაჩებთ და ვინ გაძალებთ რამეს? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს არაფრის მომცემი "შპილკაობა"?

თუ რაიმე იდეები გაქვთ იდეებად გამოუშვით და გავუზიაროთ ერთმანეთს. დადანაშაულებას მემგონი აჯობებს!


გკოცნით, გეხვევით... D.gif

პოსტის ავტორი: aragveli May 17 2014, 20:15

რატომ არ შეიძლება და ნაბულს უფუჭებთ ძაღლს, ის ფერმის მწყერი არც ფრინდება და ასე დაგეშილ ძაღლს დისტანციის დაცვის და გარეული ფრინველის ნაბულზე დაუფთხობლად გაჩერების უნარი არ ჩამოუყალიბდება. ყველაფერს ეჭვით როგორ უყურებთ გამაგიჟებთ თქვენ მე. მტრედს რაც შეეხება , გაცილებით კარგი ვარიანტია, ასე რომ არც შემცდარა მტრედებით თუ დარბოდა.

პოსტის ავტორი: aragveli May 17 2014, 20:19

ციტატა(Fishman @ May 17 2014, 21:06) *
რაც შეეხება შეჯიბრის არაოგრანიზებულობას თუ ურგანიზებულობას. მოდით რა, საყვედურების სროლას ორგანიზატორების გაკიცხვას, ჯობია რჩევებით და გამოსავლის ძიებით დაეხმაროთ შექმნილ სიტუაციას. ბაბუაჩემის ხნის ხალხის ორგანიზებულია და ორი ჩემი ასაკის ტოლი გამოცდილება აქვთ მაგ ხალხს და ჩემთვის პირადად ცოტა მიუღებელია ასეთი ტონით ლაპარაკი.

თუ არ გამოიყვანთ და არ აპირებთ მონაწილეობას, ვინ გექაჩებთ და ვინ გაძალებთ რამეს? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს არაფრის მომცემი "შპილკაობა"?

თუ რაიმე იდეები გაქვთ იდეებად გამოუშვით და გავუზიაროთ ერთმანეთს. დადანაშაულებას მემგონი აჯობებს!


გკოცნით, გეხვევით... D.gif

ჯიგარი ხარ , შენ თქვი ჩემი სათქმელი. ეხლა რომ დიდი პრეტენზიებით გამოდიან, მანამდე სად იყვნენ , მიეღოთ ორგანიზებაში მონაწილეობა თუ ასე შესტკივათ გული. შეჯიბრი ტრადიციაა და ტარდება, გინდა მიიღე მონაწილეობა, არ გინდა კარგად იყავი.

პოსტის ავტორი: nik@a May 17 2014, 20:27

ციტატა
მტრედი სხვა.


ციტატა
მტრედს რაც შეეხება


რა იყოთ, გაცინების უფლება მაინც დაგვიტოვეთ D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა May 17 2014, 20:39

რატომ ნერვიულობთ ხალხო ???? newsmile05.gif)
ან რა პრეტენზიები გაქვთ ??? newsmile045.gif თუ იცით სხვა ალტერნატიული მინდორი სადაც მაშტაბური შეჯიბრი ჩატარდება დაწერეთ თქვით და ეგ იქნება newsmile05.gif
შარშან ოჩოს თასის ჩასატარებლად , დავანგრიეთ ექსპერთებთან ერთად თითქმის ყველა კუთხე მინდვრების ძებნაში მაგრამ შედეგი ნოლი !!!!! ბოლოს ნოდარი როსტიაშვილმა გადაგვარჩინა რასაც ქვია თორემ ფაქტიურად ჩაიშლებოდა შეჯიბრი !!!
ყველა მინდორი არ არის სადაც ბალახი და მწყერია შეჯიბრისთვის იდაალური newsmile045.gif

რაც შეეხება პირობებს , მაგისგან დაზღვეული არავინ არ არის !!! მთავარი ამინდის პირობებია დანარჩენი მეძებრების ოსტატობაა newsmile045.gif ზოგს შეხვდება ზოგსაც ვერა როცა ცოტააა მინდორში ფრინველი .....


ალთაზარ

კითხვებით რომ გაჭედე აქაურობა newsmile05.gif))) აიღე და იყიდე ფერმის მწყერი და დაგეშე შენი მეძებარი სადმე ახლოში!!!!

ყველას თავის შეხედულება აქვს ფერმის მწყერთან მიმართებაში newsmile05.gif))) ეგ შენ გადაწყვიტე რომელ რჩევას გაითვალისწინებ newsmile045.gif

ეხლა აქ აღარ გააგრძელო ფერმის მწყერზე ლაპარაკი შეჯიბრის თემაა newsmile045.gif არის სამაგისო თემები და იქ დასვი კითხვები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 17 2014, 20:46

ციტატა(Fishman @ May 17 2014, 21:06) *
რაც შეეხება შეჯიბრის არაოგრანიზებულობას თუ ურგანიზებულობას. მოდით რა, საყვედურების სროლას ორგანიზატორების გაკიცხვას, ჯობია რჩევებით და გამოსავლის ძიებით დაეხმაროთ შექმნილ სიტუაციას.


ვინც იცის რა რათულია ტურნირის ორგანიზება ის მიხვდება. გაკიცხვა იოლია და მინდორს ზებნა უნდა, ფინანსები უნდა, დრო უნდა და ცოდნა უნდა. ეს ხალხი ამ ყველაფერს უფასოდ აკეთებს, ისევე როგორც ოჩოს თასზე. ურთულესი სამუშაო ჩატარდა.
8-9 აგვისტოს ტარდება ოჩოპინტრეს თასი და დიდი სიამოვნებით ჩავრთავ ყველა მსურველს საორგანიზაციო ჯგუფში

პოსტის ავტორი: კალვერა May 17 2014, 20:48

იმედია მანანდე დიპლომს ავიღებთ და ოჩოზეთ გამუალთnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა May 17 2014, 20:56

ხო რაც შეეხება შეჯიბრზე მანოკის ხმარებას მე პირადათ არ ვემხრობი !!!
შეჯიბრზე გამოყენება კი არა , ემბარგო უნდა დაედოს შემოტანა - გაყიდვაზე newsmile05.gif))))
ჩვენთან ყველაფერს უკუღმართად იყინებენ newsmile045.gif

არაფერი არ არის საგანგაშო !! მთავარია ტრადიცია არ დაირღვეს და შეჯიბრი შედგეს newsmile045.gif ეხლა 30 მეძებრიდან , თუ სუყველა უფრინველოდ დარჩა ეგ უკვე ჩაშლა გამოდის შეჯიბრის ... არის დიპლომები რაც წავიკითხე newsmile045.gif სამწუხაროა რომ ბევრს არ გაუმართლა .

პოსტის ავტორი: ალთაზარ May 17 2014, 21:03

ზახარა

ციტატა
ზოგს შეხვდება ზოგსაც ვერა როცა ცოტააა მინდორში ფრინველი .....


ესეიგი ცოტაა ... რავიცი გიგა ამბობს საკმარისად არიო და ვერ გავიგეეე .... newsmile058.gif

ვისაც კი ძაღლი ყავს თბილისში ყველას უმეტესად გაყავს ძაღლი თბილისის ზღვაზე , აი რომელი მწყერი გაჩერდება ეხლა იქ ... დაელოდება ეხლა შეჯიბრის ჩატარებას ხო ვითომ ? ძალიან ბევრისგან მომისმენია ბოლო დღეებში თბილისის ზღვისკენ ძაღლი ტყვილა არ წაიყვანო მოკვდები უბრალოდ სიარულშიო მწყერი ჰა ჰა 1-3 ამდე გაიჩითოსო .
მაგას ვამბობ რომ უმჯობესი იქნებათ ქო რომ ალბათ კენჭისყრის დროს მხოლოდ მონაწილეთა გამოსვლის დღე კი არ იყოს არამედ ტერიტორიის არჩევაც შესაბამისად მანამდე უნდა მოხდეს ტერიტორიის არჩევა და არა მხოლოდ თბილისის ზღვაზე ჩატარების newsmile05.gif იმის შიშით რომ ვითომ შორს ხალხი არ მოვა ... ვისაც სურვილი აქვს დედოფლისწყაროშიც ჩავა newsmile05.gif
ასევე რათქმაუნდა საორგანიზაციო ჯგუფის შექმანც რომელიც შეძლებისდაგვარად მიხედავს ამ ყველაფერს
ხოდა თუ არის მიღებული პრაქტიკაში ის რომ ამინდებიდან გამომდინარე დაითქვას ვთქვათ შეჯიბრება?? 100% სინოპტიკოსები მართალია არ გვყავს მაგრამ რაღაც პროცენტზე სიმართლეს ამბობენ newsmile05.gif))))

ალეკო , პრეტენზია იმისთვის არის პრეტენზია რომ ის რაც მაგალითად ცუდად გამოვიდა უკეთესად რომ გამოვიდეს შემდეგში , იმას კი არ გეუბნება არავინ აღარ ჩაატაროთო , პირიქით ჩაატარეთ ოღონდ ისე რომ ყველაფერი გაწონასწორებული იყოს და ყველაფერი რიგზე იყოს , გინდა მწყერი და გინდა ამინდიდან გამომდინარე newsmile05.gif თუ არის ამის შესაძლებლობა ...

ხოდა საქმეც მაგაშია რომ დავსვი კითხვა მწყერთან დაკავშირებით მაგრამ ის პასუხი ჯერ არ მომისმენია რომელიც დამაკმაყოფილებელია ... newsmile05.gif

თქვენ ალბათ მხოლოდ კრიტიკა თუ პრეტენზია წარმოაჩინეთ ჩემს მიერ დაწერილში , მოსაზრება ვერ დაინახეთ ხო ან კითხვა? თუ აუცილებლად წერტილ მძიმე დეფიზი და კითხვის-ძახილის ნიშნები უნდა ჩავწერო??? newsmile041.gif newsmile041.gif newsmile041.gif

გისურვებთ მომვალ წელს ამაზე ბევრად უკეთესი შეჯიბრი ჩაგეტარებინოთ და უფრო მეტი მონაწილე იყოს .... !!!!

პოსტის ავტორი: ზახარა May 17 2014, 21:08

ალთაზარ
კი მაგაში მართალი ხარ . სანამ ციციშვილი დაიწყება ეგ ტერიტორია უკვე გაწურულია რასაც ქვია newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: Fishman May 17 2014, 21:11

ალთაზარ

ციტატა
ძალიან ბევრისგან მომისმენია


აი აქ არის შენი პრობლემა...

ციტატა
გისურვებთ მომვალ წელს ამაზე ბევრად უკეთესი შეჯიბრი ჩაგეტარებინოთ და უფრო მეტი მონაწილე იყოს .... !!!!


ნუ ელოდები მომავალ წელს. 8-9 აგვისტო ახლოვდება და აბა შენ იცი! ქის იუ! D.gif

პოსტის ავტორი: megreli May 18 2014, 00:03

ხვალ თუ ვინმე მიდიხართ საბურთალოდან და ადგილი გექნათ წამოგყვებით xexe.gif

ან ქავთარაძიდან თუ მიდის ვინმე,ან წყნეთიდან D.gif მოკლედ შემეხმიანეთ თუ ვინმეს გექნათ ადგილი newsmile05.gif))

598-72-78-44 newsmile05.gif) მე...

პოსტის ავტორი: hunter88 May 18 2014, 10:26

დღევანდელი შედეგები თუ ვინმემ იცით გაგვაგებინეთ

პოსტის ავტორი: Fishman May 18 2014, 11:03

ზუსტად სამივე პრიზიორის სახელგვარი და ძაღლების სახელები არ ვიცი და ამიტომ დავწერ ჩემპიონს მხოლოდ.

პირველ ადგილზე გავიდა ვანო დონჯაშვილის ინგლისური სეტერი ჯიმი 77 ქულით და III ხარისხის დიპლომით!



ვულოცავ სამივე პრიზიორს! ურთულეს პირობებში მოუწიათ მუშაობა, მაგრამ მეტნაკლებად თავი მაინც გამოიჩინეს!

პოსტის ავტორი: marshal May 18 2014, 11:04

მეორე ადგილი სიმონ რუსისშვილის კურცჰაარი III ხარისხის დიპლომით და 75 ქულით, მესამეზე პოინტერი გავიდა 74 ქულით გამომყვანის სახელი არ მახსოვს:(

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 18 2014, 12:10

ვულოცავ გამარჯვებულებს და პრიზიორებს...

პოსტის ავტორი: Gobrona May 18 2014, 12:29

ვულოცავ გამარჯვებულს (ვანოს და ჯიმის) და ასევე პრიზიორებს, მართლაც ძალიან რთულ პირობებში მოუწიათ მუშაობა ძაღლებს.

რაც შეეხება ფრინველის ნაკლებობას, ეს ფაქტი მართლაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ხომ ყველასთვის ცოტა იყო?! კონკრეტულად არავისთვის ყოფილა ცოტა მეტი და არავისთვის ცოტა ნაკლები. აი რაც შეეხება ამინდს, მართლაც უკეთესს ისურვებდა კაცი, ვინაიდან 09:30 რომ გაგყავს ძაღლი მინდორში დილიდან იქ დაყუდებული და სიცხისგან უკვე გაფრენილი აქვს, მაღალ შედეგს ალბათ რთულია ელოდო.


ასე რომ გამარჯვებულებს კიდევ ერთხელ მხურვალე მილოცვა ჩემგან.
small3d018.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ May 18 2014, 12:32

მესამე ადგილი დაიკავა დავით დანელიას ბაქსიმ-74 ქულით.
მწყერს რაც შეეხება შეჯიბრისთვის საკმარისი იყო,უბრალოდ ზოგმა ძაღლმა შეძლო ბოლომდე გამოევლინა თავისი პოტენციალი,ზოგს გაუჭირდა.
ზოგსაც უბრალოდ არ გაუმართლა!

პოსტის ავტორი: megreli May 18 2014, 13:36

გამარჯვებულს ვულოცავ !!! newsmile027.gif newsmile027.gif ეს ერთი და სხვა მრავალი ვანო newsmile045.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

სხვა პრიზიორებსაც ვულოცავ ! წარმატებები და უკეთესი შედეგები მომავალში !!! newsmile045.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

რაც შეეხება პირობებს,როგორც ვიცი ჯიმი მე-9 ნომრად გამოდიდა შაბათს და არც ისე კარგ პირობებში მოუწია მუშაობა...გამიხარდა მისი წარმატება


პოსტის ავტორი: megreli May 18 2014, 13:45

ცუდი კი ისაა,რომ ფოტო-ვიდეო მასალა არ დარჩა ამ შეჯიბრიდან... newsmile040.gif newsmile019.gif

პოსტის ავტორი: კალვერა May 18 2014, 15:13

ვაა ულოცავ ზიკოს მამას გამარჯვებასD.gif ასევე ყველა პორიზიორებს!!!პრიზიორების ვიდეო არი სადმე?

პოსტის ავტორი: achiko-l May 18 2014, 17:21

გილოცავთ პრიზიორებს,წარმატებები გქონოდეთ d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: simona May 18 2014, 19:30

ფოტო და ვიდეო იმდენიაქვს სერგის მაგრამ ამდგეებში დადებს ალბათ. ვანოს ულოცავ პირველობას (ჯიმის მარტლა ეკუთვნოდა დამსახურებულათ პირველი ადგილი










0

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 18 2014, 21:21

ახლა ჩამოვედი. სამწუხაროდ, წელს ვერ დავესწარი ციციშვილს(პირველად 15 წლის განმავლობაში), ახლობელი გარდამეცვალა. ვულოცავ გამარჯვებულს! რაც მთავარია, მე-9 გამოსულა და გაუმარჯვია, პაპამისის, დიდი ჯიმის არ იყოს, რომელმაც ბოლო ნომრით, შუადღის 2 საათზე მოიგო 15 წლის წინ ლევან ციციშვილის პირველი მემორიალი. (მერე ერთხელ კიდევ მოიგო და ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა). მე მგონი, წუწუნის და რთული პირობებით თავის მართლების თემაც ამოწურულია.

პოსტის ავტორი: ზახარა May 18 2014, 22:34

ვულოცავ გამარჯვებულს და ყველა პრიზიორს !! d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: giga_megu May 18 2014, 22:53

ციტატა(AJLTA3AP @ 17th May 2014 - 22:03) *
ესეიგი ცოტაა ... რავიცი გიგა ამბობს საკმარისად არიო და ვერ გავიგეეე ....

ვისაც კი ძაღლი ყავს თბილისში ყველას უმეტესად გაყავს ძაღლი თბილისის ზღვაზე , აი რომელი მწყერი გაჩერდება ეხლა იქ ... დაელოდება ეხლა შეჯიბრის ჩატარებას ხო ვითომ ? ძალიან ბევრისგან მომისმენია ბოლო დღეებში თბილისის ზღვისკენ ძაღლი ტყვილა არ წაიყვანო მოკვდები უბრალოდ სიარულშიო მწყერი ჰა ჰა 1-3 ამდე გაიჩითოსო .


სანამ მე დავწერდი ფერმის მწყრის ავკარგიანობაზე ისაუბრეს....გაგონილს ნანახი ჯობია ,ყოველ დილას ზგვაზე ვარ ნამდვილად არ არის მწყერი ბევრი მარა სრულიად საკმარისია იმისთვის რომ ძაღლმა იპოვნოს. ამის მაგალითი ჯიმი არის 9 ნომერი გავიდა და შეჯიბრი მოიგო.....................

პოსტის ავტორი: giga_megu May 18 2014, 23:14

ციტატა(ალთაზარ @ May 17 2014, 20:43) *
Fishman
შენ გიგა ხარ თუ ლაშა? შენ პირადად ისედაც დაგელაპარაკები და მოგისმენ კიდეც მარა მე გიგას პოსტს ვეხმიანები რომელიც ამბობს თურმე რომ ფერმის მწყერზე დაგეშილი ძაღლი ფუჭდება , დაასაბუთეთ თუ შეიძლება არგუმენტებით თუ რა პრინციპით ფუჭდება .... ოღონდ ეხლა კომუნისტების დროინდელი წიგნში ასე წერიაო და ესე არიო არ მითხრათ , რადგან მე მსგავს რაღაცეებზე დაყრდნობით არ ვღებულობ პასუხს ...


და ასევე ის რომ მწყერი საკმარისად ყოფილა (აი ეს როგორ გამოთვალა ძალიან დამაინტერესა)

არაგველის პასუხით დაკმაყოფილდი თუ მე აგიხსნა?კომუნისტებისდროინდელ რამეებს ყურადღებას რომ ვაქცევდე კარგად მექნებოდა საქმე....................

პოსტის ავტორი: jaba_gugesha May 19 2014, 10:42

ვულოცავ გამარჯვებულს და პრიზიორებს. d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: hunter88 May 20 2014, 08:02

ვულოცავ ვანოს სიმონას და მესამე პრიზიორს წარმატებას მართლაც ურთულეს პირობებში მოახერხეს გამარჯვება!!!


პოსტის ავტორი: dato01 May 20 2014, 13:46

უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვისათვის.პირველ რიგში მიულოცავ ვანოს და მეორე პრიზიორ სიმონას მართლაც ურთულეს პირობებში გამარჯვებას . მალე თქვენთვისაც მომელოცოს გამარჯვება.რაც შეეხება ფოტო მასალას იღებდნენ ბიჭები და იმედია არ დაგვზარდებიან და დადებენ საიტზე.

პოსტის ავტორი: general May 20 2014, 14:17

ვულოცავ გამარჯვებულებს d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: megreli May 20 2014, 15:56

მოკლედ...

I ადგილი : ინგლისური სეტერი ჯიმი,ქულა : 77,III ხარისხის დიპლომი.

გამომყვანი : ვანო დონჯაშვილი.

II ადგილი : გერმანული კურცჰაარი (სახელი ჩაამატეთ), ქულა : 75,III ხარისხის დიპლომი.

გამომყვანი : სიმონ რუსიშვილი.

III ადგილი : ინგლისური პოინტერიბაქსი,ქულა 74,III ხარისხის დიპლომი.

გამომყვანი : დავით დანელია

ველოდებით ფოტო-ვიდეო მასალას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Sergi88 May 20 2014, 22:16

დავდერბ ცოტა ხანში

პოსტის ავტორი: Sergi88 May 21 2014, 00:14

ესეც სურათები

პოსტის ავტორი: Sergi88 May 21 2014, 00:51


პოსტის ავტორი: Sergi88 May 21 2014, 00:57


პოსტის ავტორი: Fishman May 21 2014, 17:26

Sergi88

სერგი ასეთი ცუდი ხარისხი რატომ აქვს სურათებს? შენს კომპიუტერშიც ასეა თუ ადვირთვის შედეგად დაემართა ასე?

პოსტის ავტორი: dato 85 May 21 2014, 19:40

ბატონო ოვანეს გილოცავ! D.gif newsmile027.gif
და საერთოდ ყველა მონაწილესა და პრიზიორსაც.
-------------------------


სიმონის ძაღლი რა სისხლებიდან მოდის?

პოსტის ავტორი: Fishman May 21 2014, 23:59


პოსტის ავტორი: კალვერა May 22 2014, 02:49

small3d018.gif

პოსტის ავტორი: Sergi88 May 22 2014, 10:34

Fishman არა კომპჩი მაგარი ხარისხი აქვს მე დავუწიე ხარისხი რომ დამედო ადვილად დიდი ხანი უნდებოდა ისე, ძაან მომივიდა დაწევა მერე დამეზარა ახლიდან ატვირთვა ისედაც 2 საათი ტვირთავდა

პოსტის ავტორი: Sergi88 May 22 2014, 10:34

Fishman არა კომპჩი მაგარი ხარისხი აქვს მე დავუწიე ხარისხი რომ დამედო ადვილად დიდი ხანი უნდებოდა ისე, ძაან მომივიდა დაწევა მერე დამეზარა ახლიდან ატვირთვა ისედაც 2 საათი ტვირთავდა

პოსტის ავტორი: megreli May 22 2014, 12:16

რეპორტაჟი ძალიან მომეწონა newsmile045.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif შემოქმედებით ჯგუფს !!!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)