თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ტბები _ პალიასტომი

პოსტის ავტორი: A.x.O.t.N.i.K.a Jul 18 2012, 15:58

პალიასტომი — გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი.

1924 წელს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირიდან გაიყვანეს არხი და პირდაპირ შეუერთეს ზღვას, ხოლო 1933 წლის დეკემბერში ძლიერი ზვირთცემის შედეგად არხი გაფართოვდა და სრუტე გაჩნდა, წყალი მლაშე გახდა. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. თევზჭერა. ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.




პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 26 2012, 08:59

მეგობრებო ვინმემ გამარკვიეთ თუ შეიძლება, პალიასტომის ტბა არის ნაკრძალი და ნადირობა არ შეიძლებაო, ხოდა თუ ასეა, იხვზე როგორღა ნადირობენ? გრიდან გვინდა მეგობრებს წასვლა და ვერ გაგვირკვევია რა და როგორ ხდება და თუ იცის ვინმემ იქნება დაწეროს

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 26 2012, 10:40

KTX-100
პალიასტომი შედის დაცულ ტერიტორიებში და ნადირობა აკრძალულია. მხოლოდ პალიასტომის მარჯვენა მხარე, ეგრეთ წოდებული ნათხარი არის ღია ტერიტორია და მად ვნადირობთ ხოლმე.

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 26 2012, 13:49

ციტატა
პალიასტომის მარჯვენა მხარე
საიდან მარჯვენა? D.gif


აბა შემომიხაზე რა ადგილია ეგ მარჯვენა მხარე?


http://pix.ge/


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 26 2012, 13:56

KTX-100
გურიის მხარე

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 26 2012, 14:27

ჭალიმგელა
და ეგ დაშვებული ადგილი საკმაოდ დიდი ადგილია ალბათ ხო? თუ 1 მონადირეთა ჯგუფი თუ გაივლის მერე აზრი აღარ ექნება სვა ჯგუფის იქ შესვლას?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 26 2012, 15:26

KTX-100
არც მასეა. 11 კილომეტრი მარტო სანაპიროა

პოსტის ავტორი: nik@a Nov 26 2012, 15:31

KTX-100
როცა პირველად მიდიხარ ადგილობრივი დაგჭირდებათ აუცილებლად....

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 26 2012, 15:48

ჭალიმგელა
nik@a
გასაგებია, მადლობა

პოსტის ავტორი: LeoTaso Nov 26 2012, 17:55

nik@a

პირველად კიარა, მაგ ტყეებში გავიზარდე შეიძლება ითქვას ( უფრო გურიის მხარეს ) და მეც მიჭირს "ორიენტირების"
გარეშე სიარული.

KTX-100

ძალიან ვერაგი და გაუვალი ადგილებია !!! განსაკუთრებით სოფ. ნიგვზიაბის მხარეს, ოჭარას ეძახიან მესნები, თუ შეძელი და იარე იმდენ იხვს ნახავ რო წამოღება გაგიჭირდება . თუ არ იცი ადგილები და თან 3-4 დღით არ დარჩი ვერა მგონია ისიამოვნო შედეგიანი ნადირობით.

მე ვიყავი შარშან მაგ მხარეებში, ერთი საღამო კარგად მოვიდა და 15-მდე მოვინადირეთ სამმა, დანარჩენი სამი დღე ისეთი იწვიმა ბალაგნიდან ვერ გამოვდიოდით, 300 კვ.მ.-ის ფართობის "კუნძულზე" აღმოვჩნდით და ის ნანადირევი რომ არა ალბათ ჩემ რიჟიკას შეჭამდნენ ბიჭები newsmile05.gif

რაც შეეხება პატარა ტბას , პალიასტომის სამხრეთ - აღმოსავლეთით რომ მოჩანს შენს ფოტოზე, მაგას იმნათის ტბა ქვია, შესანიშნავი და შედარებით ადვილად მისადგომი ადგილია ახალსოფლის მხრიდან, მაგრამ უნავოდ ვერ შეხვალ ( უკატეროდ უფრო სწორი იქნება). ესაა ჩემი მწირი ინფორმაცია.

თუ ისევ აპირებთ წასვლას წარმატებები !!!

მაპატიეთ , ეს თევზაობის განყოფილება ყოპილა და ეხლაღა შევამჩნიე :(

პრინციპში სპინინგისთებს გამოადგებათ, მანდ ყველგანაა შუჩკა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 26 2012, 23:28

LeoTaso
მადლობა სასარგებლო ინფოსთვის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გიგი Nov 27 2012, 00:23

თებზი რა მოდის?

პოსტის ავტორი: LeoTaso Nov 27 2012, 13:02

გიგი

მტაცებლები: წერი, ქორჭილა, ლოქო, იშვიათად სუდაკი (ქართულად არ მახსოვს რა ქვია)

და "თეთრი" თევზის ბევრი სახეობაა

პოსტის ავტორი: noa Mar 7 2013, 18:06

newsmile05.gif

მაგარია აქ რაც თევზი მყავს ნაჭერი შორეულ წარსულში D.gif:D:D

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)